მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამცხე-ჯავახეთში ტყე ისევ იწვის
18 ნოემბერი, 2008
ახალციხეში ბოგის ტყეს ცეცხლი უკიდია. ცეცხლის კერა პირველად 6 ნოემბერს გაჩნდა და ე.წ. ჩამქრალი ხანძარი სამ ჰექტარ ფართობზე გავრცელდა."პირველ დღეს თითქოს ჩაქრა, მაგრამ მერე ქარმა ისევ გააღვივა ცეცხლი. მიუვალი ადგილია, სახანძრო მანქანა ვერ მიუდგება. ამიტომ ცეცხლის ჩაქრობას ნიჩბებით ვცდილობთ", - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს უფროსი მალხაზ გიქოშვილი.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი რეგიონულ ჟურნალისტებს დაკავებით დაემუქრა
18 ნოემბერი, 2008
"ადამიანის უფლებთა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: "შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ" (ავტორი: გელა მთივლიშვილი) სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ეხმაურება.
ამნისტირების მაგივრად პატიმარს ბრალი დაუმძიმეს
18 ნოემბერი, 2008
რამდენიმე დღის წინ ფსიქიკურად დაავადებულ ვაზირ ხუდოიანს, რომელსაც ამნისტია უნდა შეხებოდა, ხონის საგამოძიებო ბიურომ, პირიქით, ბრალი დაუმძიმა. ხუდოიანი ამჟამად ქუთაისის მეორე საპყრობილეშია მოთავსებული. პატიმარის ახლობლები და ადვოკატი ითხოვენ, მისი საქმე გადაიხედოს.
პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა კონფლიქტის ზონის სოფლებს ტოვებს
17 ნოემბერი, 2008
გორის რაიონის სოფლებში: ზემო და ქვემო ნიქოზში, ქვემო ხვითსა და ერგნეთში მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივებს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს. ამასთან, დაზარალებულების განცხადებით, მათ არც საკვები აქვთ, არც გათბობა და არც სასმელი წყალი. მოსახლეობას იმ თვეებში "მოხმარებული" ელექტროენერგიის გადასახადის გადახდასაც სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ისინი სოფლებში საერთოდ არ ცხოვრობდნენ.
პოლიციელის მკვლელობის დეტალები
17 ნოემბერი, 2008
15 ნოემბერს ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომელი, 33 წლის ზურაბ ჯეჯელავა დაიღუპა. წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანთან, აფხაზურ-კაზაკურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართველ სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი სოფელ ქალაღალის მიმართულებით პატრულირებას ახორციელებდნენ. შეიარაღებულმა პირებმა მშვიდობიანი მოსახლეობაც მძევლად აიყვანეს და ინცინდენტის ადგილიდან მიიმალნენ.
კნოლევში დევნილებს იძულებით აბრუნებენ
17 ნოემბერი, 2008
,,ფეხმძიმე ქალმა რა სოფელი უნდა გავამაგრო“ სოფელ კნოლევში დაბრუნებული დევნილები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მიუხედავად ამისა, მათ სამშვიდობოზე დარჩენის საშუალებას არ აძლევენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს ამგვარ არჩევანს უყენებენ, ან დაბრუნება, ან კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების გარეშე ცხოვრება.
ლარის კურსის ცვლილებამ ხალხის ჯიბე დააცარიელა
14 ნოემბერი, 2008
ბოლო დღეების მანძილზე ლარის კურსი არ შეცვლილა და დოლართან მიმართებაში კვლავ ერთ ლარსა და 65 თეთრს შეადგენს. მიუხედავად ეროვნული ბანკის დამაიმედებელი პროგნოზისა, რომ კურსი რადიკალურად აღარ შეიცვლება და არც ფასები გაიზრდება, დაბნეული და დაშინებული ხალხი მაინც ცდილობს დოლარის მომარაგებას.
ჟურნალისტები რადიო “იმედის” დირექტორს განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ
14 ნოემბერი, 2008
რადიოკომპანია „იმედის“ დირექტორს ნინო გაბრიაძეს საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტები განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ. ზეწოლის შესახებ ჟურნალისტებმა მანანა თოქმაჯიშვილმა და ნინო ცხვარაშვილმა დღეს, სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. ჟურნალისტების თქმით, დირექტორი მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას ავალდებულებს. მანამდე გაბრიაძის გადაწყვეტილებით, ის საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემები დაიხურა, რომელსაც თოქმაჯიშვილი და ცხვარაშვილი უძღვებოდნენ.
ჟურნალისტები დისიდენტურ მოძრაობას იწყებენ
14 ნოემბერი, 2008
აგვისტოს ომის შემდეგ უკვე ხუთი ჟურნალისტის ცემის ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს არც ერთი ტელეკომპანია კი საკუთარ ეთერში არ უშვებს ისეთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირმა ინაშვილის, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძის და მოძრაობა“7 ნოემბრის“ წევრის, ლევან კორძაიას მიერ 13 ნოემბერს „პრიმა ვერეში“ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აქცენტი სწორედ ამ პრობლემებზე გაკეთდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალსიტებს განცხადება დაურიგეს.
შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ
14 ნოემბერი, 2008
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება, მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ გამოიწვია - განემარტათ, რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და გორის რაიონის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. „ბოზიშვილებო“, „თქვენი დედა ....“, - უცენზურო სიტყვებით გინებასთან ერთად, დაცვის პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. მან აღნიშნა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ამგვარად მოქცევის შესახებ დავალება, მათი გაგდების მიზნით, რეგიონის და რაიონის ხელმღვანელობისგან აქვთ მიღებული.
პერევში სამხედრო ბაზის მშენებლობა იგეგმება
13 ნოემბერი, 2008
სოფელი პერევი მოსახლეობისგან ნელნელა იცლება. რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ზემო იმერეთის სოფელში გახსნილ ბლოკპოსტებზე რუსულთან ერთად ოსური დროშაც ააფრიალეს. ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახლ-კარს ტოვებენ.
ადვოკატები სასამართლო რეფორმას სხვადასხვანაირად აფასებენ
13 ნოემბერი, 2008
2009 წლიდან მოსამართლეები უვადოდ დაიშნებიან. ისინი სამსახურს მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის, პენსიაზე გასვლისა და პირადი მოთხოვნის საფუძველზე დატოვებენ. ადვოკატები რეფორმის უკმაყოფილოები არიან. უზენაესი სასამათლოს თავმჯდომარემ, კოსტანტინე კუბლაშვილმა იმ რეფორმების შესახებ გააკეთა განაცხადი, რომელიც სასამართლოში უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა, მოსამართლეთა უვადო დანიშვნას შეეხება. მოსამართლეთა ხელშეუხებლობის, სტაბილურობისა და უცვლელობის გარანტი – ასე შეაფასა კოსტანტინე კუბლაშვილმა რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში ინიცირებული ეს ცვლილება
“ჩვენ მივიღეთ უარესი სააკაშვილი, ვიდრე ის 7 ნოემბრამდე იყო”
13 ნოემბერი, 2008
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი, სუერ ბელასენი საქართველოს პირველად ეწვია. მისი ვიზიტი სამდღიან რეგიონულ სემინარს უკავშირდებოდა. თუმცა მან ასევე ოფიციალური სტუქტურების წარმოამდგენლებთან შეხვედრა და დევნილების მონახულებაც მოახერხა. HumanRights.ge-სთან ინტერვიუში ის საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს.
სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლები სახლმმართველობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.
12 ნოემბერი, 2008
ქალაქ ახალციხეში არსებული სამხედრო დასახლებები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, რის გამოც ადგილობრივების პრობლემებს არავინ აგვარებს. ქალაქ ახალციხეში სამი სამხედრო დასახლებაა: ეგრეთ წოდებული “ადინაცეტები”, “პიტიეტაშკები” და “პაგრანატრიადი”, რომელთა მოვლა-პატრონობა 1992-დან 2000 წლამდე სახლმმართველობებს ევალებოდათ.
სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსს არ ანიჭებს
12 ნოემბერი, 2008
აგვისტოს მოვლენების შედეგად შიდა ქართლის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს გორში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იძულებით გადაადგილებულებისათვის დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში დევნილის სტატუსის მაძიებლებს აგდებით პასუხობენ და განცხადებების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, დაზარალებულები კანონით დადგენილი მიზნობრივი სოციალური დახმარებით და სხვა შემწეობებით ვერ სარგებლობენ.
მონიტორინგის ჯგუფი გაქცევის საქმის შესწავლას ითხოვს
12 ნოემბერი, 2008
11 აგვისტოს, მაშინ როცა ხონის ბატალიონი რუსული ბომბდამშენების მიერ იბომბებოდა, ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრები გაიქცნენ. 153-დან 90-ის დაკავება მალევე მოხერხდა, დანარჩენები დღემდე იძებნებიან. ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებული გაქცეულების ნაწილი 4 დღის მანძილზე შიმშილობდა. პატიმრებმა შიმშილობა ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარის შესვლის შემდეგ შეწყვიტეს.
FIDH საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს
11 ნოემბერი, 2008
დევნილი მოსახლეობის პრობლემები, თავისუფალი სასამართლოს არარსებობა, პოლიტპატიმრების საკითხი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომები - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლებზეც 3 დღის განმავლობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამართულ სემინარზე ისაუბრეს. სემინარი 8-10 ნოემბერს „ვერე პალასში“ მიმდინარეობდა. საბოლოოდ, სემინარში მონაწილე ორგანიზაციებმა ორი დეკლარაცია მიიღეს, რომელთაგანაც ერთი ადამიანის უფლებებს, ხოლო მეორე რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება.
კონკურსი წინასწარ დაკავებული ვაკანსიებისთვის
11 ნოემბერი, 2008
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქად გამოაცხადა. თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა სიტყვა საქმედ ექცია. მართალია, პრეზიდენტმა გეგმა მოქმედებაში თითქმის მოიყვანა - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაკონტროლებელი ეროვნული კომისია დღეს ქუთაისში აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ ახლა ხალხია უკმაყოფილო. ადგილობრივები „ჩაწყობილ საქმეებსა“ და „წინასწარ დაკავებულ ვაკანსიებზე“ საუბრობენ.
მოკლული ჯარისკაცის ოჯახს ემუქრებიან
11 ნოემბერი, 2008
წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან, რომ ოჯახის წევრებს ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებენ, ან კიდევ უბედური შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდებიან. გარდაცვლილის მეუღლე ციცინო შავაძემ და მისმა ძმამ, მუქარის შესახებ აჭარის პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეს. ოჯახი, გუშინ, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მოინახულა.
სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მუგარეთი
11 ნოემბერი, 2008
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთის მცხოვრებლები ღელის წყალს სვამენ, თუმცა ზამთარში ისიც წყდება და მოყინულ გზაზე მოსალხეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარება არ ხერხდება. სამთავრობო სექტორს არასამთავრობო ორგანიზიციების იმედი აქვთ.