23:02, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2016-12-27
საარჩევნო სარჩელები, დაუბალანსებელი ოქმების შესახებ, არ დაკმაყოფილებულა
პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული საარჩევნო სარჩელები დაუბალანსებელ შემაჯამებელ ოქმებს შეეხებოდა. თუმცა, არცერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერთა განცხადებით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. 
2016-12-26
ქუთაისი საახალწლო სამზადისისთვის 250 ათას ლარს დახარჯავს
ახალი წლის სამზადისი ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ქალაქში მოეწყო ქუჩები, დამონტაჟდა განათებები, დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხე. საზეიმო განწყობის მიუხედავად საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. სადავოა თანხები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
2016-12-24
გორში სტალინის ქუჩას მოსახლეობამ სახელი შეუცვალა
21 დეკემბერს იოსებ სტალინის 137-ე წლისთავის აღსანიშნავად გორში დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები, საიუბილეო მანიფესტაციას ადგილობრივების ნაწილიც შეუერთდა. დემონსტრაციის მარშრუტი წელსაც გასული წლების მსგავსად უცვლელი იყო. მანიფესტაციის მონაწილეები თავდაპირველად ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ერთად შეკრებილიყვნენ, რათა ხალხის მასა გამოჩენილიყო. 
2016-12-22
რუსეთს დეპორტირებული ლია შიოშვილისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილი რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ლია შიოშვილის და მისი შვილების სასარგებლოდ 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივად გაძევებას, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი დამამცირებელი ფორმით მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს.
2016-12-22
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გაათავისუფლა
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პირველი მოადგილის გათავისუფლების მიზეზად სამსახურეობრივ გულგრილობას ასახელებს. დავით ონიაშვილის განცხადებით, გიორგი წვერავამ  მის მიერ მიცემული დავალებები სათანადოდ ვერ შეასრულა, რის გამოც მოადგილის გათავისუფლების ბრძანებას 21 დეკემებერს მოაწერა ხელი.
2016-12-22
ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი ქალაქის თვითმმართველ ორგანოს ჯერ არ დაუმტკიცებია.  თუმცა, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საკრებულოს ოპოზიციური ფრთისთვის იგი უკვე გახდა  კამათის და ერთგვარი პროტესტის საგანი. არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი უმნიშვნელოვანესი საკითხია და მისი ფართო განხილვის გარეშე დამტკიცება უბრალოდ დანაშაულია.

2016-12-21
მარნეულის რაიონში 7000 ბავშვისთვის სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი არ არის
მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში მცხოვრებ საქინს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.  იმის გამო, რომ მათ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, საქინის შვილები მთელ დღეს სახლში ატარებენ. „მარნეულში რამდენიმე  საბავშვო ბაღია. ჩვენს სოფელში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს ბავშვები იქ დაჰყავთ, მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება, რომ შვილები იქ ატაროს. ძალიან დიდი სხვაობა ჩემს შვილებსა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან. მათ უფრო ბევრი ლექსები და სიმღერები იციან. ქართულ ენასაც პატარაობიდანვე სწავლობენ.  ის ბავშვები კი, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან, მთელ დღეს ტელევიზორის წინ ატარებენ,” - ამბობს საქინი.
2016-12-19
პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ
„ჩვენთან, №6 ციხეში, 5 ნომერზე დარეკვის უფლება გვაქვს - თვეში 10 წუთით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან დარეკვას კი არა, ოჯახის წევრებთან დარეკვას ვეღარ ვახერხებთ. ოჯახებს გვინგრევენ და გარე სამყაროსთან კავშირს გვიკლავენ. თვეში ერთხელ, 10 წუთი სად უნდა დავრეკოთ, ათასი რამე გვჭირდება და რომელი ერთი მოვაგვაროთ არ ვიცით. 4 წლის შვილს ვერ ვურეკავ, ეს არის ამათი დემოკრატია?! ამ საკითხზე ალბათ ყველა პარლამენტარისთვის გვაქვს მიწერილი, თუმცა ხმას არავინ იღებს. გრძელვადიანი პაემნებიც აღარ გვაქვს, ყველანაირად გვაუბედურებენ. ხალხი მწყობრიდან გამოჰყავთ“, - წერს №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული ადამიანის უფლებათა ცენტრს. 
 
2016-12-14
„დაგმა“ სამუშაოების დასრულების ვადები დაარღვია
რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს შპს „დაგი“ ახორციელებს და მის ფარგლებში ხდება 19 შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ქუჩის მიწისზედა-მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და ქვაფენილის დაგება. სამუშაობის ნაწილი ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა სარეაბილიტაციო ღონისძიებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად არ ხდება კოსტავას გამზირის აღნიშნული ნაწილზე საავტომობილი გზის გახსნაც.  ტენდერით აღებული ვალდებულებების თანახმად  „დაგს“ კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 30 ნოემბერს უნდა დაესრულებინა.
2016-12-13
არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას აფასებენ
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მის მიზანს წარმოადგენდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. 

2016-12-12
სკოლა კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში
მარნეულის რაიონის სოფელ ყულარში ორი სკოლაა: ერთი აზერბაიჯანულენოვანი, ხოლო მეორე  - რუსული. ორივე სკოლის შენობას კაპიტალური შეკეთება სჭირდება. თუმცა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, რომელიც საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული: სკოლაში, სადაც 91 მოსწავლე სწავლობს, კედლები დაბზარულია, კარ-ფანჯარა ჩამტვრეული, სახურავიდან კი წყალი ჩამოდის.
2016-12-11
აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება დააჯარიმა
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამი პოლიტიკური გაერთიანება ჯამში 378 200 ლარით დააჯარიმა. 187 000 ლარით დაჯარიმდა პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“  შემომწირველი შვიდი პირი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი - 183 200 ლარის ოდენობით. ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებული პირების ჯამური სანქცია 8 000 ლარია. ამასთან, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.
2016-12-06
გორში სინაგოგა გაქურდეს
1 დეკემბერს, გორის სინაგოგაში მისულ ეთნიკურად ებრაელებს სამლოცველო გაქურდული დახვდათ. სინაგოგიდან ხელით ნაწერი უძველესი თორები წაიღეს. ხელნაწერების ნაწილი სამართალდამცავებმა  შენობის უკან აღმოაჩინეს, თუმცა მათი უმეტესობა დაზიანებული იყო.
2016-12-05
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული გახსნა
5 დეკემბერს, გორში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეული საქართველოს სახალხო დამცველმა გახსნა. უჩა ნანუაშვილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექციაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე გაამახვილა ყურდღება. სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრა. ნანუაშვილი საჯარო ლექციის ფორმატში შეეხო გენდერულ, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებს, ასევე ყურდღება გაამახვილა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დევნილებისა და ლტოლვილების სტატუსის მქონე პირთა საჭიროებებზე. 
2016-12-05
ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა
სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე, – ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის.

2016-12-05
გურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 78,54 % მიიღო. საქართველოს პარლამენტში იგი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრია, გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“. მიმდინარე წლის ოქტომბერში დავით სონღულაშვილის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის შემოწირულობა შეიტანეს.  

2016-11-29
საქართველოს პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდება
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიებს დედაქალაქში, პარლამენტის ძველ შენობაში განაახლებს. ქუთაისი კი, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო ქალაქის  სტატუსი ძალზედ მცირე დროით მოირგო, ცხოვრების ძველ რიტმს დაუბრუნდება.
2016-11-29
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ რეგიონებში ოფისები დახურა
პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გახსნილი ადგილობრივი ორგანიზაციები, არჩევნების შემდეგ შიდა ქართლში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა.  დღეის მდგომარეობით, გორში მხოლოდ ორი პარტიის ოფისი ფუნქციონირებს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“. 
2016-11-22
კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 9 732 200 ლარით განისაზღვრა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 9 732 200 ლარით განსაზღვრა და 18 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა.  2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და დამტკიცდა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან, ამის მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ დეტალურად ვერ გაეცნენ ბიუჯეტის პროექტს, რადგან მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით შეიტანა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში.
2016-11-21
ქ. გორის 2017 წლის ბიუჯეტი 700 000 ლარით გაიზრდება
ქალაქ გორის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით გაიზარდა და 16 222 000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე გადაეგზავნა ქ. გორის საკრებულოს წევრებს. მათ ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მერიისთვის დასაბრუნებლად 25 დეკემბრამდე აქვთ ვადა. ამის შემდეგ საკრებულოს დღის წესრიგში მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგება. 
[1] 2 3 4 5 6 7 8 9
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC