სტატია
29 იანვარი, 2010
დაბა ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 29 ტერიტორიული ერთეულიდან ერთადერთია, სადაც უკრაინელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ბელორუსი, ესტონელი, პოლონელი, თურქი, ლატვიელი, ჩინელი და ქართველი ეროვნების მოქალაქეები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მაჰმადიანი მესხების ყოფით დაინტერესდა. მათი დასახლება ნასაკირალიდან 3 კილომეტრშია, მაგრამ ტერიტორიულად დაბას ეკუთვნის. „არჩევნებში მხარს ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერთ, მაგრამ რასაც დაგვპირდნენ, არასოდეს არაფერი შეუსრულებიათ“, - გვითხრეს მესხებმა.
28 იანვარი, 2010
„ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას გულისხმობს. ხარჯების ასეთი ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სახსრები, ფინანსური კრიზისის პირობებში, როგორც წესი, ეკონომიკის სტიმულირების სხვადასხვა ღონისძიებაზე უნდა მიიმართოს. ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა 2009 წლის იანვრის ბოლოს „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს: „ჩვენ, სახელმწიფო აპარატმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთავრობამ, მერიებმა, გამგეობებმა უნდა მოვიჭიროთ ქამრები და შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ფული სამუშაო ადგილების გადასარჩენად უნდა წავიდეს“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
20 იანვარი, 2010
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გაკვეთილების ცხრილში გვქონდა საგანი „სამხედრო“. ამ გაკვეთილიდან მხოლოდ მხიარულება მახსოვს. მასწავლებელი ყოფილი სამხედრო იყო, რომელიც გოგონებს არც გვიცნობდა და არც გვცნობდა. ბიჭებს კი იარაღის დაშლა-აწყობას ასწავლიდა, თანაც, რატომღაც, ეს ამბავი სულ სიცილ–ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა. მასწავლებელი, რომლის არც სახელი მახსოვს, არც გვარი და არც სახე, თვითონ სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ ვხდებოდით არასერიოზულები იარაღის დანახვაზე. მოკლედ, იმ გაკვეთილების მოგონებას რომ ვცდილობ, ბუნდოვანი, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რადგან თვალწინ მიდგება ჩემი მეგობარი იარაღიანი ბიჭების სიცილისგან ყურებამდე გახსნილი სახეები.