სხვა
26 ივნისი, 2008
26
ივნისს, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ,,წამების მსხვერპლთა
სარეაბილიტაციო ცენტრმა“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთობლივი აქცია
გამართა. 26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო
დღეა. რევოლუციის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ საქართველოში ადამიანების
წამების ფაქტები აღარ დაფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ხალხს დღემდე
აწამებენ. ,,არ აწამო, იწამე ადამიანი“ - ამ დევიზით ვერის პარკში
თეატრალური ჩვენება მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პლაკატებით
ხელში რუსთაველი გაიარეს და სახალხო დამცველის ოფისში იგივე თემაზე
მოწყობილ შეხვედრას შეუერთდნენ.