მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
,,მაინც ჯობია სიახლეს დაუჭიროთ მხარი“- არქიმანდრიტი მარგველაშვილის შტაბის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
25 ოქტომბერი, 2013
23 ოქტომბერს რუსთავში მარგველაშვილის შტაბმა სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. შტაბის ხელმძღვანელმა ამირან ბიწაძემ წარმოადგინა ახალი მთავრობის ხედვები სპორტის სფეროში. თავის მხრივ, შეხვედრაზე მყოფმა სპორტსმენებმა უთხრეს მას, რომ ისინი ,,უღალატო ხალხია” და მხარს იმას დაუჭერენ ,,ვისაც საჭიროა“. შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში შეკრებილებს არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე შეურთდა.
საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებული რეგულაცია გამარტივდა
25 ოქტომბერი, 2013
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედის წარმომადგენელებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციის დადგენილება გაამარტივა. ცვლილებების მიხედვით ერთი და იგივე მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე რამდენჯერმე შევიდნენ და ათი წუთის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდნენ და გადაიღონ კადრები, ხოლო ათი წუთის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებული ადგილიდან მოახდინონ ფოტო და ვიდეო გადაღება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნოდ კადრები გადაამზადეს
24 ოქტომბერი, 2013
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ძირითადად ოთხი მათგანი განახორციელებს: "ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
მარგველაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა შიდა ქართლის მოსახლეობასთან
24 ოქტომბერი, 2013
18 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების’’ საპრეზიდენტო კანდიდატი – გიორგი მარგველაშვილი გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც მან განაცხადა, 27 ოქტომბერს თუ ქართველი ხალხი მის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, გაიმარჯვებს მთელი საქართველო და არა უშუალოდ ცალკე აღებული საპრეზიდენტო კანდიდატი.
ნინო ბურჯანაძე „პირველი არხზე“ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
24 ოქტომბერი, 2013
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა „საპრეზიდენტო დებატებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პოლიტიკურმა მოძრაობამ განცხადება 17 ოქტომბერს გაავრცელა. მან განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიმართა.
„პალიტრა TV“-მ ეთიკური პრინციპები დარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
22 ოქტომბერი, 2013
„პალიტრა TV“-ის ჟურნალისტს, მაკა ქობალიას ციური ბაკარაძის (კვარაცხელიას) წარმომადგენელმა, შორენა კალანდიამ უნებართვოდ გადაღებული ვიდეოს გამო ჟურნალისტიური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. მაკა ქობალიამ „პალიტრა TV“-თვის ვიდეო-სიუჟეტი დაამზადა, სადაც ასახული იყო, როგორ უვლიდა დედა 18 წლის წინ გარდაცვლილ შვილს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცეს
22 ოქტომბერი, 2013
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები - ზაზა ხალვაში, გიორგი ირემაძე და რუსუდან იმედაშვილი17 ოქტომბერს დაამტკიცა.
ნაციონალური მოძრაობა გამგეობებში შტატების ხელოვნურად ზრდაზე საუბრობს
22 ოქტომბერი, 2013
„ნაციონალებს აყვედრიდნენ, გაბერილი შტატები გქონდათო. აბა, გადახედეთ რა ხდება გამგეობებში, რამდენი ადამიანია დასაქმებული წინასაარჩევნოდ“, – აცხადებს Humanrights.ge–სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.
პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები
22 ოქტომბერი, 2013
კოალიცია ქართული ოცნება წელს ფულადი შემოწირულობების უმსხვილესი მიმღებია, რომელსაც მოყვება ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, რომელმაც ექვსჯერ მეტი დაფინანსება მიიღო დონორებისგან, ვიდრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე განახლდა
22 ოქტომბერი, 2013
„თუკი 4000-მდე მოწმემ, რომელთა დაკითხვა დღეს დაიწყო, „შპარგალკით“ უნდა ისარგებლოს, რა აზრი აქვს მათთვის კითხვების დასმას და საერთოდ, სასამართლო პროცესებს? პირდაპირ ჩამსვით ციხეში და დამთავრდეს ეს ამბავი“, - ეს განცხადება კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 21 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გააკეთა.
ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719–ს შეადგენს
22 ოქტომბერი, 2013
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს შეადგენს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
მედია აგრძელებს არჩევნების დაბალანსებულად გაშუქებას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე შუალედური ანგარიში
22 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 21 ოქტომბერს მედიასაშუალების მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის (16 სექტემბერი – 10 ოქტომბერი) შედეგები გამოქვეყნა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მედია აგრძელებს არჩევნების ზოგადად დაბალანსებულად გაშუქებას. მედიის უმეტესი ნაწილი უფრო ნაკლებ დროს უთმობს მთავრობას, ნაწილმა კი გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქებისთვის დათმობილი დრო. ტელევიზიებმა ძირითადი დრო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებას დაუთმეს.
გარდაბანში საარჩევნო პლაკატებს ებრძვიან
22 ოქტომბერი, 2013
ქალაქ გარდაბნის ცენტრში რთულია ისეთი საარჩევნო პოსტერის ნახვა, რომელზეც გამოსახულ საპრეზიდენტო კანდიდატს სახე და საარჩევნო ნომერი სრულად აქვს შენარჩუნებული. ჩამოხეულია, როგორც ,,ქართული ოცნების“, ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოსტერები.
უსტატუსო ახალგორელები
21 ოქტომბერი, 2013
ახალგორელების დაახლოებით 20% დევნილის სტატუსის გარეშე რჩება. მათგან ზოგიერთი პრინციპულად არ იღებს სტატუსს, ზოგს კი გარკვეული მიზეზების გამო, არ აძლევენ. დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია კი 19 სექტემბერს დაიწყო და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ერთ კვირაში გამოცხადდება
21 ოქტომბერი, 2013
2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ბრალდებულების - ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, რევაზ ჭარბაძისა და დავით ჭაკუას განაჩენი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში სამი პირის დაკავებით დასრულდა
18 ოქტომბერი, 2013
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის მიმდებარედ დამონტაჟებული სცენიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბათუმელ ამომრჩეველს მიმართა. მანამდე კი, შეხვედრის ადგილზე სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი პირი დააკავეს. მერაბ გორგაძე, ჯემალ დუაძე და ჯიმშერ კურცხალიძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ბაქრაძესთან ახლოს მისვლას და კითხვის დასმას აპირებდნენ.
არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდს გორის მოსახლეობა აფასებს
18 ოქტომბერი, 2013
საქართველოს მოქალაქეები ახალი არჩევნების მოლოდინში არიან. საპარეზიდენტო არჩევნებამდე კი, გასულ ერთ წელს აფასებენ. სახელისუფლებო გუნდი განვლილ წელს წარმატებულს უწოდებს, რაშიც ბუნებრივია არ ეთანხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა, არ შესრულებულა წინასაარჩევნო დაპირებები. ჩვენ გორის მოსახლეობის ნაწილს გავესაუბრეთ და განვლილი ერთი წლის შეფასება ვთხოვეთ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
არჩევნები და პასიური ახალგაზრდობა
18 ოქტომბერი, 2013
არჩევნების პერიოდში ახალგაზრდების აქტივობა ყოველთვის თვალშისაცემია ხოლმე. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ლანჩხუთში ახალგაზრდული მოძრაობა საკმაოდ აქტიური იყო, რასაც ვერ ვიტყვით ახლანდელ წინასაარჩევნო პერიოდზე. არის თუ არა ახალგაზრდობა ისევ ისეთი აქტიური და რა როლი უჭირავთ ახალგაზრდებს არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
ოლეგ მელნიკოვის განცხადებით მას უკრაინის ციხეში აწამებდნენ
17 ოქტომბერი, 2013
უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ მელნიკოვი 13 სექტემბერს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბრლადებულის განცხადებით, უკრაინის ციხეში მას არაადამიანურ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, აწამებდნენ და ემუქრებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, დარღვევების მიუხედავად, კომისიებში ისევ შეარჩიეს
17 ოქტომბერი, 2013
ხელვაჩაურსა და ბათუმში საარჩევნო ოლქების მიერ საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით შერჩეულთა შორის მოხვდნენ პირები, რომლებიც 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ დაითხოვეს. მაგალითად, ოლქში ცესკოს მიერ შერჩეული წევრის სტატუსით მუშაობს ილია ცხადაძეც. მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ის, 2008 წელს ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ გათავისუფლდა.