საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, იმ პირების მიმართ, რომელთაც 28 ოქტომბერს ზუგდიდში ჩასულ ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცავმა ორგანოებმა მოკვლევა დაიწყეს.
ბეჟაშვილის თქმით, კანონდამრღვევების მიმართ ხელისუფლება ადეკვატურ ზომებს მიიღებს და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ჩინის და რომელი პარტიის წევრები არიან ისინი.
ბეჟაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია ზუგდიდის ინციდენტში ეჭვმიტანილების ვინაობა.
წყარო: მედიანიუსი