მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ყოფილი გუბერნატორის ოჯახის „აღზევება“ – 300 ჰექტარი სახნავი მიწა მფლობელობაში
29 ივლისი, 2017
მარინე ღვინიაშვილმა, მას შემდეგ რაც მისი შვილი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე 830 000 კვ.მ, ანუ 83 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 18 000 აშშ დოლარი და 65 000 ლარი გადაიხადა. ირაკლი შიოლაშვილის მამის - გენადი შიოლაშვილის მფლობელობაში კი დაახლოებით 215 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწა დაგროვდა. ყოფილ გუბერნატორს მშობლები ქონებრივ დეკლარაციებში მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების პერიოდშიც კი არ ჰყავს შეყვანილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი-აპრილი-მაისი-ივნისი)
29 ივლისი, 2017
დაშგინ და ორხან აღალარლებს საქართველოდან ვერ გააძევებენ ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დაშგინ აღალარლის ინტერესებს, რომელიც არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრი. იგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის გამო, წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ.
საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებების სტატისტიკა
29 ივლისი, 2017
2017 წლის პირველი იანვრიდან 27 ივნისამდე საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ე.წ. საზღვრის დაღვევის ბრალდებით, შიდა ქართლიდან საქართველოს 78 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია humanrights.ge-ის სუს-ის პრესსამსახურმა მიაწოდა. დაკავებების სტატისტიკა მიმდინარე წელს თვეების მიხედვით ასეთია: იანვარში-7 მოქალაქე დააკავეს, თებერვალში-7, მარტში-8, აპრილში -8, მაისში- 8, ივნისში-27, ივლისი-12. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან 2016 წელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს -134 მოქალაქის დაკავება მოხდა. ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი 23 ივლისს ბერშუეთთან სამების ეკლესიის სიახლოვეს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა, ბერიანიძე და ტურაშვილი ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ერგნეთში 25 ივლისს გადმოსცეს.
პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან
22 ივლისი, 2017
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო 19 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო. პრეზიდენტებმა ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან დაიწყეს, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.
უარი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე და მუქარა მისი ოჯახის მისამართით
20 ივლისი, 2017
დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახს უცნობი პირები ლიკვიდაციით ემუქრებიან - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი აცხადებს. ოჯახი სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია?!
18 ივლისი, 2017
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის საინფორმაციო ცენტრის" თავმჯდომარე მიხეილ ჩიტაძე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებს და ამ მიზნით ქ. გორის საკრებულოს წევრ თამარ თედლიაშვილთან ერთად საინიციატივო ჯგუფის სახელით მერობის და გამგებლობის კანდიდატებად დარეგისტრირების შესახებ გორის # 32 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. საინიციატივო ჯგუფი ჩიტაძის დარეგისტრირებას ქ. გორის მერობის კანდიდატად, თედლიაშვილის კი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ითხოვდა.
მავრთულხლართები, ღობეები, ბანერები და ხნულები - ოკუპაციის დინამიკა
14 ივლისი, 2017
,,დაიწყო მავრთულხლართებით, გაგრძელდა ღობეებით9, შემდეგ სახე იცვალა და გადავიდა ბანერების უკანონო ინსტალაციაში და ბოლო ფაზა ე.წ. “ბორდერიზაციის პროცესის” სწორედაც გამოისახება ე.წ. “ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის” დაფიქსირებით საოკუპაციო ზოლზე”, - ასე აღწერს მცოცავი ოკუპაციის დინამიკას სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე.