სტატია
20 აპრილი, 2018
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გორში ნეპოტიზმის ფაქტების გამოვლენა დაიწყო, რომელსაც სოციალურ ქსელში კამპანიის სახე მისცეს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ნეპოტიზმმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი. ამის მაგალითად კი როგორც თვითმმართველობის უმაღლესი პირების, ისე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრების ოჯახის წევრების დასაქმების ფაქტები მოჰყავთ. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე, აცხადებს, გორის თვითმმართველობა ნეპოტიზმშია გახვეული.
20 აპრილი, 2018
შპს ,,აგარის შაქრის ქარხნიდან" გათავისუფლებულმა 500–მდე თანამშრომელმა, 18 აპრილს, პროტესტის 48–ე დღეს, აგარიდან- თბილისში, მთავრობის კანცელარიამდე, საპროტესტო მსვლელობის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილების განცხადებით, რადგან ხელისუფლებამ მათი ხანგრძლივი პროტესტი აგარაში უყურადღებოდ დატოვა, ისინი ჩავლენ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და რეაგირებას მოითხოვენ.