12:59, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-03-10
პატარა სოფლის დიდი პრობლემები
ადიგენის რაიონის სოფელ ენთელში ჩიყვი და სხვადასხვა ნაწლავური ინფექციები აღარავის უკვირს.
2007-03-09
კახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებმა ფულის გამოძალვაში, შანტაჟსა და დარღვევებში არაერთხელ ამხილეს, თუმცა ამ ორგანიზაციის საქმიანობით დღემდე არავინ დაინტერესებულა. ამის მიზეზად, რეგიონში, ენერგოკომპანიაში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ინტერესებს ასახელებენ.
2007-03-07
კერძო საკუთრების დაცვა ჭირს
კერძო საკუთრების დასაცავად საპარლამენტო ოპოზიცია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამავდროულად, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას სთხოვს, რომელიც დანგრეული საკუთრების კანონერებას შეისწავლის.
2007-03-06
ცხინვალის უნივერსიტეტში დიდი დაპირისპირებაა
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცოტნიაშვილი და მოწინააღმდეგე ლექტორ-მასწავლებლები ერთმანეთთან ურთიერთობას ამჯერად პროკურატურაში და სასამართლოში არკვევენ.
2007-03-06
აფხაზური მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს
სოფელ შამგონაში მომხდარი ინციდენტის დროს აფხაზების მიერ დაკავებული სამი ახალგაზრდა კვლავაც პატიმრობაში რჩება. გალის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ხვალ, სოხუმში გაასამართლებენ.
2007-03-06
დევნილებს თავისუფლება 3000 ლარი უჯდებათ
გასულ კვირას, ქუთაისში, სასტუმრო „მთის ბროლში“ მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლების მხრიდან ე.წ. სახელმწიფო ვალის უკან დაბრუნების მოთხოვნა არ შეწყდება.
2007-03-05
რა „სითხით“ იკლავს წყურვილს აბასთუმნის მოსახლეობა
მინერალური წყლებით განთქმული, უძველესი დროიდან ცნობილი კურორტი ახლა სუფთა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და დაავადების გავრცელების კერად არის გადაქცეული. მდინარე ოცხე კი ნაგვითაა სავსე.
2007-03-05
ქუთაისის ციხეში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია
ქუთაისის საპყრობილეში პატიმართა უფლებები ირღვევა,“ - ამ განცხადებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრის მშობლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მიმართეს.
2007-03-05
პოლიციელებმა დაკავებული სასტიკად სცემეს
თელავის რაიონში მცხოვრები 28 წლის ზვიად მანასაროვი შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებს, ილია კირვალიძეს, ლომიშვილს, სამხარაძეს და დარჩიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დაკავებული, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობაც მძიმეა, პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
2007-03-05
მოხუცი გრიგოლ ნონიკაშვილის გამტაცებლები დააკავეს
2006 წლის ნოემბერში გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ერთი წლის წინ გატაცებული მოხუცი გრიგოლ (გრიშა) ნონიკაშვილი დაკრძალეს. გარდაცვალებამდე მოხუცი, 3 დღით ადრე, უცნობმა პირებმა შინ ტაქსით გამოგზავნეს.
2007-03-02
თელავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მართავს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გოჩა მამაცაშვილი საკრებულოს წევრმა ლევან ახალაურმა შეცვალა. პარალელურად ცვლილებები მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. გამგებელი გაგა ციგროშვილი პირადი განცხადების საფუძველზე შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე დავით ნუსხელიძე ასრულებს. ეს უკანასკნელი 2004 წელს სამსახურებრივი სიყალბისთვის თბილისის საოლქო სასამართლომ გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.
2007-03-01
ხარისხიანი და უხარისხო ჟურნალისტები სამეგრელოში
ჩვენს სიტყვას თავისუფლებას უზღუდავენო და სამეგრელოში მედიის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე რამდენჯერმე მიმართეს.
2007-03-01
გამგებლის პირველი მოადგილე საბავშვო ბაღის გამგეს ატერორებს
ქ. გურჯაანის #1 საბავშვო ბაღი ბოლო სამი თვის განმავლობაში სამმა სხვადასხვა კომისიამ და ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა. მიზეზი სამჯერვე ბაღიდან გარიცხული ბავშვის მშობლის, ხულიგნობისთვის ბრალდებული მოქალაქის, განცხადებები გახდა - დაწესებულებაში დარღვევების არსებობის შესახებ. საბავშვო ბაღის გამგე შემოწმებებს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მასზე განხორციელებული ზეწოლით ხსნის.
2007-02-28
არ გვინდა გასამართლება
სამტრედიის არასრულწლოვანთა სპეცსკოლა ერთადერთია საქართველოში, სადაც ამჟამად 33 სხვადასხვა სახის დანაშაულში ეჭვმიტანილი მოზარდი სასკოლო პროგრამასთან ერთად ახალ ცხოვრებას სწავლობს. ისინი დღეს გაფაციცებულები ადევნებენ თვალყურს ტელევიზიით თუ კერძო საუბრებში გაჟღერებულ ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნები მომავალში შესაძლოა, უფროსებივით გაასამართლონ.
2007-02-27
უწყლობა ახალციხეში
უკვე ერთი კვირაა ახალციხის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ხალხი ქუჩაში გამოსვლებითა და აქციებით იმუქრება.
2007-02-27
გუბერნატორი „გაბერილი“ შტატების შემცირებას ითხოვს
რაიონებში, მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და საკრებულოებში ვაკანტურ თანამდებობებზე მოქალაქეები გასული წლის დეკემბერში დანიშნეს. იურისტების განცხადებით, ამ პროცესს თან კანონდარღვევები ახლდა, თუმცა პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აღშფოთება არა ამან, არამედ „გაბერილმა“ შტატებმა გამოიწვია.
2007-02-26
რენტგენი - ნისიად, მკურნალობა - ნატურით
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარების ბარათი, კახეთში 90 000 ადამიანმა მიიღო. ბარათის მფლობელებს, წესით, უფასო სამედიცინო დახმარება ეკუთვნით, თუმცა, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მისულ ბევრ ასეთ მოქალაქეს უცხადებენ, რომ „პოლისი“ გაუქმდა და ავადმყოფს ფული თუ არა აქვს, ვერ დაეხმარებიან.
2007-02-26
პატრულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
მოქალაქე იგორ ჭამიაშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების ვახტანგ ზატიკაშვილისა და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.
2007-02-23
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (დასასრული)
რეალობაში გასარკვევად თბილისის მთავრობის სწორედ იმ წარმომადგენლებს დავუკავშირდი, რომლებიც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და დოკუმენტებს აწერდნენ ხელს. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ თემურ ქურხული (მაშინდელი პრემიერი), ამჟამინდელი საკრებულოს მდივანი.
2007-02-23
ქარელის რაიონის გამგებელს ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ამხელენ
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ორგანიზაციამ ქარელის რაიონის სამი სოფლის – დირბის, ახალსოფლისა და ურბნისის საჯარო სკოლების პედაგოგების სახელით წერილი მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ პედაგოგებმა 2005 წლის დეკემბერში კუთვნილი ვაუჩერის თანხა სრულად არ მიიღეს და 2006 წელს ხელფასის გარეშე შეხვდნენ.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 [22] 23 24 25
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC