სტატია
13 ოქტომბერი, 2016
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი პროგნოზირებდა არჩევნების წინა დღეს, კახეთში ერთადერთი ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა, სიღნაღი - დედოფლისწყაროა. საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხი – ყვარლის, თელავი – ყვარლის და ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) თელავი – ყვარლის ოლქში ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ 5%–ით უსწრებს. არადა, სესიაშვილმა გუშინ ღამითვე იზეიმა გამარჯვება, ვიდრე ოფიციალური შედეგები გახდებოდა ცნობილი და აცხადებდა, რომ კონკურენტთან შედარებით 4,5-ჯერ მეტი ხმა მიიღო.