11:08, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯანდაცვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-12-26
ახალი ვექტორი
საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთის” ინიციატივით და  „გლობალური ფონდის”, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” და ევროკავშირის მხარდაჭერით 2012 წლის 17 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალ ვექტორში” პირველი დროპ-ინ ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
2014-11-20
ბაკურციხის მოსახლეობა თანასოფლელის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოშვებას მოითხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები 45 წლის თეიმურაზ სამადაშვილი ,,სასჯელის” სანაცვლოდ არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის,  რისთვისაც ის, ხონში, შ.პ.ს. ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია“ მოთავსებული.
2014-10-17
ფსიქიატრიის მსოფლიო დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლში
10 ოქტომბერს ფსიქიატრიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურმა ჯგუფმა ამ თარიღთან დაკავშირებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლის“ ბენეფიციარები მოინახულა. თუმცა, ჯგუფს პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.  
2014-10-15
ინსულინდამოკიდებული ქალი ღამეებს ქუჩაში ათევს
57 წლის ნელი ლეკიაშვილის დღე სახლიდან გამოსვლით არ იწყება. მას სახლი საერთოდ არ აქვს და ღამეს ქუჩაში ათევს. ქალბატონი ნელი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ის  დიაბეტით არის დაავადებული და დღეში სამჯერ საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ასევე რამდენჯერმე გადატანილი აქვს ინფარქტი და ინსულტი.
2014-08-06
ქუთაისის ციხეში C ჰეპატიტი 519 პატიმარს დაუდგინდა
მიმდინარე წლის 1 მარტიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა ამოქმედდა. ასევე,  1 ივლისიდან შესაძლებელი გახდა შესაბამისი პრეპარატების ფასდაკლებით შეძენა.
2014-05-03
ახალგაზრდა პატიმარი უყურადღებობის გამო გარდაიცვალა
ავთანდილ მაისურაძე 23 მაისს 26 წლის გახდებოდა. იგი სასჯელს იხდიდა ქუთაისის #14 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. პატიმარი 23 მარტს გარდაიცვალა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ. 
2014-04-30
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ღია კარის დღე გაიმართა
25 აპრილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პატიმართა ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.
2014-04-08
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში - 2013
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.
2014-02-26
ჩემი ინვალიდი შვილით დავიწვავ თავს სამინისტროს წინ!
დიაგნოზი - ჰიდროცეფალია, 12-ჯერ ნაოპერაციევი, თავზე შუნტირებული, შუნტირების აპარატზე მიჯაჭვული, რომელიც „მაწანწალა ცხოვრებისა“ და არანორმალური პირობების გამო ხშირად ფუჭდება. ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. სახლი - არა! ჰიგიენა - არა! სრულყოფილი მკურნალობა - არა! რეაბილიტაცია - არა! სრულყოფილი კვება - არა! მედიკამენტები - ხან აქვს, ხანაც - არა. ეს  3 წლის და 6 თვის ლუკას ამჟამინდელი მდგომარეობაა.  
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC