მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ევროსასამართლომ სცნო რეპრესირებულთა უფლება, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია
9 თებერვალი, 2010
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც 1997 წლიდან აიღო ვალდებულებად. საქმე 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეებს ეხება და ფაქტობრივად, პრეცედენტულია. ევროსასამართლომ საქმეში „კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა და საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულისადმი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს კი ნიშნავს, რომ კილაძეების მსგავსად, სახელმწიფოსადმი პრეტენზიის კანონიერი საფუძველი სხვა რეპრესირებულებსაც აქვთ.
ევროსასამართლოს ორი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა
4 თებერვალი, 2010
ხელისუფლების მძევალი
2 თებერვალი, 2010
გასული წლის დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ვოლფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წერილი გამოუგზავნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. კონგრესმენს მოჰყავს ციტატა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, ასევე ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. მანამდე საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.
ხათუნა ჩარაევა - შსს-ს კიდევ ერთი ოსი ტყვე
29 იანვარი, 2010
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს. შსს-მ ასოციაციას ახალგორელი ხათუნა ჩარაევას მიმართ აღძრული საქმე არ გადასცა. როგორც საია-ს იურისტმა ნინო ხაინდრავამ გვითხრა, უკვე თვეზე მეტია, შსს-სგან პატიმრის საქმეს ამაოდ ითხოვს. პატიმრის მდგომარეობის შესახებ მისი ნათესავები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. დაკავების დღიდან ხათუნა ჩარაევა, ფაქტობრივად, გაუჩინარდა.
კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი!
28 იანვარი, 2010
კონსერვატიული პარტიის ინიციატივით შექმნილმა ადამიანის უფლებათა კომისიამ რესპუბლიკური პარტიის კახეთის კოორდინატორს, მერაბ ქათამაძეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. ადამიანის უფლებათა კომისია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის - „ადამიანის უფლებათა ცენტრს“.
გლდანის საპყრობილეში პატიმარი სცემეს
27 იანვარი, 2010
ნათია კორკოტაძე: „თუ სასამართლო სამართლიანი იქნება, ვახტანგ მაისაია დარბაზიდან უნდა გაათავისუფლონ“
27 იანვარი, 2010
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გამოუტანს. პროცესი უკვე ხუთი თვეა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მის დეტალებზე და სავარაუდო შედეგებზე „პირველი“ ბრალდებულის ადვოკატს, ნათია კორკოტაძეს ესაუბრა.
ვახტანგ მაისაიას ადვოკატი აღშფოთებულია
21 იანვარი, 2010
პოლიტპატიმართა სიაში აფრასიძეები არ არიან
20 იანვარი, 2010
18 იანვარს სვანეთის საკურორტო პროექტის პრეზენტაციაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად პოლიტპატიმრების საკითხს შეეხო. ანაკლიისა და მესტიის მომავალ საკურორტო პროექტებზე საუბრისას მან აფრასიძეების გახმაურებული საქმეც გაიხსენა და რიტორიკულად იკითხა: „როგორ შეიძლება, ზოგიერთი ე.წ. პოლიტელიტის წარმომადგენელი საკუთარ ქვეყანას ასე ეპყრობოდეს?!“
ვლადიმერ ვახანიამ ჩვენება გამოძიების დაწყებიდან 10 თვის შემდეგ მისცა
19 იანვარი, 2010
აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ბრალად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ადვოკატების განმარტებით, იგი უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმარია და შესაბამისად, სასამართლო გამოძიებაც დარღვევებით მიმდინარეობს. ვლადიმერ ვახანიას პოლიტმატიმრად აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აკადემიკოსი სამართალდამცავებმა 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. მიმდინარე წლის 15 იანვარს მას პირველად მიეცა საშუალება, სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა.
ცოტნე გამსახურდიას საქმე სასამართლოს გადაეცა
18 იანვარი, 2010
სიღნაღის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იგეგმება
18 იანვარი, 2010
გენერალ კობალაძეს განაჩენის გასაჩივრება ჯერ არ გადაუწყვეტია
18 იანვარი, 2010
გენერალ კობა კობალაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ზუსტად ვერ ამბობს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოითხოვს თუ არა იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ნაწილშიც მსჯავრდებულის გამამართლებელ განაჩენს. ამისთვის მხოლოდ ადვოკატის სურვილი არაა საკმარისი. მას თანხმობა მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც უნდა მისცეს. საპროცესო კოდექსით, განაჩენი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს.
მრგვალი მაგიდა ქართველი უფლებადამცველების დასაცავად - ფოტორეპორტაჟი
18 იანვარი, 2010
15 იანვარს სასტუმრო „ამბასადორში“ „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „სამოქალაქო მანიფესტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მრგვალი მაგიდა გამართა.
დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებს სამი დღის შემდეგ შეატყობინეს
14 იანვარი, 2010
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ოსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
14 იანვარი, 2010
ზაზა ხატიაშვილი: „ადვოკატთა ასოციაცია ქმედითუნარიანი ორგანო იქნება“
13 იანვარი, 2010
ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 27 დეკემბერს ადვოკატებმა ამ თანამდებობაზე ზაზა ხატიაშვილი აირჩიეს. არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში 6 ადვოკატი მონაწილეობდა. ყველაზე ბევრი ხმა ქეთევან ქვარცხავამ და ზაზა ხატიაშვილმა მიიღეს, მეორე ტურში კი ზაზა ხატიაშვილმა 720 ხმით გაიმარჯვა.
ამბავი მარეკ დუდაევისა - როგორ იქცა 13 წლის ბიჭი საშიშ ურჩხულად
13 იანვარი, 2010
„სამხრეთ ოსეთის საველე მეთაური“, „მეთაურთა მეფე“, „მგელი“ – ზოგჯერ ასეთი რომანტიკული ეპითეტებით მოიხსენიებენ სამხრეთ ოსეთში ცნობილ კრიმინალს მარეკ დუდაევს. პასპორტის მიხედვით, მარეკს ქართული სახელი აქვს - ნოდარი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთ დროს, სანამ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის ცეცხლი დაინთებოდა, დუდაევების ოჯახი ქართველებთან ინტეგრირებული იყო.
ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთ მოსამართლედ ნონა წოწორია დაინიშნა
12 იანვარი, 2010
სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა 23 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს
12 იანვარი, 2010
სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა - ლევან ხარატიშვილმა და ოთარ თოფჩიშვილმა ქალაქ წნორში მცხოვრები 23 წლის გურამ გურამის ძე ბაგალიშვილი სასტიკად ცემეს. ბაგალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ჩარტყმით თავი სამ ადგილას გაუტეხეს. დაზარალებულს ასევე აღენიშნება დაჟეჟილობები მარჯვენა თვალბუდისა და თხემის არეში. არსებობს ყველა მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, ცემას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. თუმცა, ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.