მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვრიდან ახალგორში ხელფასებისა და პენსიების გაზრდა იგეგმება
30 დეკემბერი, 2013
იანვრიდან ახალგორის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლება პენსიებისა და ხელფასების გაზრდას 20-30%-ით აპირებს. ადგილობროვების ცნობით, აღნიშნულ ცვლილებას დე ფაქტო ხელისუფლება მიმდინარე წლის სექტემბრიდან აპირებდა, თუმცა ახალგორელი მასწავლებლების თქმით, სექტემბერში ასეთი ცვლილება არ განხორციელებულა.
დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულამდე გადაიდო
27 დეკემბერი, 2013
ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულამდე გადაიდო. ცხინვალში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც სექტემბრიდან ახალგორისთვის საკვები რესურსებით მომარაგების საკითხზე მუშაობს, დასკვნას დეკემბრის თვეში ვერ დებს. როგორც ჩვენთვის ცხინვალიდან გახდა ცნობილი, ვიდრე ახალგორის რაიონის საკვები პროდუქციით მომარაგების პრობლემა არ გადაიჭრება, ახალი რეგულაციები ძალაში არ შევა.
,,ადითის“ შემდეგ ,,აისი“ - სადაზღვეო კომპანიების მიმართ მედიკოსების პროტესტი არ წყდება
27 დეკემბერი, 2013
ხაშურის სასწარფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებმა დღეს პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას მიმართეს და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა აღნიშნული ფორმით სცადეს ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. მედიკოსები სადაზღვეო კომპანია ,,აისი ჯგუფისგან“ ოთხთვიან სახელფასო ანაზღურებას ითხოვენ.
GPB-ის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა - კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის
27 დეკემბერი, 2013
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გამოხატავს შეშფოთებას, რადგან კოალიციის წევრების აზრით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა“. შესაბამისი განცხადება კოალიციამ 2013 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა.
აჭარის პროკურორმა შეხვედრების დღე გააუქმა
26 დეკემბერი, 2013
აჭარის ახალმა პროკურორმა, შოთა ტყეშელაშვილმა აუდიენციის დღე გააუქმა. იურისტები და ჟურნალისტები პროკურატურის ჩაკეტილობაზე საუბრობენ. რატომ გაუქმდა შეხვედრების დღე და რატომ აღარ პასუხობენ პროკურორები მედიის შეკითხვებს, ამის შესახებ აჭარის პროკურატურაში განმატებები არ კეთდება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა დაამტკიცა
26 დეკემბერი, 2013
თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა, წინა წელთან შედარებით 247 400 ლარით გაიზარდა. მომდევნო წლის ბიუჯეტში შემცირებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების, ინფრასტრუქტურის და ძეგლთა დაცვის ხარჯი.
მთავარი პროკურორის შესაძლო ნასამართლეობასთან დაკავშირებით, ვნებათაღელვა გრძელდება
26 დეკემბერი, 2013
23 დეკემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის.
„ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი სიმამრის სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერებია“
26 დეკემბერი, 2013
ლანჩხუთის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი შაქრო ბარამიძე გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.
სახალხო დამცველის ოფისს ამიერიდან ბავშვთა უფლებების მონიტორინგის სტანდარტები ექნება
25 დეკემბერი, 2013
სახალხო დამცველის ოფისის ბავშვთა უფლებების ცენტრი და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებენ.
ჩავარდნილი „ნარინიჯისფერი“ შემოდგომა აჭარაში
25 დეკემბერი, 2013
აჭარაში მანდარინის მოსავლის რეალიზაციით მოსახლეობა უკმაყოფილოა. უამინდობის გამო, მოსავლის ნაწილი ჯერ კიდევ დაუკრეფავია. დაკრეფილი კი, ან ყუთებში აწყვია და მყიდველს ელოდება, ან ნისიადაა გაყიდული. თავისმხრივ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნარინჯისფერი“ შემოდგომის წარმატებისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს.
GPB-ის მეურვეობის მსრუველ კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართება
24 დეკემბერი, 2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს შორის დებატები 24 დეკემბერს „მეორე არხის“ ეთერში გაიდაცემა. დებატები „რეალური სივრცის“ სტუდიაში ჩაიწერება. დებატების წამყვანი „მეორე არხის“ მთავარი პროდიუსერი, დოდო შონავა იქნება.
ხელისუფლება მოქალაქეებს შვედური კომპანიის დახმარებით უთვალთვალებს
24 დეკემბერი, 2013
ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სააგაენტოს სადაზვერვო (CIA) მოწყობილობის მასშტაბებთან შედარებით, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები, რომელსაც დღეში თითქოს 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენა შეუძლია - სასაცილოა. თუმცა, საზოგადოების აღშოთება იმით, რომ სახელმწიფო მათ ცხოვრებაში ცხვირს ჰყოფს, კვლავ უქმნის პიარ-პრობლემას ქვეყნის ხელისუფლებას.
მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა იმერეთში არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული
24 დეკემბერი, 2013
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის მანძილზე მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობით არაერთი ორგანიზაცია დაინტერესდა. ჩატარდა კვლევები, რომლის საფუძველზე არცთუ სახარბიელო შედეგი დაიდო -წინასწარი დაპირებების მიუხედავად, მაჟორიტარები, მათი ბიუროები არადამაკმაყოფილებლად მუშაობენ, ამომრჩევლების საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატისგან მეტ ყურადღებას და ქმედუნარიანობას ითხოვენ.
GPB-ს მეურვის შესარჩევმა კომისიამ კანდიდატთა არჩევის პროცესი შეაჯამა
24 დეკემბერი, 2013
საზოგადოებირვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებმა კანდიდატთა შერჩევის პროცესი 23 დეკემბერს შეაჯამეს. მათ მიერ შერჩეული 27 კანდიდატი უკვე გადაეგზავნა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლოსობას, რომლებიც 3-3 წევრს შეარჩევენ, ინფორმაცია მიიღეს სახალხო დამცველის აპარატმა, მისი კვოტით 2 მეურვე შეირჩევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ერთ წევრს შეარჩევს.
ღია კარის დღე უსახლკარო მოქალაქეებისთვის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში
23 დეკემბერი, 2013
20 დეკემბერს 12:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებმა უსახლკარო მოქალაქეებისათვის ღია კარის დღე გამართეს.
გურიის ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებებს გეგმავს
23 დეკემბერი, 2013
გურიის ახალი გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე მუშაობას ოფიციალურად 16 დეკემბრიდან შეუდგა. გიორგი ჩხაიძემ პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. იგი ჯერ ლანჩხუთის, შემდეგ ჩოხატაურის გამგეობის, ბოლოს კი გუბერნიის სამსახურების უფროსებს შეხვდა. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში რეორგანიზაცია განხორციელდება.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იქნება
20 დეკემბერი, 2013
კახეთის გუბერნატორად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა. მას გამგებლის თანამდებობა 2012 წლის 28 ნოემბრიდან ეკავა. შიოლაშვილი პროფრსიით იურისტია. გამგებლად დანიშვნამდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. 2007- 2010 წლებში იყო დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი რაიონულ საკრებულოში, პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროექტებისთვის თანხა შემცირდა
19 დეკემბერი, 2013
გორის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით მილიონ 700 ათასი ლარით არის გაზრდილი და 18 659 500 ლარს შეადგენს. 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 17 092 800 ლარი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ასევე 90 ათასი ლარითაა შემცირებული სოციალური პროექტების დაფინანსება, მომავალი წელს მუნიციპალიტეტს სოციალური კუთხით 810 000 ლარი აქვს გათვალიწინებული.
საქართველოში აივ ინფიცირებულ ქალთა რაოდენობა იზრდება
18 დეკემბერი, 2013
საქართველოშ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, აივ ინფიცირებულ ქალთა რაოდენობა იზრდება. 2013 წელს გამოვლენილ 443 აივ ინფიცირებულთა შორის 113 ქალია. არის გარდაცვალების შემთხვევები, სულ 85.
მერაბიშვილი მთავარ პროკურორს მუქარაში ადანაშაულებს
18 დეკემბერი, 2013
ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა.