მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
აქცია მეჯვრისხევის რწმუნებულის მხარდასაჭერად
6 თებერვალი, 2014
გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობამ ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის ტარიელ გურგენიძის მხარდასაჭერი აქცია, შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციული შენობის წინ გამართა. აქციის მონაწილეები ტარიელ გურგენიძის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაუქმებას და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
საიას პოზიცია სახელმწიფოსა და ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე
6 თებერვალი, 2014
2014 წლის 17 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 06 ივლისს საერთაშორისო არბიტრაჟში დადებული მორიგების შეთანხმება და მისი დამატებითი დოკუმენტები. არბიტრაჟში ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მოთხოვნა იყო ტელეკომპანია ,,იმედის" საკუთრებაში დაბრუნება და ,,მთაწმინდის პარკის" იჯარის აღდგენა, ან კომპენსაცია 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
სქესობრივი დანაშაულის კუთხით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება
5 თებერვალი, 2014
სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც სქესობრივი დანაშაულია აღწერილი ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა კოდექსში, ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებების შინაარსზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი კი, სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში შესატანი ცვლილებების საკუთარ პროექტს სთავაზობს.
მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ შეხვედრა გამართა
5 თებერვალი, 2014
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ რუსთავში მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრა გამართა.
საკონსტიტუციო სასამართლო უჩა ნანუაშვილის სარჩელს განიხილავს
3 თებერვალი, 2014
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების - უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა. დავის საგანს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები წარმოადგენდა. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებაში, არაკონსტიტუციურია. კერძოდ, კი მოსარჩელე მხარე საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის შეცვლას მოითხოვდა. მოპასუხე მხარეს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა.
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
3 თებერვალი, 2014
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.
უუფლებო დაზარალებულები
31 იანვარი, 2014
2013 წლის 30 ნოემბერს, ხაშურის რაიონში მოკლული გიორგი ხვედელიძის მამა გორის სამხარეო პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ის საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულს სამართალწარმოების პროცესში თითქმის არანაირი უფლებები არ გააჩნია.
„ცამდე მართალი ვარ“ - სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებას მერაბიშვილის ცრემლები მოჰყვა
31 იანვარი, 2014
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის საქმეზე გამართულ სხდომაზე ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქმეში ცამდე მართალია და არასდროს, არცერთი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია.
ლანჩხუთის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ
31 იანვარი, 2014
ორი დღის წინ, დაახლოებით 19 საათისთვის ლანჩხუთში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის, "ჰო და არას" ოფისში, როგორც ამ გაზეთის ჟურნალისტი, მამუკა ქანთარია აცხადებს, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და ა(ა)იპ „ლანჩხუთის გურიას“ თანამშრომლები: ედიშერ ჟორდანია, გიალო ჩხაიძე, თემურ ალექსაია და შპს „ლანჩხუთი 2000“–ის დირექტორი ნუგზარ ცინცაძემივარდნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლაითურელების საპროტესტო აქცია ოზურგეთში
31 იანვარი, 2014
30 იანვარს, დილის 11 საათისთვის ქალაქ ოზურგეთის ცენტრში თეატრის წინ მდებარე მოედანზე დაახლოებით 200 მოქალაქე შეიკრიბა და აქცია გამართა, რომლის ორგანიზატორი ლეიბორისტური პარტიის ადგილობრივი ლიდერი დავით მამალაძე იყო. მამალაძის განცხადებით ეს იყო მშვიდობიანი, აპოლიტიკური, საპროტესტო, გამაფრთხილებელი აქცია ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით.
საკონსტიტუციო სასამართლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს
30 იანვარი, 2014
საკონსტიტუციო სასამართლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს.
ბათუმის გარეუბნებს წყალმომარაგების პრობლემა აქვს
29 იანვარი, 2014
წლების განმავლობაში ბათუმის გარეუბნებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. ამ პრობლემის მოგვარება წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ფაზაში იგეგმება. როგორც ქალაქ ბათუმის მერიის მრჩეველი, რეაბილიტაციის საკითხებში აცხადებს სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.
სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტი ახალგორში
29 იანვარი, 2014
ახალგორში რუსული სატელეფონო ქსელი “მეგაფონი” შესამჩნევად მოძლიერდა. აქ, “მაგთისა” და “ჯეოსელის” ნომრების პარალელურად “მეგაფონის” ნომერი, რომლის ინდექსიც ცალკე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ტერიტორიისთვის 929 არის, თითქმის ყველას აქვს. “მეგაფონის” ინტერნეტმა კი ფატქობრივად ყველა ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი დაამარცხა.
ქუთაისელი ნაციონალები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ
28 იანვარი, 2014
პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი თევდორაძე ხელისუფლების მხრიდან მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის ფაქტებსა და არაკანონიერ ქმედებებზე საუბრობს.
თელავში გიორგი სიბაშვილს საქმის განხილვა გრძელდება
28 იანვარი, 2014
თელავის რაიონულ სასამართლოში გრძელდება კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვა. 24 იანვარს პროცესზე რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი დაკითხეს.
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეების კონკურსი გადაიდო
27 იანვარი, 2014
ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, საჯარო მოხელეების კონკურსი გადაიდო. ამის მიზეზად, პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებს ასახელებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ თვითმართველობის ახალი კოდექსის მიღებისა და თვითმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, კომისია მუშაობას გაანახლებს.
ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან - ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსის პროექტში
27 იანვარი, 2014
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი 84 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. კოდექსი, რომელსაც თან 24 კანონპროექტი ახლავს და საბოლოო ჯამში, მას ფუნდამენტურად ცვლის, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ ცხარე განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.
ცხინვალი პატიმრების გაცვლას ითხოვს
27 იანვარი, 2014
ცხინვალი პატიმრების გაცვლას “ყველა - ყველაზე!” პრინციპით დაჟინებით მოითხოვს. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” ცხინვალიდან გახდა ცნობილი, ოსური მხარე ქართული ციხეებიდან 12 პატიმრის გათავისუფლებას ელის. სანაცვლოდ კი, თბილისს ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების გათავსუფლებას ჰპირდება.
პლედი, პოლიეთილენის პარკი, წებოვანი ლენტი და ჭიკარტები - დიმიტროვმა ღოღეთის მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა
27 იანვარი, 2014
23 იანვარს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის ახლომდებარე სოფელ ღოღეთის მცხოვრებლებს პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ‘სასაზღვრო ზონის’ გაფართოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
24 იანვარი, 2014
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 22 იანვარს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ „სასაზღვრო ზონის“ გაფართოება სეპარატისტული აფხაზეთის სიღრმეში „უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი“ არ არის.