მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საარჩევნო სარჩელები, დაუბალანსებელი ოქმების შესახებ, არ დაკმაყოფილებულა
27 დეკემბერი, 2016
პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული საარჩევნო სარჩელები დაუბალანსებელ შემაჯამებელ ოქმებს შეეხებოდა. თუმცა, არცერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერთა განცხადებით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.
ქუთაისი საახალწლო სამზადისისთვის 250 ათას ლარს დახარჯავს
26 დეკემბერი, 2016
ახალი წლის სამზადისი ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ქალაქში მოეწყო ქუჩები, დამონტაჟდა განათებები, დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხე. საზეიმო განწყობის მიუხედავად საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. სადავოა თანხები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
გორში სტალინის ქუჩას მოსახლეობამ სახელი შეუცვალა
24 დეკემბერი, 2016
21 დეკემბერს იოსებ სტალინის 137-ე წლისთავის აღსანიშნავად გორში დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები, საიუბილეო მანიფესტაციას ადგილობრივების ნაწილიც შეუერთდა. დემონსტრაციის მარშრუტი წელსაც გასული წლების მსგავსად უცვლელი იყო. მანიფესტაციის მონაწილეები თავდაპირველად ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ერთად შეკრებილიყვნენ, რათა ხალხის მასა გამოჩენილიყო.
ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა
22 დეკემბერი, 2016
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი ქალაქის თვითმმართველ ორგანოს ჯერ არ დაუმტკიცებია. თუმცა, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საკრებულოს ოპოზიციური ფრთისთვის იგი უკვე გახდა კამათის და ერთგვარი პროტესტის საგანი. არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი უმნიშვნელოვანესი საკითხია და მისი ფართო განხილვის გარეშე დამტკიცება უბრალოდ დანაშაულია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გაათავისუფლა
22 დეკემბერი, 2016
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პირველი მოადგილის გათავისუფლების მიზეზად სამსახურეობრივ გულგრილობას ასახელებს. დავით ონიაშვილის განცხადებით, გიორგი წვერავამ მის მიერ მიცემული დავალებები სათანადოდ ვერ შეასრულა, რის გამოც მოადგილის გათავისუფლების ბრძანებას 21 დეკემებერს მოაწერა ხელი.
რუსეთს დეპორტირებული ლია შიოშვილისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
22 დეკემბერი, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილი რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ლია შიოშვილის და მისი შვილების სასარგებლოდ 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივად გაძევებას, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი დამამცირებელი ფორმით მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს.
მარნეულის რაიონში 7000 ბავშვისთვის სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი არ არის
21 დეკემბერი, 2016
მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში მცხოვრებ საქინს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. იმის გამო, რომ მათ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, საქინის შვილები მთელ დღეს სახლში ატარებენ. „მარნეულში რამდენიმე საბავშვო ბაღია. ჩვენს სოფელში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს ბავშვები იქ დაჰყავთ, მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება, რომ შვილები იქ ატაროს. ძალიან დიდი სხვაობა ჩემს შვილებსა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან. მათ უფრო ბევრი ლექსები და სიმღერები იციან. ქართულ ენასაც პატარაობიდანვე სწავლობენ. ის ბავშვები კი, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან, მთელ დღეს ტელევიზორის წინ ატარებენ,” - ამბობს საქინი.
პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ
19 დეკემბერი, 2016
„ჩვენთან, №6 ციხეში, 5 ნომერზე დარეკვის უფლება გვაქვს - თვეში 10 წუთით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან დარეკვას კი არა, ოჯახის წევრებთან დარეკვას ვეღარ ვახერხებთ. ოჯახებს გვინგრევენ და გარე სამყაროსთან კავშირს გვიკლავენ. თვეში ერთხელ, 10 წუთი სად უნდა დავრეკოთ, ათასი რამე გვჭირდება და რომელი ერთი მოვაგვაროთ არ ვიცით. 4 წლის შვილს ვერ ვურეკავ, ეს არის ამათი დემოკრატია?! ამ საკითხზე ალბათ ყველა პარლამენტარისთვის გვაქვს მიწერილი, თუმცა ხმას არავინ იღებს. გრძელვადიანი პაემნებიც აღარ გვაქვს, ყველანაირად გვაუბედურებენ. ხალხი მწყობრიდან გამოჰყავთ“, - წერს №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული ადამიანის უფლებათა ცენტრს.
„დაგმა“ სამუშაოების დასრულების ვადები დაარღვია
14 დეკემბერი, 2016
რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს შპს „დაგი“ ახორციელებს და მის ფარგლებში ხდება 19 შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ქუჩის მიწისზედა-მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და ქვაფენილის დაგება. სამუშაობის ნაწილი ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა სარეაბილიტაციო ღონისძიებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად არ ხდება კოსტავას გამზირის აღნიშნული ნაწილზე საავტომობილი გზის გახსნაც. ტენდერით აღებული ვალდებულებების თანახმად „დაგს“ კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 30 ნოემბერს უნდა დაესრულებინა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას აფასებენ
13 დეკემბერი, 2016
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მის მიზანს წარმოადგენდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
სკოლა კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში
12 დეკემბერი, 2016
მარნეულის რაიონის სოფელ ყულარში ორი სკოლაა: ერთი აზერბაიჯანულენოვანი, ხოლო მეორე - რუსული. ორივე სკოლის შენობას კაპიტალური შეკეთება სჭირდება. თუმცა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, რომელიც საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული: სკოლაში, სადაც 91 მოსწავლე სწავლობს, კედლები დაბზარულია, კარ-ფანჯარა ჩამტვრეული, სახურავიდან კი წყალი ჩამოდის.
აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება დააჯარიმა
11 დეკემბერი, 2016
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება ჯამში 378 200 ლარით დააჯარიმა. 187 000 ლარით დაჯარიმდა პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი შვიდი პირი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი - 183 200 ლარის ოდენობით. ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებული პირების ჯამური სანქცია 8 000 ლარია. ამასთან, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.
გორში სინაგოგა გაქურდეს
6 დეკემბერი, 2016
1 დეკემბერს, გორის სინაგოგაში მისულ ეთნიკურად ებრაელებს სამლოცველო გაქურდული დახვდათ. სინაგოგიდან ხელით ნაწერი უძველესი თორები წაიღეს. ხელნაწერების ნაწილი სამართალდამცავებმა შენობის უკან აღმოაჩინეს, თუმცა მათი უმეტესობა დაზიანებული იყო.
გურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს
5 დეკემბერი, 2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 78,54 % მიიღო. საქართველოს პარლამენტში იგი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრია, გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“. მიმდინარე წლის ოქტომბერში დავით სონღულაშვილის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის შემოწირულობა შეიტანეს.
ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა
5 დეკემბერი, 2016
სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე, – ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის.
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული გახსნა
5 დეკემბერი, 2016
5 დეკემბერს, გორში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეული საქართველოს სახალხო დამცველმა გახსნა. უჩა ნანუაშვილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექციაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე გაამახვილა ყურდღება. სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრა. ნანუაშვილი საჯარო ლექციის ფორმატში შეეხო გენდერულ, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებს, ასევე ყურდღება გაამახვილა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დევნილებისა და ლტოლვილების სტატუსის მქონე პირთა საჭიროებებზე.