მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გურჯაანში ნაგავსაყრელები ეპიდემიის საფრთხეს ქმნიან
30 იანვარი, 2015
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში 4 წელია, რაც დასახლებიდან 100 მეტრში, ჭერმის ხევის ნაპირზე ნაგავსაყრელია გაკეთებული. ამ ნაგავსაყრელით წლებია, რაც სოფელ ველისციხის მოსახლეობაც სარგებლობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშში
30 იანვარი, 2015
Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიში რიგით 25-ე ანგარიშია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 90-ზე მეტ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს ასახავს. წლის განმავლობაში Human Rights Watch ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს; თანამშრომლობდა ადგილობრივ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სოფელ კნოლევის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
30 იანვარი, 2015
სოფელი კნოლევი ქარელის რაიონის ბოლო სოფელია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი მავთულხლართებით სოფლის ტერიტორია გაიყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების სახნავ - სათესი მიწის ნაკვეთები მოექცა.
ემზარ კვიციანი სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს
30 იანვარი, 2015
„სამართალმა გაიმარჯვა, კოდორის შვილი თავისუფალია" - ამ სიტყვებით შეხვდნენ 28 იანვარს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ ემზარ კვიციანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებილი ოჯახის წევრები, ახლობლები, დევნილები კოდორის ხეობიდან და სრულიად უცნობი ადამიანები.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე გაამართლა
29 იანვარი, 2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე ლელა შველიძე უდანაშაულოდ სცნო. მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას humanrights.ge რამდენიმე კვირის წინ აშუქებდა.
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას აგვიანებს
27 იანვარი, 2015
22 წლის მერი ნადირაშვილი ონკოლოგიური პაციენტია, საზღვარგარეთ მკურნალობის თანხა 20 ათასი ევრო შეუგროვდა, თუმცა მისი უცხოეთში გაგზავნა გვიანდება. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თანდათან უფრო მძიმდება. ნადირაშვილის მშობლები მათი შვილის ჯანმრთელობის გაუარესებაში ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურას საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
26 იანვარი, 2015
23 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, მთავარი პროკურატურა არ იძიებს მთელ რიგ საქმეებს, სადაც იკვეთება პენიტენციალური სისტემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების სისტემური დანაშაულის ნიშნები.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა
26 იანვარი, 2015
შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 იანვარს.
კონკურსის მონაწილეების ინტერესებს საია დაიცავს
26 იანვარი, 2015
ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო კონკურსის შედეგებს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. კონკურსი, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანი მისი გამოცხადების წუთიდან გახდა, კვლავ აქტუალურია.
სტრატეგია ,,საქართველო 2020“ და შშმ პირთა ადგილი ,,მზის ქვეშ“
26 იანვარი, 2015
,,სპორტულ ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ყველამ ჩემ ნაცვლად ეტლი დაინახა" - წერდა ჩემი ერთი ნაცნობი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, სოციალურ გვერდზე.
ქობულეთის მუსლიმთა პანსიონთან ბარიკადებია აღმართული
23 იანვარი, 2015
ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის კარზე დაკლული ღორის თავის მიჭედებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ეს შემაშფოთებელი ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ ცალსახად დაგმო. თუმცა, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
ვაზაგაშვილის მკვლელობა ქუთაისში მერიის წინ გააპროტესტეს
23 იანვარი, 2015
20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემთხვევა ქუთაისელებმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებით გააპროტესტეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს
22 იანვარი, 2015
2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. იური ვაზაგაშვილის ცხედარი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ნახეს. ვაზაგაშვილი ყარაფილაში ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფეობდა და შვილის საფლავზე მივიდა.
15 წელი სასმელი წყლის გარეშე
21 იანვარი, 2015
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 15 წელია, ონკანებში სასმელი წყალი არ მოდის. ადგილობრივები წყალს კვირაცხოვლის ეკლესიის ჭიდან ეზიდებიან.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებს
21 იანვარი, 2015
მოქალაქე ნატო უსენაშივლის თქმით, მასზე პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მისგან სამსახურის დატოვებასა და ასევე, თანამშრომლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საიხან მუზაევის საქმის გამოძიებას ითხოვს
16 იანვარი, 2015
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, რომლებმაც მოითხოვეს საიხან მუზაევის უფლებების დარღვევების ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საქმის შესწავლა და დროული რეაგირება.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის კონკურსის შედეგებს მონაწილეები აპროტესტებენ
16 იანვარი, 2015
გასულ კვირას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გაასაჯაროვა. საბოლოო მონაცემებით მერიისა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამარჯვებულად სულ 157 პირი დასახელდა. 39 პოზიციაზე კი, კონკურსის შედეგები ბათილად გამოცხადდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია და ზოგადად, ქუთაისის ხელისუფლება პროცესით კმაყოფილია. მონაწილეები კი, შედეგებს აპროტესტებენ.
ქვემო არცეველები სოფლისთვის ბუფერული ზონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ
16 იანვარი, 2015
გორის მუნიციპალიტეტის ქვემო არცევის მოსახლეობა სოფლისთვის ბუფერული ზონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. არცევის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობას თხოვს.
”კრედო” ბანკს მომხმარებელი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს
15 იანვარი, 2015
შ.პ.ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“- გურჯაანის ფილიალს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ეკატერინე რუაძე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. როგორც ეკატერინე რუაძე ამბობს, მან აღნიშნული ბანკიდან აღებული სესხი დაფარვის ვადამდე ადრე გადაიხადა.
თვითმმართველობის კონკურსთან დაკავშირებით საიას კითხვები უჩნდება
15 იანვარი, 2015
ქალაქ გორში თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 2014 წლის დეკემბრის თვეში გაიმართა. გორის მერიაში 102 ვაკანსიაზე მიიღებოდა აპლიკანტთა განაცხადები.