მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქართლელები რკინიგზის დეპარტამენტის წინააღმდეგ
30 სექტემბერი, 2006
გორის რაიონის სოფლებში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელების სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაამთავრეს. ხელმოწერებს, სხვათა შორის, ელექტრომატარებლების მგზავრებს შორისაც აგროვებენ. როგორც ირკვევა, მოსახლეობა თბილისი-ნიქოზის გაუქმებული სამგზავრო მატარებლის აღდგენას ითხოვს.
მერია დაბალსართულიანი სახლების გადახურვაზე უარს ამბობს
28 სექტემბერი, 2006
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაბალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ამ ეტაპისთვის პრიორიტეტი მხოლოდ მაღალსართულიანი სახლებია. დაზარალებული მოსახლეობა კი ამ გადაწყვეტიების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მაღალსართულიანი სახლების დახმარება იმიტომ გადაწყდა, რომ იქ მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს და მეტ ხმას იყიდიან.
გაზაფხულზე ვაზი ტირის, შემოდგომაზე გლეხი
28 სექტემბერი, 2006
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად კახეთში ყურძენს 50-მდე ქარხანა იბარებს, თუმცა გლეხები ამბობენ რომ მათ ყურძენი ვერ ჩაუბარებიათ და ღვინის ფალსიფიკაციაზე საუბრობენ. მევენახეს ცრემლი ახრჩობს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს კი ბოღმა, როგორ გაბედეს და ქიზიყელი გლეხები აქციის გამართვას შეეცადნენ.
აბიტურიენტები განათლების მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ
23 სექტემბერი, 2006
აბიტურიენტები და მათი მშობლები უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მიმდინარეობით უკმაყოფილონი არიან და პროტესტს გამოხატავენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ჩაწყობის სისტემა უწინდებურად მუშაობს და განათლების სისტემას არ ენდობიან.
ლოთობის თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს
21 სექტემბერი, 2006
მხატვარი გურამ აბუსელიძე ამჟამად დეკორატიული ქვების მოპირკეთების ოსტატად მუშაობს. მისი განცხადებით, ფირმა „ყაზბეგის“ წარმომადგენელმა ბათუმში რეზო ლაზიშვილმა ერთ-ერთი დაკვეთის შესრულების დროს სცემა და სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულა. ლაზიშვილის განცხადებით ინციდენტი მთვრალი აბუსელიძის პროვოცირებით მოხდა.
ქართველი ემიგრანტები სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ
15 სექტემბერი, 2006
საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების რიცხვი არ მცირდება. მართალია, მთავრობა გვარწმუნებს, რომ ემიგრანტები თანდათანობით უკან ბრუნდებიან, თუმცა რეალური სურათი განსხვავებულია. ემიგრანტებს უკან დაბრუნების სურვილი აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ ისინი არავის სჭირდება და გარიყულები არიან.
სუხიტაშვილის ნათესავებს ნაკვეთებს ედავებიან
13 სექტემბერი, 2006
გორის რაიონის სოფელ სვენეთში მცხოვრები შატბერაშვილის ოჯახს მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს. ამ საქმეში კი ალეკო სუხიტაშვილის სახელმაც გაიჟღერა. სვენეთი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალეკო სუხიტაშვილის მშობლიური სოფელია.
მათ ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაკითხეს...
7 სექტემბერი, 2006
კარზე ზარმა დარეკა და ოთხი კაცი შემოვიდა - სამი შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ერთი პრეზიდენტის დაცვიდან. მათ იკითხეს სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები ყველასი ვინც მშვიდობიან ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში მუშაობდა - და ამას ყველაფერს პრეზიდენტის უსაფროთხოების დაცვის მიზეზით აკეთებდნენ.
გორში ბიბლიოთეკებს აუქმებენ
6 სექტემბერი, 2006
„გორში ხელისუფლებას წიგნები არ უყვარს” – ასეთ დასკვნებს აკეთებენ გორსა და გორის რაიონის ბიბლიოთეკაში დასაქმებული მუშაკები. ოფიციალური ინფორმაციით, სოფლებში გაჭირვებით შენახული ბიბლიოთეკები უქმდება, ხოლო გორში ყველაზე მეტად ახალგაზრდულ ბიბლიოთეკებს დაადგეს თვალი.