20:19, Friday, 19.07.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩევნები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-12-24
მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა იმერეთში არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის მანძილზე მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობით არაერთი ორგანიზაცია დაინტერესდა. ჩატარდა კვლევები, რომლის საფუძველზე არცთუ სახარბიელო შედეგი დაიდო -წინასწარი დაპირებების მიუხედავად, მაჟორიტარები, მათი ბიუროები არადამაკმაყოფილებლად მუშაობენ, ამომრჩევლების საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატისგან მეტ ყურადღებას და ქმედუნარიანობას  ითხოვენ. 
2013-12-11
პარტიებმა ცესკოს ფინანსური ანგარიშები წარუდგინეს

"ქართულმა ოცნებამ",  ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ’’  და ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ’’  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს.  
2013-12-10
ქვემო ქართლში არჩევნების დღეს ათობით საჩივარი დაიწერა
ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით საქართვლოში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მასშტაბური დარღვევების გარეშე ჩატარდა. მიუხედავად, მშვიდი წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღისა - ქვემო ქართლის საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა. 
2013-12-10
საარჩევნო დარღვევები გორში
გორის N32 საოლქო საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების დღის ხარვეზებთან დაკავშირებით ცხრა საჩივარი შევიდა, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი სრულად, ექვსი  ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ დააკმაყოფილა. 
2013-12-05
საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი - საარჩევნო დღის შეფასება
ადამიანის უფლებათა ცენტრმა არჩევნების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში უშუალოდ არჩევნების დღე და სხვადასხვა პროცედუალური დარღვევა და ტენდენციებია ასახული.
2013-12-04
საგარეჯოში დაპირისპირება გრძელდება
კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს შტაბის წევრები ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს თინა ხიდაშელს საბოტაჟში ადანაშაულებენ. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში შტაბის წევრებმა განაცხადეს, თინა ხიდაშელი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და აზრს არავის ეკითხება. მათი განცხადებით, დეპუტატმა მათ ულტიმატუმი წაუყენა, თუ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე არ იქნებოდა, იგი ყველა ინვესტიციას და  პროექტს შეაჩერებდა, რომელიც საგარეჯოში უნდა განხორცილებულიყო.
2013-12-04
ქუთაისის საკრებულოში პოლიტიკური გადაჯგუფებები გრძელდება
"ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე დაიწყეს ფიქრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს პოლიტიკური გადაჯგუფებები სწორედ ამითაა განპირობებული", - ასე აფასებენ ქუთაისის საკრებულოში არსებულ ვითარებას ადგილობრივი პოლიტიკოსები.
2013-11-26
ბათუმის მოსახლეობა ხელისუფლების ერთწლიან მუშაობას აფასებს
როგორ აფასებს ბათუმის მოსახლეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთწლიან პერიოდს? მათი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა? ამის შესახებ humanrights.ge - მ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. 
2013-11-25
ქუთაისის მერის მოვალეობას შოთა მურღულია შეასრულებს
ქუთაისს ახალი მმართველი ჰყავს. შოთა მურღულია, რომელიც დედაქალაქიდან  რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის  თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა, მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება.
2013-11-25
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და დეპუტატების შეცვლილი აზრი
სოფლის რწმუნებულებს და სპეციალიტებს უმაღლესი განათლება აღარ მოეთხოვებათ,  აღნიშნული ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე  სხდომაზე დამტკიცდა.  ადგილობრივ თვითმმართველობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებას მხარი 7 დეპუტატმა არ დაუჭირა, წინა სხდომაზე კი ყველა დეპუტატი მოითხოვდა რწმუნებულების უმაღლეს განათლებას და საკითხი ჩავრდა. 
2013-11-21
კახეთის რეგიონში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა
კახეთში არსებითი დარღვევები, რომლებიც საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობას გამოიწვევდა, არ დაფიქსირებულა. ძირითადი პასუხისმგებლობის სახეები, რაც დარღვევებისთვის კომისიის წევრებს დაეკისრათ, შენიშვნა და სიტყვიერი გაფრთხილებაა. 
2013-11-15
ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთი ქობულეთის ოლქის #65 უბანი გაუქმდა. ამის გამო არც ერთ კომისიის წევს, ფულადი ჯარიმა არ დაკისრებია. მხოლოდ ბათუმის ოლქში სამ უბნის კომისიის წევრს 10 დღის ხელფასი დაექვითება.
2013-11-14
„ეს კონკურსი კი არა, ადამიანის უფლებების შელახვაა“ - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები
კონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ  ქალაქის თვითმმართველობის ორგანომ იმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, ჯერაც არ დასრულებულა. კონკურსის მონაწილეების თქმით, საკონკურსო-საატეტაციო კომისია, რომელსაც სათავეში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უდგას, პროცესს აჭიანურებს, რაც კონკურსის მონაწილეების აღშფოთებას იწვევს.
2013-11-12
ამომრჩეველს და მაჟორიტარს შორის კონტაქტი თითქმის არ არსებობს - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისში
"ოთხ წელიწადში ერთხელ, საპარლამენტო არჩევნების დროს, მოსახლეობა საკანონმებლო ორგანოში საკუთარ ნდობით აღჭურვილ პირს ირჩევს და მას ანდობს იმ პრობლემებს, რაც მას და მის ქალაქს, რაიონს თუ სოფელს აწუხებს. ისინი კი, ვისაც ხალხი ამ საპასუხისმგებლო მანდატს ანდობს, ვალდებული არიან, ამომრჩევლის თვალსაწიერზე არჩევნების შემდეგაც ისევე იყვნენ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.
2013-11-11
წინასაარჩევნო მედიაგაშუქება - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
მედიამონიტორთა ჯგუფის შეფასებით, წინაასაარჩევნო გარემოც და თავის მხრივ, მედიის მუშაობის სტილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გასული წლისგან რადიკალურად  განსხვავებული იყო .  მათი თქმით, წინასაარჩევნო მედიაგაშუქება შედარებით მშვიდ და დაბალანსებულ გარემოში მიმდინარეობდა.  
2013-11-08
ავთანდილ ოსეფაიშვილი: „საერთო ჯამში, არჩევნები წარმატებით ჩატარდა“
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი, ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამ ოლქის დაქვემდებარებაში 127 საარჩევნო და 2 სპეცუბანი შედის. ოლქმა ძირითადი პროცედურული სამუშაოები დაასრულა და ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, შემაჯამებელ ოქმს  ელოდება.
2013-11-06
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ ხან დამკვირვებელი ვარ, ხან ჟურნალისტი და ვაშუქებ არჩევნების დღეს, მიწევს უარი ვთქვა ჩემს ხმის მიცემის უფლებაზე. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, გასულ არჩევნებთან შედარებით, მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან აჭარის მობილური ჯგუფის ხელმძღავნელი ვიყავი. 
[1] 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC