მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მედია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნათია კობერიძემ ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია
29 მარტი, 2010
საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ, მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე, 25 მარტს ნათია კობერიძის საკითხზე იმსჯელა. საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, 13 მარტს მოდელირებული „ქრონიკის“ ეთერში გაშვების დროს, ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია, რომლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
რატომ დაიხურა ტელეკომპანია „საქართველოს“ საინფორმაციო გადაცემა
29 მარტი, 2010
ტელეკომპანია „საქართველომ“ საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის სავარაუდო მიზეზად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი უცხოელი ინვესტორის - დევიდ ჯონ მეფლის აქტიურ ბრძოლას მიიჩნევს. მეფლი უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი ინვესტიციების დასაცავად იბრძვის.
ჯეიმს აპატურაი - ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟი არაჭკვიანური და უსარგებლო იყო
25 მარტი, 2010
ნათია კობერიძე: „ჟურნალისტური სტანდარტი არ დამირღვევია“
23 მარტი, 2010
იმედის სიუჟეტს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
23 მარტი, 2010
იმიტირებული ომის უმძიმესი შედეგები - გორში სასწრაფო დახმარების სამი ტელეფონი მთელი ღამე გაუთავებლად რეკავდა
19 მარტი, 2010
ქრონიკის ეთერში გასულმა სიუჟეტმა გორის რაიონში მსხვერპლი გამოიწვია. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გასული სიუჟეტით გამოწვეულ შედეგებს ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები, საავადმყოფოები, სამშობიაროები, გინეკოლოგიური სამსახურები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები – ეს ის ორგანიზაციებია, სადაც „იმიტირებული ომის“ შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონაცემებს ვაგროვებდით.
ჟურნალისტები კოლეგების ქმედებებს მკაცრად აფასებენ
18 მარტი, 2010
ტელეკომპანია „იმედმა“ ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპი დაარღვია და იცრუა - აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებლები და ხელმომწერები 13 მარტს „იმედის“ ეთერში ე. წ. მოდელირებული „ქრონიკის“ კომენტირებისას. სწორედ ამ ქარტიის ხელმომწერია ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელიც „იმედზე“ „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანია.
„იმედი“ ბოლოს, მაგრამ მაინც კვდება - მოდელირებული „ ქრონიკის“ შეფასებები
17 მარტი, 2010
2008 წლის აგვისტოს ცხელი დღეების შემდეგ საზოგადოებაში ომის შიში კიდევ ერთხელ გამძაფრდა. მიზეზი კი 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ე.წ. მოდელირებული „ქრონიკის“ გაშვება გახდა, სადაც საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ინტერვენციაზე და ომის მოულოდნელ განახლებაზე.
არველაძისა და წამალაშვილის ფარული ჩანაწერის გავრცელება, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილმა მოისურვა
17 მარტი, 2010
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ-საიტზე, „ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის სკანდალური ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის, გიორგი არველაძისა და მისი მოადგილის ეკა წამალაშვილის საუბარია. თუმცა, თავდაპირველად ჩანაწერი რუსულ ინტერნეტსაიტზე - copoka.net-ზე დაიდო.
მიშა, ჩადი გარდაბანში!
17 მარტი, 2010
პრეზიდენტ სააკაშვილს უცხოელი სტუმრები ხშირად ჩაჰყავს საქართველოს ამა თუ იმ ქალაქში, სადაც ახალაშენებულ ობიექტებს, შადრევნებს და მისთვის საამაყო სხვა მიღწევებს აჩვენებს. ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც, ალბათ, კარგა ხანს ვერ გამოდგება მსგავსი ექსკურსიისათვის, გარდაბანია. აქ ერთადერთი ნათელი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია. ორი ფერადი კორპუსი კი ე.წ. ახალი დევნილების. გარდაბნამდე ფასადების მოწესრიგებისა და ქუჩების შეკეთების პროგრამას არ მიუღწევია.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, „მოდელირებულ ქრონიკას” ვითარების დესტაბილიზება შეეძლო
17 მარტი, 2010
„ბეწვზე გადავრჩით!.. ახლა ჩვენ თავდასხმას რუსებისგან კი არა, თბილისიდან ველით!“ - აცხადებენ ახალგორში
16 მარტი, 2010
„13 მარტს „იმედზე“ გასული რუსული თავდასხმის იმიტაციის შემდეგ ახმაჯთან, ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე ქართული პოლიცია და სამხედროები მზადყოფნაში იყვნენ. ისინი „ქრონიკის“ „მოდელირებული გამოშვების“ შემდეგ რუსული საგუშაგოდან გასროლას ელოდნენ“, – ცნობეს humanrights.ge-ს ახალგორიდან.
ბოდიში - საინფორმაციო ტერორის გამო
16 მარტი, 2010
13 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ „მოდელირებული ქრონიკის“ ჩვენებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი კონფლიქტის ზონაში ხალხმა საცხოვრებელი სახლები დატოვა, მოსახლეობის ნაწილი ტყეში გაიხიზნა. რიგები იყო ბენზინგასამართ სადგურებთან და სასურსათო მაღაზიებში. კატასტროფულად გახშირებული გამოძახებების გამო სასწრაფო სამედიცინო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
„იმედის“ დადგმული „ქრონიკა“
16 მარტი, 2010
13 მარტს შაბათს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულმა გამოგონილმა 30-წუთიანმა ამბავმა, რომ თითქოს რუსეთთან ომი განახლდა გარკვეული პერიოდით პანიკა და შემდეგ „იმედის“ მისამართით პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება „იმედის“ პროვოკაციაზე
15 მარტი, 2010
13 მარტს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულმა გამოგონილმა ამბავმა, თითქოს რუსეთთან ომი განახლდა, საზოგადოებაში პანიკა და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. მცირე გაფრთხილებაში, რომელიც ტელეკომპანიამ გადაცემის დაწყებამდე გააკეთა, აღინიშნა, რომ ეს „მოდელირებული“ ამბავი იყო, თუმცა თავად გამოგონილი სიუჟეტების მსვლელობისას, ეკრანზე არსად ეწერა, რომ ეს მართალი არ იყო.
„მე-13 კვარტალი ქართულად“ - ფილმი დაუსჯელობის სინდრომზე
15 მარტი, 2010
სახალხო დამცველის ოფისში 12 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გიორგი ჯანელიძის ფილმის პრეზენტაცია მოაწყო. „მე-13 კვარტალი ქართულად“ - ასე ჰქვია საგამოძიებო ფილმს, რომელიც საჯარო რეესტრის დაცვის თანამშრომლის, ვასილ ამონიშვილის გარდაცვალების გარემოებებს მიმოიხილავს.
„მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით, ელჩები განმარტებას მოითხოვენ
15 მარტი, 2010
აშშ-ის ელჩის კომენტარი „იმედის“ გამოგონილ ამბავზე
15 მარტი, 2010
თავდასხმა პრესაზე 2009, საქართველო - „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ანგარიში
1 მარტი, 2010
საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ საქართველოში მედიის მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. მასში დეტალურად არის საუბარი ქართულ ტელევიზიებში არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც თავის დროზე დემოკრატიული მოძრაობის ფლაგმანი იყო, 2009 წლიდან საბოლოოდ მოექცა სამთავრობო კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, შეწყდა მოვლენების კრიტიკულად გაშუქება. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა „იმედის“ დარბევისა და მასზე სამთავრობო კონტროლის დამყარების ფაქტი. ასევე საუბარია „მაესტროს“ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც იგი განსხვავებული პოზიციის გამო აწყდება. humanrights.ge სრულად გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება.
დეპუტატობის კანდიდატი თორთლაძის პარტიიდან ვახტანგ კომახიძეს მოღალატეს უწოდებს
1 მარტი, 2010