მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდებიან
17 თებერვალი, 2014
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლენდი და კომიტეტის ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანლი ენვერ ჯულიმანი 18-21 თებერვალს საქართველოს და სომხეთს ეწვევიან. ისინი ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი მისიების წარმომადგენელბს შეხვდებიან და მათ საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
ახალგორის გამგებელი გადადგა
17 თებერვალი, 2014
ახალგორის გამგებელი ზურაბ გათენაშვილი გადადგა. ახალგორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგებლის მოვალეობას 3 თვით ნუგზარ თინიკაშვილი შეასრულებს. ის “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა საკრებულომ თავად შესთავაზა. 3 თვის შემდეგ კი კონკურსი გამცხადდება და ახალგორის გამგებლის პოსტზე მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლებათ. როგორც მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ თინიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კონკურსში მონაწილეობას თვითონაც მიიღებს.
ფრაქცია „სოციალ–დემოკრატები“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს
17 თებერვალი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი კიდევ ერთი პარტია „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა სოსო შეიზაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
იძებნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია
17 თებერვალი, 2014
გორის მუნიციპალიტეტი გასული წლის ნოემბერში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ეძებს. შპს ,,ჯიპიჯიმ“ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. სატენდერო პირობებების მიხედვით, კომპანიას გორში არსებული მიწისქვეშა გადასვლელები უნდა მოეწესრიგებინა.
სახალხო დამცველის ვიზიტი იმერეთში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დასრულდა
11 თებერვალი, 2014
მიუსაფართა კარვები, ტყიბულის მეშახტეთა მაღარო, სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულება და შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან - ეს მარშრუტი მოიცვა სახალხო დამცველმა 6-7 თებერვალს იმერეთში სტუმრობისას.
რის ხარჯზე მოემატათ იძულებით გადაადგილებულ პირებს შემწეობა
10 თებერვალი, 2014
კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილებს სახელმწიფო ელექტრო-ენერგიის გადასახადს აღარ დაუფარავს. აღნიშნული ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება. ხელისუფლება იძულებით გადადგილებულ პირებს ყოვეთვიურად ოჯახზე 100 კილოვატ ელექტრო-ენერგიის შეღავთს უკეთებდა, რომელიც ერთ თვეში შეუწყდებათ. პირველი მარტიდან ასევე იმატებს დევნილთა ყოველთვიური შემწეობა.
კახეთში სტიქიით დაზარალებულებზე კომპენსაციას „ფონდი ქართუ“ აღარ გასცემს
10 თებერვალი, 2014
კახეთში 2012 წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას „ფონდ ქართუსგან“ აღარ მიიღებენ. როგორც ფონდის იურისტი ნინო კიკნაძე აცხადებს, გასულ წელს ფონდმა 98 მილიონი ლარი გადარიცხა და დარჩენილი ბენეფიციარები კომპენსაციას სხვა ალტერნატიული წყაროსგან მიიღებენ.
სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით თიბილოვი დე ფაქტო საზღვარს არ ჩაკეტავს
7 თებერვალი, 2014
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი ახალგორის მიმართულებით სოჭის ოლიმპიადის გამო არ გადაიკეტება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილება კვლავ უწყვეტ რეჟიმში იქნება. ცხინვალში, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას არაღიარებული ქვეყნის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი უძღვებოდა.
გაზრდილი ხელფასები და პრემიები გურიაში
7 თებერვალი, 2014
მიმდინარე წლის იანვრის თვეში (კონკრეტულად კი საშობაოდ, ანუ 7 იანვრისთვის) გურიის საჯარო მოხელეებზე პრემია გაზრდილი ხელფასის ოდენობით გაიცა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 25% შეიძლება გაიცეს. თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის 40% სწორედ, ხელფასებზე იხარჯებოდა.
არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო
7 თებერვალი, 2014
77 ხმა 7-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ხმაურიანი განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, 5 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო. ხელისუფლება აცხადებს, რომ ესაა წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით და ამით ქვეყანაში თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო.
თუშების ნაწილი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფას ითხოვს
6 თებერვალი, 2014
თუში მოსახლეობის ნაწილი ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მუშაობით უკმაყოფილოა და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბებას ითხოვს. თუშების უკმაყოფილო ნაწილის განცხადებით, რომელთა წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეში გახლავთ ასოციაცია „თუში მეცხვარის’’ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი, სახეზეა თუში ხალხის ინტერესის აშკარა უგულებელყოფა. ისინი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფას და ცალკე ერთეუად ჩამოყალიბებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა
6 თებერვალი, 2014
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლოებას შორის დაპირისპირებაა.
აქცია მეჯვრისხევის რწმუნებულის მხარდასაჭერად
6 თებერვალი, 2014
გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობამ ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის ტარიელ გურგენიძის მხარდასაჭერი აქცია, შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციული შენობის წინ გამართა. აქციის მონაწილეები ტარიელ გურგენიძის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაუქმებას და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
საიას პოზიცია სახელმწიფოსა და ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე
6 თებერვალი, 2014
2014 წლის 17 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 06 ივლისს საერთაშორისო არბიტრაჟში დადებული მორიგების შეთანხმება და მისი დამატებითი დოკუმენტები. არბიტრაჟში ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მოთხოვნა იყო ტელეკომპანია ,,იმედის" საკუთრებაში დაბრუნება და ,,მთაწმინდის პარკის" იჯარის აღდგენა, ან კომპენსაცია 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
სქესობრივი დანაშაულის კუთხით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება
5 თებერვალი, 2014
სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც სქესობრივი დანაშაულია აღწერილი ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა კოდექსში, ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებების შინაარსზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი კი, სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში შესატანი ცვლილებების საკუთარ პროექტს სთავაზობს.
მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ შეხვედრა გამართა
5 თებერვალი, 2014
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ რუსთავში მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრა გამართა.
საკონსტიტუციო სასამართლო უჩა ნანუაშვილის სარჩელს განიხილავს
3 თებერვალი, 2014
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების - უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა. დავის საგანს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები წარმოადგენდა. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებაში, არაკონსტიტუციურია. კერძოდ, კი მოსარჩელე მხარე საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის შეცვლას მოითხოვდა. მოპასუხე მხარეს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა.
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
3 თებერვალი, 2014
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.