მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გორის რაიონული სასამართლოში განაჩენები დროულად არ იწერება
30 ივნისი, 2007
გორის რაიონული სასამართლოში გამოტანილი განაჩენების დაწერას არც ერთი მოსამართლე არ ჩქარობს. განაჩენი რომელიც მხარეებს 14 დღის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს, ფურცელზე ხშირ შემთხვევაში დაწესებულ ვადაზე გვიან გადადის.
კახეთში, ადგილობრივი ხელისუფლება ქურდებთან თანამშრომლობს
29 ივნისი, 2007
„კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც რაიონები ხელში უჭირავთ, კანონიერი ქურდები და ე.წ. კარგი ბიჭები, მიუხედავად იმისა, ისინი თავად სჩადიან თუ არა დანაშაულს, თუკი ორგანიზებულ დანაშაულთან მათი კავშირი დამტკიცდება, ისინი აუცილებლად ჩასხდებიან ციხეში,“ - პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცავებმა ბევრი ავტორიტეტი დააპატიმრეს, მათ შორის კახეთშიც. ბევრზეც ძებნაა გამოცხადებული.
კახეთი ხმაურიანი დაჭერების მოლოდინში
25 ივნისი, 2007
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი კახეთში რაიონულ გამგეობებს ამოწმებს. დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიებაც სისხლის სამართლის საქმეზე, გურჯაანის რაიონული საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელ პირთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე. სამოხელეო დანაშაულებს იძიებს პროკურატურაც.
გორის პატრული საქართველოს კონსტიტუციას არღვევს
22 ივნისი, 2007
გორში, პატრულის „გადამეტებულმა“ მუშაობამ ხალხი შეაწუხა. მოქალაქეები, რომლებიც ქალაქში პატრულისათვის „უცხო“ ავტომობილებით მოძრაობენ, ყოველგვარი წესრიგის დარღვევის გარეშე, მათი დაკავების ობიექტები ხდებიან. სამხარეო სამმართველოსთან კი ნარკოლოგიური შემოწმებისათვის მიყვანილი ახალგაზრდების რიგები გაუთავებლად დგას.
80 წლის მოხუცს ჩვენებაზე უარის თქმის მოტივით ასამართლებენ
22 ივნისი, 2007
ხულოს რაიონის სოფელ გელაურაში მცხოვრებ შახზად ვანაძეს სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო მოსამართლემ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. ვანაძის განცხადებით, მან ჩვენება სასამართლოს იმიტომ ვერ მისცა, რომ ფაქტის თვითმხილველი არ იყო და არ იცოდა მომხდარის შესახებ. ვანაძეს წაყენებული ბრალის მიხედვით 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო პროცესები აუდი-ვიდეო ჩაწერის გარეშე
20 ივნისი, 2007
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას სასმართლო პროცესებზე ვიდეო და აუდიო ჩაწერების აკრძალვის შესახებ, სამეგრელოს ჟურნალისტები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მსგავსი აკრძალვა მათ ჟურნალისტურ საქმიანობასა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებაში ხელს შეუშლის.
ადვოკატები მართვად სასამართლოზე საუბრობენ
18 ივნისი, 2007
განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ ხელისუფლებად მიიჩნევა, რასაც საქართველოში მოქმედ სასამართლოებზე ვერ ვიტყვით. სასამართლოებს საქართველოში ან პროკურატურა, ან მხარის რწმუნებული, ანდა ნებისმიერი მაღალჩინოსანი აკონტროლებს. მართვადი სასამართლო ყველაზე მეტ პრობლემას ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს უქმნის. სასამართლოს წესით სიმართლის პოვნა თითქმის შეუძლებელია.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს
15 ივნისი, 2007
2007 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულისათვის არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 14–დან 12 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.
25 დღიანი პატიმრობა თავისუფალი სიტყვის და პოლიტპატიმართა დასაცავად
14 ივნისი, 2007
„თანასწორობის ინსტიტუტის“ სამი წარმომადგენელი - დავით დალაქიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი დაკავებულია. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავების მოტივად კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და გენერალური პროკურატურის შესასვლელი ნაწილის ბლოკირება დაასახელა. ადამიანის უფლებათა დამცველები კი მომხდარს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებენ.
კერძო მესაკუთრეებს საკუთრებას უნგრევენ
8 ივნისი, 2007
საქართველოში კერძო საკუთრების ხელყოფა ერთგვარ ჩვეულებად იქცა. ამჯერად საფრთხის წინაშე თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მფლობელები აღმოჩდნენ. კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აღნიშნულ ფართზე სავაჭრო ცენტრი აქვთ განთავსებული, საკუთრებას უნგრევენ. თუ ორშაბათამდე ისინი ფართს არ დაცლიან, მაღაზიებს დაულეწავენ.
ბავშვთა უფლებების დამცველებს უფლებები შეულახეს
7 ივნისი, 2007
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის აპრილში განხორციელებულ რეორგანიზაციას 300-ზე მეტი საშტატო ერთეული ემსხვერპლა. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის სამსახურის 12 თანამშრომელიც აღმოჩნდა.
პოლიციელების ჯართის ბიზნესისთვის 81 წლის კაცს ასამართლებენ
6 ივნისი, 2007
დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები გიორგი მჭედლიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო იხილავს. 81 წლის მოხუცს პროკურატურა ხუთტონიანი ავზის ქურდობაში სდებს ბრალს. განსასჯელი კი ჯართის უკანონო ბიზნესში ადგილობრივი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. მისი თქმით, გამომძიებელმა იგი შეცდომაში შეიყვანა და ხელი აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინა.
ანგარიშსწორება პოლიტიკური მრწამსის გამო
1 ივნისი, 2007
,,პოლიციელებმა კარები დაკეტეს ,,კრუგი” გააკეთეს და ხელებით, ფეხებით, როგორც ფაშისტები ისე მცემდნენ,” - ყვება ახალქალაქის რაიონის მკვიდრი სამველ საპონჯიანი. ის სამი წლის წინ მომხდარ ამბავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.