სტატია
17 აპრილი, 2008
“Грузия, я люблю тебя” - წერენ აფხაზი ბავშვები
“აფხაზეთი
ჩვენი მიწაა და უნდა დავიბრუნოთო, ეს სიტყვები ხშირად გვესმის.
სამწუხაროდ, ხალხზე ნაკლებად ვლაპარაკობთ. სოხუმში რომ ჩავდივარ, ხშირად
მეკითხებიან, აფხაზეთი აფხაზებისგან რომ დაიცალოს, ასეთი აფხაზეთი
გინდათო? და მე არ ვიცი რა ვუპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქაც
ვგრძნობ, რომ ჩვენ რეალურად ვერ გავარკვიეთ, რა გვინდა, მიწის დაბრუნება
თუ ამ ხალხთან შერიგება”, - აღნიშნავს ქალბატონი ესმა, რომელიც აფხაზეთში
გაზრდილი აფხაზური ოჯახის შვილი და ამჟამად თბილისში მცხოვრები ქართველი
შვილების დედაა.