მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ოსურმა მხარემ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი დააყენა
30 აპრილი, 2013
ოსურმა მხარემ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი ერგნეთში 2013 წლის 16 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეცამეტე შეხვედრაზე დააყენა. ამის შესახებ მათმა წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითმა ვრცლად ისაუბრა.
ცესკოს გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს 5ათასი ლარი უკან დაუბრუნდებათ
30 აპრილი, 2013
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მოწერილი წერილის თანახმად, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იყვნენ წარდგენული, 5000-ლარიანი დეპოზიტი უკან დაუბრუნდება. აღნიშნული თანხა, დეპუტატობის კანდიდატებმა, კანონის მოთხოვნით, ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე არჩევნებში დარეგისტრირებისას შეიტანეს.
ამნისტირებული პატიმრების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულები
29 აპრილი, 2013
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული პატიმრებიდან, დაახლოებით, 150 პირი კვლავ დაკავებულია. ამის შესახებ მინისტრმა 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ერთი თვის შემდეგ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ეს ციფრი 200-მდე გაზარდა.
ბრალდებული პოლიციის შენობის წინ ხელყუმბარის აფეთქებას უარყოფს
29 აპრილი, 2013
2013 წლის 18 თებერვალს, შუადღით, კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა. პოლიციამ დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი 29 წლის დავით გაბოძე დააკავა. ხელბორკილებდადებულმა ეჭვმიტანილმა პოლიციის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს გვითხრა, რომ წარმოდგენა არა აქვს რაზე დააკავეს. რამდენიმე საათში, მას ბრალი სწორედ იმ დღეს მომხდარ აფეთქებაში დასდეს.
უპატრონო ძაღლების პრობლემა თბილისში
26 აპრილი, 2013
ირმა მამასახლისს უკვე რამდენიმე წელია, რაც მის ეზოში მომრავლებული უპატრონო ძაღლების არსებობა აწუხებს. მისი თქმით, მისი ერთ-ერთი მეზობელი სისტემატურად კვებავს უპატრონო ძაღლებს, რაც მათ მომრავლებას უწყობს ხელს. ამავე მეზობელს როგორც ეზოში ისე სადარბაზოშივე აქვს ცხოველებისთვის მოწყობილი ბუნაგი, სადარბაზოშივე უყრის საკვებს, რის გამოც ზოგჯერ შიგნით შესვლა საშიშიც კია. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ძაღლები არც აცრილები არიან.
გვარამიას სასამართლო პროცესზე „თელასის“ თანამშრომლები დაიკითხნენ
25 აპრილი, 2013
ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესზე თელასის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც „ L & M - სერვისსა“ და თელასს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.
კეზერაშვილის პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა დანაშაულებრივ სქემაზე ისაუბრეს
24 აპრილი, 2013
ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის დავით კეზერაშვილის სასამართლო სხდომაზე ორი მთავარი მოწმე დაკითხა. ორივე მათგანს ამავე დანაშაულში ედებოდათ ბრალი და ამჟამად მათთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. მოწმეებმა იმ დანაშაულებრივ სქემაზე ისაუბრეს, რითიც კეზერაშვილი სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდების გზით დიდი რაოდენობის თანხას იღებდა.
უცხოელებს საქართველოში 2,5 ჰექტარზე მეტი მიწის შეძენა შესაძლოა აეკრძალოთ
24 აპრილი, 2013
სპეციალისტებმა საქართველოში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებელია მხოლოდ 2.5 ჰა ოდენობით, საერთო ჯამში კი, არსებული სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები „ამნისტიის კანონის“ უზუსტობამ აღაშფოთა
23 აპრილი, 2013
2013 წლის 17 აპრილს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, არაგეგმური მონიტორინგი განახორციელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და მისი უკუშედეგები
23 აპრილი, 2013
საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლებს კანონი მკაცრად სჯის. თუმცა, მკაცრი კანონი პრობლემას მაინც ვერ მოერია. ექსპერტთა შეფასებით, ხისტი ნარკოპოლიტიკის შედეგად ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, მომხმარებელთა ნაწილი კი ახალი, უფრო მეტად დამაზიანებელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე გადაერთო.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
22 აპრილი, 2013
პატიმართა წამება და ცუდი მოპყრობა საქართველოში მთავრობის შეცვლამდე, ხარვეზები კანონის უზენაესობაში და სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ასევე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შელახვა, კერძოდ, ოპოზიციისთვის, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში იმ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად არის დასახელებული, რასაც 2012 წელს ჰქონდა ადგილი.
პრეზიდენტის საიდუმლო ხარჯები
22 აპრილი, 2013
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განცხადებებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების „ფუფუნების საგნებზე“ დიდძალი თანხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან იხარჯებოდა და ხარჯებს გრიფით „საიდუმლო“ ედო.
შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ დეპუტატობის კანდიდატებს 5000 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეთ
22 აპრილი, 2013
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამიერიდან, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს ანგარიშზე 5000 ლარიანი დეპოზიტის წარდგენა აღარ მოუწევს.
ბაჩო ახალაია სასამართლო სხდომებს კვლავ დაესწრება
18 აპრილი, 2013
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ახალიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს შემდეგომი განხილვების დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროცესზე დაეშვა. ველიჯანაშვილმა მოსამართლეს წარუდგინა ბაჩო ახალაიას მიერ დაწერილი განცხადებაც, სადაც იგი ითხოვდა პროცესზე დასწრებას.
ციხისძირში მომხდარ ინციდენტს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ასევე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება
17 აპრილი, 2013
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ციხისძირში სამხედროებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი ინცინდენტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ნაციონალურ მოძრაობაში დაგეგმილი აქციის წინ უთანხმოება გაჩნდა
17 აპრილი, 2013
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულმა მამხილებელმა განცხადებამ, რომელიც ორშაბათს საღამოს სავარაუდოდ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას ახლად შექმნილ Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირების ნიშნები გამოავლინა.
პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა
16 აპრილი, 2013
ზურაბ გიგუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი შეწყდა. 16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებაზე უარი განაცხადა და დააყენა შუამდგომლობა, გიგუაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოთხოვის შესახებ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პირველი გამამართლებელი განაჩენის გამომტანი გორელი მოსამართლის დევნის ისტორია
16 აპრილი, 2013
გორის რაიონული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ქართლოს სულაბერიძემ 4 წლიანი პატიმრობა თითქმის სრულად 2012 წლის ბოლოს მოიხადა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ორჯერ დააპატიმრეს. პირველად სამსახურებრივი გულგრილობის, მეორედ კი, მოწმის მოსყიდვისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი დააკმაყოფილა
15 აპრილი, 2013
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ერთ-ერთი სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
15 აპრილი, 2013
12 აპრილს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. გამოძიება კეზერაშვილს ქრთამის აღებას და ორგანიზებული ჯგუფის წევრობას ედავება. ბრალდებული სასმარათლო სხომებზე არ ცხადდება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.