11:22, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2019-05-24
7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმე
21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ​ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს.  შსს-მ საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.  
2019-05-21
ერთი ოჯახის იმედად დარჩენილი სოფელი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, დღემდე ეტყობა უახლეს ისტორიაში მომხდარი 2008 წლის ომის  კვალი. სოფელში ეთნიკურად ოსები ცხოვრობდნენ.
2019-05-20
სტალინის გამზირისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას
ქალაქ გორის ცენტრალური ქუჩისთვის, სტალინის გამზირისთვის, სახელწოდების შეცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ქუჩის სახელწოდების შეცვლას მარო მაყაშვილის საზოგადოება ითხოვს. მათ აქცია-პერფომანსი გამართეს და თვითმმართველობას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. 
2019-04-30
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
25 აპრილს, გორში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2019-04-25
ადამიანის უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მონიტორინგს აგრძელებს (ფოტორეპორტაჟი)
,,ის ნაბიჯები, რაც დღემდე გადაიდგა, არის არასაკმარისი და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს და აუცილებელია სახელმწიფომ ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებლების პრობლემების მოსაგვარებლად", - უჩა ნანუაშვილი.
2019-04-18
მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები​
84 წლის დათა ვანიშვილის ცხოვრება მას შემდეგ გართულდა, რაც მისი საცხოვრებელი სახლი სოფელ ხურვალეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართებით გაყოფილ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა.
2019-03-19
„პური გაძვირდა, შრომის ფასი - არა"
15 მარტს, გორში, წისქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციაზე, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. გაფიცულ თანამშრომლებს თავდაპირველად ოთხი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ.
2019-03-18
რა მოხდა ხურვალეთში
15 მარტს, ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი საოკუპაციო ჯარის ათამდე შეიარაღებული პირის გადმოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლუდა სალიამ, განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოითხოვა.
2019-02-28
ლიბიაში გარდაცვლილ 23 წლის მეზღვაურს კვირის ბოლოს გადმოასვენებენ
ლიბიაში ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის, ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა. 23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს.
2019-02-27
ფრაქციების შექმნა-დაშლის საკითხი გორის თვითმმართველობაში
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველმა პარტიამ დამატებით კიდევ ორი ფრაქცია შექმნა: ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“. მანამდე ,,ქართულ ოცნებას"  თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში სამი ფრაქცია უკვე ჰქონდა შექმნილი: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება-მრეწველები“ და ქართული ოცნება-კონსერვატორები“. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასი მაღალანაზღაურებადია: თავმჯდომარის შემთხვევაში - 2 000 ლარი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის -  1 200 ლარია გათვალისწინებული. ერთი ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილის ხელფასისთვის წლის განმავლობაში   38 400 ლარი იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 
2019-02-19
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი კორუფციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს
გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი უარყოფს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის მიერ ბანკიდან აღებული სესხის ვადაზე ადრე სრულად დაფარვა რაიმე კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპატიმრებასთან.
2019-02-18
გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
2018 წლის 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის საქმეზე, 8 თვის შემდეგ, პოლიციამ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ 11 თებერვალს  შსს-მ განცხადება გაავრცელა. 
2019-02-18
სააპელაციო სასამართლომ გორის მერიას 14 000 ლარის გადახდა დააკისრა
13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუჯაბიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე ვალიაურის  საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელიც 2015 წელს მის კულტურის ცენტრის დირექტორობიდან უკანონოდ გათავისუფლებას  ეხებოდა.
2019-02-12
მოსამართლემ გორის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
11 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ მანველიშვილის საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ თემურ მანველიშვილსა  სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მანველიშვილმა მაქარაშვილს  ნაგვით სავსე  სათლი თავზე ჩამოამხო.
2019-01-29
გორში 'სამოქალაქო ბიუჯეტის' გამარჯვებული პროექტები დასახელდა
21 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტის  ფარგლებში გამარჯვებული საპროექტო ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა. გორის მერმა გამარჯვებული პროექტის ავტორები დაასახელა და ისინი სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს.
2019-01-29
მხარის გუბერნატორის გავლენები და საკადრო ცვლილებები გორის თვითმმართველობაში
გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. Humanrights.ge-ს ინფორმაციით, კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენება მხარის გუბერნატორმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტა. კულუარებში ამის მიზეზად გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები და  2018 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში აუთვისებელი ორ მილიონამდე ლარი სახელდება, რადგან  ინფრასტრუქტურულ პროექტებს კოორდინაციას გელა კაპანაძე უწევდა და გორის მერმაც პასუხიმგებლობა მას დააკისრა. 
2019-01-29
გორის მერის პირველ მოადგილედ გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა
,,ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის გამოცდილი მენეჯერი, მასთან ვმუშაობდი ერთი წელი, რა დროსაც შევიძინე დიდი გამოცდილება და სწორედ აღნიშნულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს საქმიანობას", - ეს განცხადება ერასტი ელიჯარაშვილმა მისი გორის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა.
2019-01-16
მოსახლეობამ სოფელ ხიდისთავში გზა გადაკეტა
12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ჩინეთის უბნის მაცხოვრებლებმა, სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სასმელი წყლის მიწოდება წინასაახალწლოდ 27 დეკემბერს შეუწყდათ და 15 დღის განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდება კვლავ პრობლემად დარჩა. აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის მისვლას და პრობლემით დაინტერესებას მოითხოვდნენ. 
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC