მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
აჭარაში ქალებს ისევ ჩაგრავენ
28 ნოემბერი, 2008
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ ქალების მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.
გორის ადმინისტრაციაში განცხადების ჩაბარებაც პრობლემა ხდება
28 ნოემბერი, 2008
27 ნოემბერს გორის ადმინისტრაციულ შენობაში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განცხადების დატოვების საშუალება არ მისცეს. ცენტრი საჩივრითა და შესაბამისი მტკიცებულებებით სახალხო დამცველს მიმართავს.
საფლავის ქვების გადაადგილების მცდელობას სკანდალი მოჰყვა
28 ნოემბერი, 2008
წმინდა ნორაშენის ეკლესიის გამო, რომელიც თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. ამ ტერიტორიაზე ერთ ეზოში ორი ეკლესიაა, წმინდა ნორაშენის და მართლმადიდებული ჯვრის მამის. 16 ნოემბერს ჯვრის მამის მღვდელმა მამა ტარიელმა (სიკინჭელაშვილი) დააპირა ეზოში მდებარე ორი სომეხი მეცენატის საფლავის ქვები გადაეადგილებინა, რასაც საერთო აჟიოტაჟი მოჰყვა.
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე...
27 ნოემბერი, 2008
ონკოლოგიური ავადმყოფები მკურნალობას ვეღარ შეძლებენ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ონკოლოგიური ავადმყოფები ზარალდებიან. სახელმწიფოს მხრიდან ამ დაავადების მკურნალობისათვის წლების განმავლობაში გამოყოფილი 70%-იანი დაფინანსების მოდელი აღარ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პროგრამა დაფინანსდება. თანადაფინანსების ძველი მოდელი იმოქმედებს 60 წელს გადაცილებულ პაციენტებზეც. იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კატეგორიებში ვერ ხვდებიან, საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნონ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ასეთი პაციენტების რაოდენობა საქართველოში 35%-ზე მეტია.
რა დამსახურებისთვის დააწინაურეს შიდა ქართლის ოლქის პროკურორი
27 ნოემბერი, 2008
დავით საყვარელიძე საქართველოს მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას პირველ მოადგილედ დაინიშნა. მანამდე იგი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად თითქმის 2 წელი მუშაობდა. გორში მის მუშაობას ძალიან ბევრი სკანდალები ახლდა.
საწოლიც არ აქვთ, ბეტონის იატაკზე ცხოვრობენ... დახმარება მაინც შეუწყვიტეს
26 ნოემბერი, 2008
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დახმარებების პაკეტი 169 მილიონი ლარით იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა 900 ათას ადამიანს მიაღწევს. აქედან 400 ათასი მიიღებს საოჯახო დახმარებას (30 ლარი), რასაც დაემატება ოჯახის თითოეულ წევრზე 24 ლარი, ნაცვლად არსებული 12 ლარისა; 200 ათასი ბენეფიციარი მიიღებს 20 + 16 ლარს, ხოლო 300 ათასი 10 + 8 ლარს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900 ათასი ბენეფიციარი დაზღვეული იქნება. ამ მონაცემების მიუხედავად, სოციალური სუბსიდიების სააგენტო უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს საარსებო შემწეობებს უწყვეტს.
არსებობს თუ არა სამხილები, რომ ქართულმა მხარემ ომის დანაშაულები ჩაიდინა?
26 ნოემბერი, 2008
აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საერთაშორისო კონვენციებით (რომელიც არ არის ხელმოწერილი არც რუსული და არც ქართული მხარეების მიერ) აკრძალული კასეტური ბომბები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა. საქართველოს მთავრობა ამას არ აღიარებს. თუმცა, აცხადებს, რომ კასეტური ბომბები სამხრეთ ოსეთში გამოიყენა. „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ჩაატარა ამ საკითხზე გამოძიება, რომელთაც დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ რუსების მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ბროწლეთში. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის საიტზე www.humanrights.ge და „ჯორჯიან თაიმსში“. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება თავად ჩავატარეთ, ჩვენი დასკვნები მაინც „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დეტალურ გამოძიებას ეყრდნობა.
მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზოლში ცხოვრობს
25 ნოემბერი, 2008
ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრები ჩხუბაძეების ოჯახი გეოლოგებისგან მათი სახლის შემოწმებას ითხოვს. ისინი მეწყერსაშიშ ზოლში ცხოვრობენ და ცუდ ამინდებში სახლში ღამის გათევას ერიდებიან. ოჯახი ფიქრობს, რომ მათი საცხოვრებლი ტერიტორია სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ქართულ-აფხაზურ შეტაკებებზე ობიექტური ინფორმაცია არავის აქვს
25 ნოემბერი, 2008
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარება დღითიდღე იძაბება. ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებულმა შეტაკებებმა პერმანენტული სახე მიიღო. თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება მსხვერპლით თუ უმსხვერპლოდ დასრულებული სამხედრო ოპერაციები, რომელიც ყველა შემთხვევაში მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს. ინციდენტების მიზეზებთან დაკავშირებით კი ობიექტური ინფორმაცია არ არსებობს.
გაქცეული პატიმრებისთვის დაპირებული შეღავათები აღარავის ახსოვს
25 ნოემბერი, 2008
აგვისტოს მოვლენების დროს გაქცეული პატიმრები ქუთაისის ციხეში შიმშილობენ. მათი მოთხოვნა გამოძიების სამართლიანად წარმათვაა. პატიმრები დაახლოებით ათი დღის წინაც შიმშილობდნენ, მაგრამ ციხის საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ აქცია შეწყვიტეს. იმის გამო, რომ პრობლემები არ მოგვარებულა, შიმშილობა ისევ განახლდა.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ნუგზარ სულაშვილს ტრეფიკერობაში ადანაშაულებენ
25 ნოემბერი, 2008
ნუგზარ სულაშვილს, რომელმაც ოთხი წლის წინ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ლტოლვილის სტატუსი დღემდე არ მიუღია. სულაშვილი საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი იყო, რომელიც ტრეფიკინგს ებრძოდა. საფრანგეთი ამ სტატუს უარს უცნობ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ანიჭებს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ნუგზარ სულაშვილი ტრეფიკინგში თავად იყო ჩაბმული. სულაშვილი ინფომაციის წყაროს დასახელებას, საკითხის გარკვევასა და მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
უკანონოდ დალუქული ბენზინგასამართი სადგური
21 ნოემბერი, 2008
ბიზნესმენ ზურაბ მონასელიძეს ბენზინგასამართი სადგური უკანონოდ დაულუქეს. მიზეზი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის დაინტერესება იყო, რომელსაც, თავის მხრივ, ოფიციალური სტრუქტურები მფარველობდნენ.
ვის უფრო სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა-უმწეოებს თუ პოლიციას?!
21 ნოემბერი, 2008
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებული ხარვეზები შესაძლოა გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნება-სურვილს პოლიტიკური ნებაც მოჰყვება. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რომელმაც პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტია ქობალიების „პოლიტიკურ ოჯახს“ დიდი ხნის წინ მისცა. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებას, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ადამიანები ეწირებიან, რომელთა დაცვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე თანხებია გამოყოფილი.
ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების უფლებებს არღვევს
21 ნოემბერი, 2008
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შრომითი უფლებების დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკვე თვეებია უშედეგოდ ითხოვენ. მათი სახელფასო დავალიანება 10 244 ლარს შეადგენს.
საქართველოს მოქალაქეები ჯანმრთელობისთვის საშიშ თხევად აირს მოიხმარენ
21 ნოემბერი, 2008
ჯანმრთელობისთვის სახიფათო თხევადი გაზი საქართველოში მნიშვნელოვანი ოდენობით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ლეგალურად შემოდის. სახელმწიფოში კი არ არსებობს ოფიციალური ორგანო, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს. ყველა სტრუქტურა ხელს ერთამანეთისკენ იშვერს.
აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი
20 ნოემბერი, 2008
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენელს, ბ-ნ მეთიუ ბრუბაჩერს გადასცა ომის დანაშაულებების მტკიცებულებების შემცველი დოკუმენტები; ასევე მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ქართულ-რუსული ომის დროს. შეხვედრა შედგა 19 ნოემბერს ჰააგაში, ჰოლანდია.
,,რომ ყოფილიყო საქართველოში დემოკრატია, სააკაშვილი ომს დაიწყებდა...?"
20 ნოემბერი, 2008
ანგარიშვალდებულების ქართველი ლიდერები ლონდონში ,,...რომ გქონოდათ დემოკრატია საქართველოში, სააკაშვილი ომს დაიწყებდა?" - გვკითხა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა, უილიამ ვოლასმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში ,,Chatham House" -ში შეხვედრის დროს. ეს კითხვა ჩვენთვის საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. „Chatham House" -ში ქართველ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ის ხალხი შეგვხვდა, რომლებსაც ქართულ-რუსული კონფლიქტი დეტალურად აინტერესებს და ჩვენებურ ამბებს გვკეკითხებოდა.
რეპორტაჟი დერცელიდან
20 ნოემბერი, 2008
„იმის იქით მამალიც არ ყივის” – ასე ამბობენ სოფელ დერცელზე. მიუვალი აღმართით მისაგნები ადიგენის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე 46 კომლიანი სოფელი დერცელი მნახველს აოცებს. შორიდან ჯერ ღუმელიდან ამოსული კვამლი ჩანს, მერე ძაღლების ყეფა. უცხოს კილომერტის დაშორებით გრძნობენ სოფლის ერთგული მოდარაჯეები და როცა ქანცი გაწყვეტაზე გაქვს, მაღლობზე გაშენებული სოფელიც გამოჩნდება.
ვინ მიიყვანა პატიმარი სიკვდილის პირამდე
20 ნოემბერი, 2008
“HRIDC”-ის მოთხოვნით პატიმარი გაათავისუფლეს 13 ნომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული მიხეილ შატაკიშვილი პატიმრობიდან მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა. პატიმარს 6 წელი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის მიუსაჯა. მას შემდეგ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. შატაკიშვილის ინტერესებს სასმაართლოზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისის იურისტი ეკა ხუციშვილი იცავდა. ეკა ხუციშვილის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და პატიმარი ვადაზე ადრე გაუშვა პატიმრობიდან.
ამნისტიის შესახებ კანონი - მხოლოდ პოლიტიკური აქტი?
19 ნოემბერი, 2008
„ამნისტიის შესახებ კანონი“, რომლის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, სავარაუდოდ 12 ათას პატიმარს შეეხება. როგორც ოფიციალური სტრუქტურები განმარტავენ, პატიმართა ნაწილს სასჯელი შეუმსუბუქდება, ხოლო 2 ათასზე მეტ პატიმარს 23 ნოემბრისთვის გაათავისუფლებენ. საქართველოსთვის ეს ციფრი იმდენად შთამბეჭდავია, რამდენადაც დღეის მდგომარეობით საპატიმროებში სასჯელს 20 500 პატიმარი იხდის. პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მიიღო. ამნისტია 55 მუხლს შეეხო, თუმცა შესაძლებელია ამას კიდევ სხვა მუხლებიც დაემატოს.