მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დევნილთა სამინისტროს ფუჭი დაპირებები
21 იანვარი, 2013
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ხუთასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ერედვის, ცხინვალის და ლიახვის ხეობიდან დევნილები კოდაში 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაასახლეს. humanrights.ge დასახლებაში ნოემბრის ბოლის ჩავიდა და ჩასახლებაში არსებული პრობლემები გააშუქა. მაშინ, დევნილებს პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას დევნილთა სამინისტრო დაპირდა. თუმცა, დასახლებაში ჩვენი კიდევ ერთი სტუმრობისას გაირკვა, რომ პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია.
სუფსის პორტი - „ნაციონალების“ კიდევ ერთი ბლეფი
21 იანვარი, 2013
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება, გურიის გუბერნატორი და პარლამენტის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთიდან მუდმივად საუბრობდნენ სუფსაში პორტის აშენებაზე. საპორტო ინფრასტრუქტურა 180 ჰა-ზე უნდა გაშენებულიყო. ამისათვის 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდებოდა, ხოლო პორტის წლიური ტვირთბრუნვა 40 მლნ ტონა უნდა ყოფილიყო.
პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ დევნა შეწყვიტა და ბრალი მოუხსნა
21 იანვარი, 2013
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულის, ჩეჩნეთიდან ლტოლვილ ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდება.
საქართველოს შესაძლოა, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდა მოუწიოს
18 იანვარი, 2013
იმ ახალი კანონის შედეგად, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი, პოლიტპატიმრად აღიარებული 190 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს.
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალია’, თუმცა დაბრუნდა ‘არჩევითი დემოკრატიების’ კატეგორიაში
18 იანვარი, 2013
Freedom House-ის მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშის მიხედვით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება, თუმცა ის „არჩევითი დემოკრატიის“ კატეგორიას დაუბრუნდა.
კოჰაბიტაცია გურიაში
18 იანვარი, 2013
გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციებში ცვლილებებია. ახალი წლის შემდეგ სამივე რაიონში ორგანიზაციის ლიდერები ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირები გახდნენ.
ზესტაფონელი მოვაჭრეები ძველ ბაზარში დაბრუნებას ითხოვენ
17 იანვარი, 2013
11 იანვარს ზესტაფონის აგრარული ბაზრის „ბარაქის“ მოვაჭრეები მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი გოგი ქავთარაძეს ბაზრის მფლობელთან მოლაპარაკებაში დახმარებას თხოვდნენ. მოვაჭრეები ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლების დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალ შენობაში არ იმუშავებენ, რადგან იქ მაღალი გადასახადებია, რომლის გადახდა მათ არ შეუძლიათ.
ინციდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში
17 იანვარი, 2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელმა კოტე ხმალაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს, გელა მთივლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ძალის გამოყენებით დარბაზიდან გააგდო. ინციდენტი 17 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოხდა.
მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ თუ ყაზბეგში ჰესები არ აშენდება, „90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება“
16 იანვარი, 2013
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 3 მშენებარე ჰესის გარდა, კიდევ 7 ახალი ჰესის აშენება იგეგმება. „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ჰესების მშენებლობა გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს, ერთ რაიონში ამდენი ჰესის მშენებლობის დაგეგმვა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
დიდ პრობლემად ქცეული დიდთოვლობა კონფლიქტისპირა სოფლებში
15 იანვარი, 2013
ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში დიდთოვლობისას გზები ხშირად იკეტება, რაც ადგილობრივ მოქალაქეებს გადაადგილებისას დიდ პრობლემებს უქმნის. თუკი ცხინვალის ახლოს გორის რაიონის ქართულ სოფლებში გზის ხარისხი მეტ–ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ჯერ კიდევ იმ გზებით სარგებლობს, რომლებიც ბოლოს გასული საუკუნის 80–იან წლებში შეკეთდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ
15 იანვარი, 2013
მთავარმა პროკურატურამ მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც, როგორც პროკურატურა განმარტავს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით გადაბირებული პირები.
მარნეულს გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს
15 იანვარი, 2013
მარნეულის საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ წევრი პაატა აბრამიშვილი დანიშნა.
ხობის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებაზე საუბრობენ
15 იანვარი, 2013
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი გამგებლის მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის სამსახურების რეორგანიზაცია დაიწყო. გამგეობიდან დათხოვნილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ლია მუხაშავრია: „ამნისტიით პატიმრების გათავისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხეს არ შეიცავს“
14 იანვარი, 2013
ამნისტიის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის დაწყებული კონსულტაციების მიზნებსა და მიზეზებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ყველაზე მცირეწლოვანმა მსჯავრდებულმა ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა
14 იანვარი, 2013
საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000 პატიმარი უნდა გათავისუფლდეს - მათ შორის პოლიტპატიმრები. ამნისტიის პირველი ეტაპი 13 იანვარს განხორციელდა და საქართველოს სხვადასხვა საპყრობილე 190-მდე პატიმარმა უკვე დატოვა. მათ შორის იყო ყველაზე მცირეწლოვანი მსჯავრდებული გიორგი ზერეკიძე.
აჭარაში გამგებლის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ წევრები აირჩიეს
14 იანვარი, 2013
აჭარის ორ - ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ახალი გამგებლები აირჩიეს. ორივე მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. ყოფილმა გამგებლებმა კი, თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. გადადგომის საფუძვლად ისინი ოჯახურ მდგომარეობას და საკუთარ სურვილს ასახელებენ. გათავისუფლებული გამგებლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ხოლო აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები, მათზე ზეწოლას გამორიცხავენ.
ვის დაურიგა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ ქონება 1 ლარად
11 იანვარი, 2013
ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პრეზიდენტ სააკაშვილს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის უფლებამოსილებას ჩამოართმევს, პრეზიდენტმა მოასწრო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძვირადღირებული ქონება რამდენიმე კომპანიას 1 ლარად გადასცა. მათ შორის არის შპს „ჯეოლენდი“, რომლის 50%–ის მფლობელიც თბილისის მერის გიგი უგულავას ძმა ირაკლი უგულავაა.
შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსად მინისტრის სიმამრის დისშვილი დაინიშნა
11 იანვარი, 2013
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნა. შსს–ში არ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი, მაგრამ კახეთში, პოლიციის ორგანოებში და ზოგიერთ საჯარო სამსახურში საკადრო გადაწყვეტილებებს ის იღებს.
პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყრილობის დაფინანსებაზე მონიტორინგის სამსახურს საქმის მასლები გადაუგზავნა
10 იანვარი, 2013
მთავარმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს 11 ქალაქში სექტემბერში გამართული პარტიული ყრილობის „შავი არხით" დაფინანსებასთან დაკავშირებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები გადაუგზავნა.
ლანჩხუთელების თქმით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანა ყოფილ გამგებელს ემსახურება
10 იანვარი, 2013
ლანჩხუთელები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარიცხული BMW-ს მარკის ავტომობილით ყოფილი გამგებელი, გიოგი გოგუაძე და მისი ოჯახი სარგებლობს. გოგუაძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატიც იყო, ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერად დღემდე რჩება.