მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პოლიტიკური თუ კრიმინალური პატიმარი
11 მარტი, 2009
სოფელ გარეჯვარში მცხოვრები 51 წლის ანზორ მეზვრიშვილი, სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის აგვისტოს ომის გამო თავს თბილისში 165 სკოლას აფარებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მეზვრიშვილი ჯანაშიას ქუჩაზე დააკავეს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-5 განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მას ჯიბიდან "ფოლგაში" გახვეული Mმოთეთრო-მოყავისფრო ფხვილისებრი ნივთიერება აღმოუჩინეს. მეზვრიშვილის სასამართლო პროცცესები ისევ გრძელდება, მას ბრალად 260-ე მუხლი აქვს წაყენებული (ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა).
სამართალდამცავებმა აქცია დაარბიეს
11 მარტი, 2009
„რატომ მოკალით როინ შავაძე“, „დაისაჯონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები“, „დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები“ _ ამ ლოზუნგებით დღეს, ბათუმში გამართული აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის ორგანიზატორებზე კამერის წართმევასაც.
არქიტექტორთა კავშირს სახელმწიფო ქონებას ართმევს
10 მარტი, 2009
საქართველოს არქიტექტორთა კავშირს აჭარის ორგანიზაციის კუთვნილი 163 კვ.მ ფართობი სახელმწიფომ მიისაკუთრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფართობი სახელმწიფო საკუთრება იყო და საქართველოს მთავრობის განკარგულებით მათ საკუთრებაში გადაეცათ. არქიტექტორთა კავშირს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემები აქვს, სადაც აღნიშნულია რომ ფართობი საკუთრების უფლებით გააჩნდათ. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია.
რაც შენია - ჩემია, ანუ როგორ მივიტაცოთ სხვისი ქონება
10 მარტი, 2009
დღეს სასამართლოში ამაოდ ცდილობენ კერძო მესაკუთრეები: აქციონერები, კერძო და იურიდიული პირები, წლების განმავლობაში საკუთრად მიჩნეული ქონება ხელისუფლების მტაცებლური გეგმებისგან დაიცვან. ჩვენი გამოძიება ამხელს ხელისუფლების მიერ სასამართლოსთვის დაწერილ ერთ სცენარს - როგორ მივიტაცოთ ხალხის ქონება?
ოსთა ტყვეობას თავდაღწეული მამა-შვილი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
10 მარტი, 2009
თემურ ჯარმელაშვილი აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ტყვედ 16 დღე იყო. მან დღესაც არ იცის ტყვეობიდან რის საფუძველზე გაათავისუფლეს, ვარაუდობს, რომ ის ოსებში გაცვალეს. ჯარმლაშვილი ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღე სოფელ დიციდან არ გამოსულა. ის ომის საშინელებას თვითონ უყურებდა.
თავისუფალი აზრის დევნაში მსჯავრდებული მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა
9 მარტი, 2009
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კაპანაძე, რომელიც ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს თავისუფალი აზრის დევნაში დამნაშავედ სცნო, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან იმ პირებს, ვინც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვიან და ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ, ახალისებენ და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ.
ტენდერის გარეშე დაწყებული სამუშაოები
6 მარტი, 2009
სამუშაოებს, რომლისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრის კუთვნილი კომპანია ასრულებს ძველი ბათუმის რეაბილიტაცია 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მასზე 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებიც დაწყებულია, თუმცა ტენდერის გარეშე. ძველ ბათუმში საძიებო სამუშაოებს „ბაზპლასტიკი“ და „ანაგი“ ასრულებენ. კომპანია „ბაზპლასტიკის“ მფლობელი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბათუმის მაჟორიტარი ზაზა გოგოტიშვილია.
83 წლის პედაგოგი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
6 მარტი, 2009
ზემო ხვითში მცხოვრები დიმიტრი გოგიშვილი აგვისტოს მოვლენების დროს დაიჭრა. ის 83 წლისაა. ომის დროს ეზოში ჭურვები ჩაცვივდა და სახლი ნახევრად დაენგრა. მიუხედავად ამისა ხელისუფლებას მისთვის რაიმე ფულადი კონპენსაცია არ მიუცია. 83 წლის მოხუცი ყოფილი პედაგოგია, ის ჯერ ცხინვალში პირველ ქართულ ვაჟთა სკოლაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ ნიქოზში 30 წლის მანძილზე სკოლის დირექტორი იყო.
ნაციონალური ტყუილების ზუგდიდის ოფისი წარმატებით ფუნქციონირებს
5 მარტი, 2009
ორი დღეა ქართული ტელეარხებით გადმოიცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ირაკლი ბიგვავა თავს ზუგდიდს აფარებს. აფხაზური მხარე კი მის დაბრუნებას ითხოვს და გალის ქართულ მოსახლეობას აწიოკებს. უფრო მეტიც, 50-მდე ოჯახი სოფელ ოტობაიადან გამოაძევეს კიდეც.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე
5 მარტი, 2009
შესავალი: • 2008 წლის ხურჩას ინციდენტი ეხება სოფელ ხურჩაში ავტობუსებზე მომხდარ თავდასხმას. ინციდენტი ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ესაზღვრება აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას და რომლის დამოუკიდებლობაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციამ აღიარა.
"თუ არ გახვალთ, სპეცრაზმით გაგათრევთ"
4 მარტი, 2009
კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს იმ შენობებიდან ასახლებენ, სადაც მათ 16 წელი იცხოვრეს. იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ დევნილთა განსახლება მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ხდება, რისთვისაც 2009 წლის ბიუჯეტში 138 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცვლება და აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების პროცესი 2009 - 2010 წლებში დასრულდება.
”გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა”
2 მარტი, 2009
ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, გურამ შარაძის ოჯახი და მათი უფლებების დამცველი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. გაიზიარებს თუ არა პროკურატურა ამ მოთხოვნას, ეს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
5 წელი - სამი ხმელი ხის მოჭრისათვის
2 მარტი, 2009
გურჯაანის რაიონული სასამართლო, სოფელ კაჭრეთში, გზის პირას, სამი ხმელი ხის მოჭრისათვის ოთხი შვილის მამას, ოთარ ბერელაშვილს ასამართლებს. კახეთის საოლქო პროკურატურა ბერელაშვილს ხეების უკანონოდ მოჭრაში და ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის სასჯელის მაქსიმუმს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.