არჩევნები
13 ოქტომბერი, 2016
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი პროგნოზირებდა არჩევნების წინა დღეს, კახეთში ერთადერთი ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა, სიღნაღი - დედოფლისწყაროა. საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხი – ყვარლის, თელავი – ყვარლის და ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) თელავი – ყვარლის ოლქში ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ 5%–ით უსწრებს. არადა, სესიაშვილმა გუშინ ღამითვე იზეიმა გამარჯვება, ვიდრე ოფიციალური შედეგები გახდებოდა ცნობილი და აცხადებდა, რომ კონკურენტთან შედარებით 4,5-ჯერ მეტი ხმა მიიღო.
11 ოქტომბერი, 2016
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნიდან 20 უბნის შედეგები დათვლილია. შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ 33,2% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ალექსი გოგლიძემ - 16,3%, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ - 19,41%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა 17,28% მიიღო. მეორე ტურში მმართველი პარტიიდან იოსებ მაკრახიძე და და ირაკლი ალასანია გავიდნენ, მეორე ტურში გასვლის მიუხედავად ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადწყვეტილება მიიღო, ამის მიზეზად კი ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ ბარიერის ვერ გადალახვა დაასახელა.
11 ოქტომბერი, 2016
(2016 წლის 9 ოქტომბერი, ბერლინი, ბრიუსელი, ოსლო და თბილისი)
12 სექტემბერს, საქართველოში, არჩევნების დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს, ევროპულ პლატფორმას დემოკრატიული არჩევნებისთვის, არჩევნების საერთაშორისო სასწავლო ცენტრსა და ორგანიზაცია საერთაშორისო პარნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. არჩევნების დღეს მისიამ 36 საერთაშორისო დამკვირვებელი წარადგინა, რომელთაც, ქვეყნის მასშტაბით, მოინახულეს 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი. მისიის საბოლოო ანგარიში არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.