მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
რეპორტაჟი
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ცხოვრება ბოსელში - დაბრუნებულ სოფლებს მიხედვა სჭირდება
22 ოქტომბერი, 2008
თბილისი-ნიქოზი-თბილისი სპეციალური რეპორტაჟი სოფელ ტყვიავში, გიგუაშვილების დანგრეულ და გადამწვარ სახლთან ოჯახის უფროსი დგას და ცეცხლისგან გამურულ კედლებს შეჰყურებს. მისი მეუღლე, რძალი და ბავშვი სახელდახელოდ გაწმენდილ საქონლის სადგომში გვხდებიან. ბოსელში შვიდლარიანი ქურაა ჩართული. დიასახლისი მჭადს აცხობს. დამწვარი სახლიდან გადარჩენილ ერთადერთ ნივთზე - პატარა დივანზე შვიდიოდე წლის ბიჭი ზის. „აქ ზამთარში გავიყინებით“, - ჩუმად ამბობს ნათია გიგუაშვილი. ეზოში წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის მოტანილი შეშა ყრია, დაახლოებით სამი კვირის სამყოფი.
მოჩვენებების ქალაქი...
22 აგვისტო, 2008
სპეციალური რეპორტაჟი დაცარიელებულ ქალაქში ოდნავი ცხოვრება დილის 10 საათიდან 6 საათამდე შეიმჩნევა. მანამდე და მერე ცენტრალურ ქუჩებში რუსის ჯარისკაცები დაბორიალებენ. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამალული მოსახლეობა პატარა ხმაურზეც რეაგირებს. დღის საათებში კი გორის ქუჩებში ალაგ-ალაგ ჩქარი ნაბიჯებით მოსიარულე მოხუცს ან ასაკოვან ქალს ან კაცს დაინახავ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში რუსის ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას აღარაფერს უშავებდნენ, ხალხისთვის შუა ქუჩაში მოსიარულე ჯარისკაცები მაინც არასასამიამოვნოდ აღიქმებოდა.
ომი, რომელიც ადამიანების გონებაში მუდამ გაგრძელდება
21 აგვისტო, 2008
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავარი შესასვლელის მხრიდან რომ შეხედავ, უცნაურს ვერაფერს შეამჩნევ, ვერც იმას იფიქრებ, რომ საქართველოში ომია. მოუარეთ და გვერდიდან შედით. აი იქიდან, “მიმღები” რომ აწერია. იქ სხვა სურათი დაგხვდებათ. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დგას. ადამიანები ერთმანეთს უყურებენ და დაძაბულად დუმან. ზოგი შესასვლეთან გაკრულ დაჭრილთა სიებს აკვირდება, ეძებს... ომის ანაბეჭდი ყველა სახეზე იკითხება. ტირილის ხმასაც გაიგებთ. ჩვენც გავიგეთ... ახალგაზრდა ბიჭი “ბარდიურზე” იჯდა და ბეტონის ბოძს მიფარებული ხმამაღლა ქვითინებდა... შესვლა გვიჭირს, გვეშინია... განა რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისედაც გასაგები იყო, ერთმანეთს გადავხედეთ და შევედით.
კარვების ქალაქი
21 აგვისტო, 2008
რეპორტაჟი მოშიშვლებულ ადგილას გაშლილ უზარმაზარ კარავს მისი გამართვიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთი სვეტი გამოეცალა და კარავი იქ შეხიზნულ მოსახლეობას თავზე დაემხო. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეულ 11 წლის ბიჭს ეგონა, რომ აქაც ბომბავდნენ, თბილისში.
საქართველოს სამამულო ომი - რეპორტაჟი გორიდან
18 აგვისტო, 2008
7 აგვისტო -.... 2008 წელი რეპორტაჟი გორიდან ქართული საზოგადოება ძალიან დიდ ხანს გრძნობდა რომ ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობა მატულობდა და ერთ მშვენიერ დღეს ან ღამეს დუღილის ტემპერატურამდე მისულ ქვაბს სარქველი აეხდებოდა.
'ჩვენ ვინაობა აღარ გვაქვს. ჩვენ ყველას დევნილები გვქვია'
18 აგვისტო, 2008
ქალი სკოლის შესასვლელში, ფოიეში ზის და სიას წერს. ასეთი სია დღეს თბილისის თითქმის ყველა სკოლის და ბაგა-ბაღის შესასვლელში იწერება. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული დევნილების დიდი ნაწილი სწორედ იქაა დროებით შეხიზნული. ერთმანეთს “აღრიცხავენ” ეძებენ, აჯგუფებენ, ყოფენ. სწავლა ჯერ არ დაწყებულა, სკოლები და ბაღები კი სავსეა – საკლასო ოთახებზე ცარცით ზუსტად ისეთივე წარწერები გაჩნდა, როგორც თექვსმეტი წლის წინ: დაკავებულია, დაკავებულია, დაკავებულია.. დევნილების ახალი ნაკადის ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. მათი აღრიცხვა ახლა მიმდინარეობს.
დაგვიანებული მატარებელი
3 ივლისი, 2008
სპეციალური რეპორტაჟი გახსოვთ ალბათ პრეზიდენტს სააკაშვილის ცნობილი სიტყვები: ,,ვისაც არ უნდა ჩვენი მატარებლით წამოსვლა, ჩავიდესო… ასე შეუთვალა ქვეყნის უმაღლესმა პირმა ხელისუფლებაში მოსვლის მერე ოპოზიციონერებს. ,,ნაციონალური მოძრაობის” მატარებელი 4 წელია მიჰქრის, გორის რაიონის მოსახლეობა კი მატარებლით გორიდან თბილისში ვერ ჩასულა..
„პასუხებს იქეთ კვირაში გამოგიგზავნით“
19 ივნისი, 2008
„18 იანვარს შევიტანე საბუთები მიწის ლეგალიზაციაზე. ყველა საბუთი, რომელიც მომთხოვეს, მოვუტანე, მითხრეს, ერთი თვის შემდეგ მოდიო. 18 თებერვალს მოვედი. ისევ მითხრეს, 1 თვის მერე მოდიო. კიდევ მოვედი. მითხრეს კიდევ 3 თვე უნდა იყოს გასულიო. კი ბატონო, მოვედი 18 მარტს და მითხრეს 2 კვირაში მოდიო. მოვედი კიდევ. მითხრეს კიდევ თვენახევარიო. იმის შემდეგ მოვდივარ ყოველ მეორე დღეს. ერთ-ერთ თანამშრომელს ვუთხარი, რომ ასეთი ვითარებაა. მიპასუხა, კიდევ სამი თვე დაიცადეო“.
რა საერთო აქვთ ზუგდიდში გაშლილ კარვებს, მოშიმშილეებსა და "მიშა მაგარიას?!"
21 მარტი, 2008
ზუგდიდში ოპოზიციონერები შადრევანზე აცეკვებული სიმღერის, "მიშა მაგარია"-ს ფონზე შიმშილობენ. ქალაქის მთავარ ხეივანში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან სამი კარავია გაშლილი. რვადღიანი შიმშილობის მანძილზე აქციის მონაწილეები "მიშა მაგარიას" განუწყვეტლივ, თითქმის 10 საათის განმავლობაში ისმენენ. შადრევნისა და სიმღერის მართვის პულტი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დევს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოშიმშილეთა უფლებების დარღვევაზე, ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.
ცხოვრება „ინტერნატში“ - პანკისელი ჩეჩნები 2-3 წელში დახმარებას ვეღარ მიიღებენ(ნაწილი II)
18 თებერვალი, 2008
სპეციალური რეპორტაჟი დუისის საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ პატარა ოთახში ხალხმრავლობაა. აქ ჩეჩენი ლტოლვილების ოჯახი ცხოვრობს. მათ სხვებზე ნაკლებად გაუმართლა და ჩასახლებიდან დღემდე „ინტერნატში“ უწევთ ცხოვრება. 1999 წელს ასე ყველა ლტოლვილი ცხოვრობდა, თუმცა ზოგს საკუთარი სახლები ქისტებმა დაუთმეს. დანარჩენები კი საავადმყოფოს თუ სხვა დაწესებულების შენობაში დარჩნენ.
მეცხრე წელი პანკისის „ტყვეობაში“...(ნაწილი I)
15 თებერვალი, 2008
სპეციალური რეპორტაჟი ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოში ინტეგრირებას სთავაზობენ, ისინი კი საკუთარ მომავალს საქართველოში ვერ ხედავენ... 2007 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 1097 ლტოლვილი იყო დარეგისტრირებული. 1999 წელს, ჩეჩნეთის ომის განახლების შემდეგ, ისინი პანკისის ხეობის სოფლებში საერთო საცხოვრებლებში ჩაასახლეს. ზოგი მათგანი ადგილობრივმა ქისტებმა საკუთარ სახლებში შეიკედლა, ზოგიც დღემდე საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს.
უფასო სასადილოს ,,სტუმრები”
21 იანვარი, 2008
გაზრდილი პენსია სოციალურად დაუცველ ადამიანებს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებს. ბევრი მათგანი კვლავ უფასო სასადილოს იმედზეა. მცირე ბიუჯეტის გამო კი უმწეოთა სასადილოში ადგილები შეზღუდულია.
ეს ხომ კოსოვოა... აქ შეიძლება ყოველ წუთს ომი დაიწყოს.
16 იანვარი, 2008
სპეციალური რეპორტაჟი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე კოსოვო ის რეგიონია, რომელზეც მსოფლიოში ყველა პოლიტიზირებული თუ არაპოლიტიზირებული ადამიანი ლაპარაკობს. არც ქართველები არიან ამ მხრივ გამონაკლისები. ხშირად გაიგონებთ ამ რეგიონის სავარაუდო დამოუკიდებლობაზე სჯა-ბაასს.
ხელისუფლება ბიულეტინებს სანაგვეზე ყრიდა
11 იანვარი, 2008
არასამთავრობოებმა ცესკოს ფაქტზე წაასწრეს 10 იანვარს 13 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ,,დემოკრატიისათვის“ ცესკოს წინ აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას ითხოვდნენ. ფოტორეპორტაჟი
მეგრელებმა მიხეილ სააკაშვილს აკვანი კიდევ ერთხელ დაურწიეს
10 იანვარი, 2008
მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ფრაზა- "ვარდების რევოლუციის აკვანი სამეგრელოში დაირწა" ახალ დატვირთვას იძენს. მეგრელებმა მას აკვანი კიდევ ერთხელ მართლაც დაურწიეს და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, გოროზიებმა, ქობალიებმა, ახალაიებმა, კოდუებმა და გუნავებმა სააკაშვილს მათი ძლევამოსილება კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს.
თბილისის ერთ-ერთ უბნიდან დანახული 5 იანვრის არჩევნები
9 იანვარი, 2008
5 იანვარს და შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები. საქართველოს მასშტაბით 3000 - ზე მეტი საარჩევნო უბანი დაფიქსირდა. ერთი დღე ერთ-ერთ უბანზე ასეთი იყო:
საპრეზიდენტო 'არჩევნების' შუქ-ჩრდილები სამცხე-ჯავახეთში
9 იანვარი, 2008
რა ხდებოდა ადიგენისა და ახალციხის საოლქო საარჩევნო უბნებზე ხუთ იანვარს დილის შვიდი საათიდან. როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი. დამკვირვებლების გაუთავისებელ-გაუაზრებელი როლი და დაუფიქსირებელი დარღვევები. საბოლოო კომიკური დასკვნა: ,,ვივა! არჩევნებმა მაგრად ჩაიარა”.