მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
შვილმოკლული მამა სამართალს ეძებს
31 ოქტომბერი, 2014
2013 წლის 30 ნოემბერს ხაშურში, საკუთარი სახლის ეზოში მოკლული 21 წლის გიორგი ხვედელიძის მამა შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სასჯელის 2 წლით შემსუბუქებას აპროტესტებს. მსჯავრდებულს საქალაქო სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა, სააპელაციომ კი 2 წელი ჩამოუკლო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკრებულოს დეპუტატები ანაზღაურების საკითხზე ვერ თანხმდებიან
30 ოქტომბერი, 2014
ქალაქ გორის საკრებულოში დეპუტატები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ იმ ხარჯებზე, რომელიც მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის არის საჭირო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მინდია გოდერძიშვილი, კოალიციის წარმომადგენელი დეპუტატების თავისუფლების ხარისხს ნულის ტოლად აფასებს. ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზია ეხება საკრებულოს უმრავლესობის მიერ ორჯერ ჩააგდებულ დადგენილებას, რომლითაც დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი უნდა განსაზღრულიყო.
სოზარ სუბარის დაპირება არ შესრულდა - დევნილები ზამთარს შიშით ელიან
27 ოქტომბერი, 2014
გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა დევნილთა გრძელვადიანი შესახლების მიზნით, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. მინისტრის 320-ე ბრძანების საფუძველზე, ახალ შენობაში გადავლენ ის დევნილები, რომლებსაც გაუსაძლის პირობებში, ნგრევად ობიექტებში უწევთ ცხოვრება.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში აისახა
22 ოქტომბერი, 2014
რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) გამოაქვეყნა ანგარიში -აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები , რომელშიც ასახულია აღმოსავლეთ ევროპის ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევები. ეს რესპუბლიკებია: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა უკვე ყირიმიც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა
22 ოქტომბერი, 2014
5 წლით თავისუფლების აღკვეთა ივანე მერაბიშვილს, 50 ათასი ლარის ჯარიმა ზურაბ ჭიაბერაშვილს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოტანილი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 21 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ბრალდებულთაგან მხოლოდ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა, მოსამართლემ დაცვის, ისევე როგორც ბრალდების მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ
20 ოქტომბერი, 2014
2015 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისის ადგლობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, რომლებიც პოზიციებს გამოცხადებული საატესტაციო კონკურსის გზით სავარაუდოდ ორ თვეში დაიკავებენ, ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს.
დაკავებული უფლებადამცველების მხარდამჭერი აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან
20 ოქტომბერი, 2014
17 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტებმა აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადაცმველების და ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ჰეიდარ ალიევის სკვერში შეიკრიბნენ შემდეგ კი, მდუმარე მარშით აზერბაიჯანის საელჩოს წინ გადაინაცვლეს.
აფხაზური რეაქციები რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე
17 ოქტომბერი, 2014
სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის მიერ შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც სეპარატისტული რეგიონის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეშფოთებას გამოხატავს „სუვერენიტეტის დაკარგვასთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტს სრულყოფა სჭირდება.
ფსიქიატრიის მსოფლიო დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლში
17 ოქტომბერი, 2014
10 ოქტომბერს ფსიქიატრიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურმა ჯგუფმა ამ თარიღთან დაკავშირებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლის“ ბენეფიციარები მოინახულა. თუმცა, ჯგუფს პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერად
16 ოქტომბერი, 2014
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები პარასკევს, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერში აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები სკვერიდან მდუმარე მარშით, აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებენ.
რელიგიური დაპირისპირების კერა ქობულეთში
16 ოქტომბერი, 2014
აჭარის ტელევიზიამ 10 სექტემბერს პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მუსულმანური საზოგადოების მიერ სკოლა-პანსიონის გახსნის მცდელობა იმავე ქუჩის მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა სახლის კარზე ღორის თავის მიჭედებით გააპროტესტეს. ამ ინცინდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინციდენტს და თანმხლებ მოვლენებს ქართული მედია რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა. საზოგადოებამ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის გაჩაღების საფრთხე დაინახა.
ინსულინდამოკიდებული ქალი ღამეებს ქუჩაში ათევს
15 ოქტომბერი, 2014
57 წლის ნელი ლეკიაშვილის დღე სახლიდან გამოსვლით არ იწყება. მას სახლი საერთოდ არ აქვს და ღამეს ქუჩაში ათევს. ქალბატონი ნელი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ის დიაბეტით არის დაავადებული და დღეში სამჯერ საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ასევე რამდენჯერმე გადატანილი აქვს ინფარქტი და ინსულტი.
ხუთი კონფლიქტური რეგიონი - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში
15 ოქტომბერი, 2014
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - “ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) - 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპაში, ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი.
FIDH-ის ანგარიში: აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები
13 ოქტომბერი, 2014
აღმოსავლეთ ევროპაში არაღიარებული რესპუბლიკის სტატუსი სერიოზული უფლებადარღვევის ფაქტების წყაროა და მსხვერპლებს ხელი არ მიუწვდებათ სამართლიანობის აღდგენაზე - აცხადებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) ანგარიშში, რომელიც 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი ხუთი რეგიონია, მას მერე, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა.
მოშიმშილე პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს
13 ოქტომბერი, 2014
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი, რომელიც მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან შიმშილობს, სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს. რუსლან პერტაიამ, რომელსაც მართლმსაჯულება ერთი ტომარა თხილის მოპარვას ედავება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა, მოგვიანებით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - პირი და თვალები ამოიკერა.
ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო გადაეცათ პოლიტიკურ პატიმრებს აზერბაიჯანში
10 ოქტომბერი, 2014
2014 წელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო გადასხა პოლიტიკურ პატიმრებს აზერბაიჯანში, რომლებმაც გამოიჩინეს დიდი გამბედაობა და ძალისხმევა თავიანთ ქვეყანაში ღირსების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის.
მოქალაქის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ცემეს
10 ოქტომბერი, 2014
8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა, „კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ და „საზოგადოებრივმა დამცველმა“ ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის მე–2 განყოფილებაში გიორგი ცომაიას ცემის ფაქტზე ექსპერტიზების დასკვნები წარმოადგინეს.
ხევსურეთში დაკარგული ოთარ ლაზაშვილის დედა დახმარებას ითხოვს
10 ოქტომბერი, 2014
”გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი შვილი. არ ვიცი ცოცხალია და რამის იმედი მქონდეს, თუ ვიგლოვო”- ხევსურეთში გაუჩინარებული ოთარ ლაზაშვილის დედა მარიამ ლაზაშვილი შვილის მოძებნაში დახმარებას თითქმის ერთი წელია ითხოვს.
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
10 ოქტომბერი, 2014
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართვას უგზავნის.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ მიმართავს
9 ოქტომბერი, 2014
7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლებას მიმართა უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ.