მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სასამართლომ დეპუტატს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა ცილისწამების შესახებ სარჩელთან დაკავშირებით
18 დეკემბერი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს გიორგი გაშაძეს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა ჯოზეფ ქეისთვის იმის გამო, რომ მან ქეის „თაღლითი“ უწოდა.
გურულები მანდარინის აჩეხვას გეგმავენ
17 დეკემბერი, 2013
გურიაში სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, წელს ციტრუსის მოსავალმა საქართველოში 100 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 17 ათასი ტონაა რეალიზებული. მისივე განცხადებით, შარშან ამ დროისათვის მხოლოდ 10 ათასი ტონა იყო რეალიზებული, საერთო მოსავალი კი 46 ათას ტონას არ აღემატებოდა.
პრესკონფერენცია ყინწვისში დაკავებული პოლიტპატიმრების პრობლემებზე
16 დეკემბერი, 2013
13 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, ყოფილი პოლიტპატიმრების, წარსულში ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ იაფფასიანი საქონელი ვიყიდოთ, - მარნეულის გამგებელი
16 დეკემბერი, 2013
რაიონული გამგეობები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ. ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ამ შესყიდვისთვის გამოყოფილი ექვსნიშნა რიცხვი კი, მედიის ყურადღებას იქცევს. ერთ-ერთ ასეთ 170 000 ლარიან შესყიდვას 4 ავტომობილზე მარნეულის გამგეობა აცხადებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს პროგრესი და ხარვეზები განიხილეს
13 დეკემბერი, 2013
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციები შეაფასეს, აღნიშნეს პროგრესი და პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა უსახლკარო მოქალაქეები მოინახულეს
11 დეკემბერი, 2013
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები რკინიგზის ყოფილ სავადმყოფოში შესახლებულ უსახლკარო ოჯახებს ეწვივნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს უსახლკარო მაქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა. გარდა ამისა, მათთვის მომზადდა საინფორმაციო მეგზური - „უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურები“, რომელიც ბენეფიციარებს ადგილზე დაურიგდათ.
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
11 დეკემბერი, 2013
2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას, ყოველი წლის 10 დეკემბერს შეაჯამოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.
პარტიებმა ცესკოს ფინანსური ანგარიშები წარუდგინეს
11 დეკემბერი, 2013
"ქართულმა ოცნებამ", ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ’’ და ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ’’ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს.
საარჩევნო დარღვევები გორში
10 დეკემბერი, 2013
გორის N32 საოლქო საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების დღის ხარვეზებთან დაკავშირებით ცხრა საჩივარი შევიდა, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი სრულად, ექვსი ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ დააკმაყოფილა.
ქვემო ქართლში არჩევნების დღეს ათობით საჩივარი დაიწერა
10 დეკემბერი, 2013
ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით საქართვლოში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მასშტაბური დარღვევების გარეშე ჩატარდა. მიუხედავად, მშვიდი წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღისა - ქვემო ქართლის საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა.
სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის და საექიმო ამბულატორიების თანამშრომლები სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას აპირებენ
9 დეკემბერი, 2013
ლანჩხუთის სასწრაფო გადაუდებელი სამსახურისა და საექიმო ამბულატორიის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს.Humanrights.ge-სთან საუბარში მათ განაცხდეს, რომ აქციის მიზეზი სახელფასო დავალიანებებია:
Humanrights.ge-ს სტატიამ გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა
9 დეკემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიაპორტალის სტატიამ, „ტექნიკური მიმართულება - ბიჭებს, ჰუმანიტარული - გოგონებს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსში, საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.
შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი თოთლაძის კანდიდატურა განიხილება
9 დეკემბერი, 2013
შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი თოთლაძის კანდიდატურა განიხილება. თოთლაძის დანიშვნა ერთ–ერთი მთავარი თემაა ადგილობრივ მედიაში.
სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ ცნო
5 დეკემბერი, 2013
სააპელაციო სასამართლომ ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასა და სერჟანტ ალექსანდრე გორგაძეს კი, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენის მიუხედავად, ახალაია კვლავ საპატიმროში რჩება, რადგან მის წინააღმდეგ წარმოებულ მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება
5 დეკემბერი, 2013
29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება მოხდა. ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.
დაბა კაზრეთში მოსახლეობა სამედიცინო შემოწმებას ითხოვს
5 დეკემბერი, 2013
დაბა კაზრეთში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ბეღურები არიან - მერცხლები კი უკვე, დიდი ხანია უკეთეს ადგილებში გაფრინდნენ. ამბობენ, რომ მათ ვისაც ამისი საშუალება ჰქონდა დასახლება დატოვა და ეკოლოგიურად უკეთეს გარემოში გადავიდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი - საარჩევნო დღის შეფასება
5 დეკემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრმა არჩევნების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში უშუალოდ არჩევნების დღე და სხვადასხვა პროცედუალური დარღვევა და ტენდენციებია ასახული.
ქუთაისის საკრებულოში პოლიტიკური გადაჯგუფებები გრძელდება
4 დეკემბერი, 2013
"ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე დაიწყეს ფიქრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს პოლიტიკური გადაჯგუფებები სწორედ ამითაა განპირობებული", - ასე აფასებენ ქუთაისის საკრებულოში არსებულ ვითარებას ადგილობრივი პოლიტიკოსები.
ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
4 დეკემბერი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მერაბიშვილის რამდენიმე მომხრეს დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო დარბაზი დაატოვებინა, რასაც ბრალდებულის პროტესტი და სხდომის დატოვება მოჰყვა.
საგარეჯოში დაპირისპირება გრძელდება
4 დეკემბერი, 2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს შტაბის წევრები ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს თინა ხიდაშელს საბოტაჟში ადანაშაულებენ. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში შტაბის წევრებმა განაცხადეს, თინა ხიდაშელი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და აზრს არავის ეკითხება. მათი განცხადებით, დეპუტატმა მათ ულტიმატუმი წაუყენა, თუ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე არ იქნებოდა, იგი ყველა ინვესტიციას და პროექტს შეაჩერებდა, რომელიც საგარეჯოში უნდა განხორცილებულიყო.