მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ერიკ ფურნიე: „მაქვს შთაბეჭდილება, რომ მოვისმინე ნეობოლშევიკური სახელმწიფოს აღწერა“
23 მარტი, 2011
საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს შთაბეჭდილება, რომ საქართველო ნეობოლშევიკური ქვეყანა უფროა, ვიდრე დემოკრატიული.
პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდება
23 მარტი, 2011
საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდს - www.president.gov.ge აქვს მომსახურება - წერილი პრეზიდენტს. ამ სერვისის საშუალებით მოქალაქეებს ელექტრონულად შეუძლიათ პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნა. თუმცა, გაგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მიდის და მოქალაქეებს უკან უბრუნდებათ გაფრთხილებით - მითითებულ ელექტრონულ მისამართს აქვს მიღების პრობლემა.
პრეზენტაცია ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში
22 მარტი, 2011
21 მარტს ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ბიზნესმენის სკანდალური აღიარება
22 მარტი, 2011
სიღნაღის რაიონში ერთ-ერთმა დიდმა საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. შპს „გიორგი - 3“ დამფუძნებელი გიორგი ჩირინაშვილი, რომელიც წნორში ავტოგასამართ კომპლექსს და ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებდა, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც იგი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანდა, ფინანსურმა პოლიციამ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.
ზვიად ხარებავას საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო
21 მარტი, 2011
18 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ გამოტანილ გაანჩენთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ჩრდილოვანი ანგარიში
21 მარტი, 2011
შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა, რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები 2010 წლის განმავლობაში.
დახურული პროცესი
18 მარტი, 2011
ყვარლის სასამართლო სოფელ ბალღოჯიანის სკოლის ყოფილი დირექტორის ზურაბ თაბაგარის საქმეს დახურულ სხდომებზე განიხილავს. თაბაგარს ბრალი მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების იძულებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება. სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებას არ აღიარებს. თანასოფლელებს მიაჩნიათ, რომ თაბაგარი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული.
გოგი თოფაძე: „უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და მოვიბოდიშოთ“
18 მარტი, 2011
კვიპროსში აფხაზი, ოსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ქართულმა მედიამ ძირითადად ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, გოგი თოფაძის ინტერვიუებით გააშუქა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სხვა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, ამ შეხვედრაზე არაფერი თქვან. Humanrights.ge-სთან საუბრისას გოგი თოფაძე ვერ ხსნის, რატომ გადაწყვიტეს მისმა კოლეგებმა, არ ისაუბრონ კვიპროსულ შეხვედრაზე.
მარტოხელა დედა: „200 ლარი წაგვართვეს, 300 წყალში ჩაყარეს“
18 მარტი, 2011
„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა - დამთავრდა დრო, როცა ხალხი უსმენდა მთავრობას, ახლა მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხსო. ჩვენ, მარტოხელა დედებს რატომ არ გვისმენენ? თუ ჩვენი პრობლემები ტაბუდადებულია?!“ - აცხადებს მარტოხელა დედა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.
სამძიმარი და თანადგომა იაპონელ ხალხს
17 მარტი, 2011
იაპონიაში მომხდარ ტრაგედიას ქართული არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 15 მარტს თბილისში იაპონიის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და იაპონელ დიპლომატს სამძიმრისა და თანადგომის წერილი გადასცეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა პოლიტპატიმარ ზვიად ხარებავას საქმესთან დაკავშირებით
17 მარტი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები და გამოარკვია, რომ იგი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული.
„ურჩი დევნილები“
16 მარტი, 2011
კახეთში, კურორტ „ახტალის“ სანატორიუმიდან, აფხაზეთიდან დევნილთა 44 ოჯახი პოლიციის ძალით გასული წლის აგვისტოში გამოასახლეს. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართში გადასვლას მხოლოდ 4 ოჯახი დათანხმდა. დანარჩენი 40 ოჯახი დღემდე ან ახლობლის სახლს აფარებს თავს, ან ქირით ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა თქმით, სამინისტროში მათ განუცხადეს, რომ „ურჩ დევნილებს“ არ ეხმარებიან.
ჟენევის პროცესი - გაყინული კონფლიქტის პარადიგმა შენარჩუნებულია
16 მარტი, 2011
საქართველოში რუსეთის ინტერვენციიდან ორი თვის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრიდან, ჟენევაში დიპლომატიური პროცესი იმ სამშვიდობო შეთანხმებების რეალიზაციისთვის დაიწყო, რომელიც იმავე წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაფორმდა. ორწელიწადნახევრის შემდეგ მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი ჟენევაში 4 მარტს კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველები ჟენევაში
15 მარტი, 2011
9-11 მარტს ჟენევაში, გაეროს ოფისში, სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველებმა კავკასიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრა „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელისა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საახალწლო კონცერტებისთვის, სულ მცირე, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა
15 მარტი, 2011
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საახალწლო კონცერტების ხარჯით დაინტერესდა და მართლია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო ინფორმაცია, რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს სამი „გრანდიოზული კონცერტი“ - ბათუმში, თბილისსა და მესტიაში.
ცვლილება კოდექსში - სასამართლო საქმეს იიოლებს
15 მარტი, 2011
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი კარის 78-ე მუხლში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
„შეზღუდული უფლებები“ - ადამიანის უფლებათა ცენტრი 2010 წლის ანგარიშს აქვეყნებს
14 მარტი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს 2010 წლის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ (ინგლისურ ენაზე), რომელიც ძირითადად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერილობას.
„სახელისა და გვარის მეტი აღარაფერი დამრჩა“ - ამბობს მრავალშვილიანი დევნილი
14 მარტი, 2011
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დევნილმა ოჯახმა მიმართა. მალხაზ შოშიტაშვილის ოჯახი სამი წელია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში, ძმის სახლში ცხოვრობს.
ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ჟენევაში აქცია გამართეს
14 მარტი, 2011
10 მარტს ჟენევაში, გაეროს ოფისის წინ, ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯნელმა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.აქცია უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა მოაწყო. მას ასევე შეუერთდა ნორვეგიული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლი“.
ტრამპმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობას მოაწერა ხელი
14 მარტი, 2011
საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს იყო შანსი, ეჩვენებინა, რომ მისი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეველოპერი მოიზიდოს. დეველოპერ დონალდ ტრამპისთვის კი ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი მსოფლიო სტანდარტების დონეზეა.