მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
მოსახლეობა ატომური რეაქტორის წინააღმდეგ
19 ივნისი, 2007
ხელისუფლება კახეთში, შირაქის ტერიტორიაზე ატომური რეაქტორის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები სწორედ ფრანგულ კომპანია „არევასთან“ მიმდინარეობს. მთავრობა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს და სანაცვლოდ ქართულ ეკონომიკაში სასიკეთო ცვლილებების მოხდენას ჰპირდება. მოსახლეობა კი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებითა და მშენებლობის დემონტაჟით იმუქრება.
აფხაზეთი – ტერიტორია თუ ხალხი?
19 ივნისი, 2007
„საქართველოში ვინმეს კიდევ აქვს სინდისი?“ – ეს კითხვა ერთ-ერთ ფორუმზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაწყებული კამპანიის „ბოდიშის“ პირველივე დღეებში გაჩნდა. კითხვის ავტორი აფხაზი იყო. პირველი მწვავე რეაქციების შემდეგ ამ კამპანიას ყურადღება ჰაინრიხ ბიოლის ფონდმაც დაუთმო და ტრადიციული დისკუსია მიუძღვნა. თბილისის ფორუმზე მოწინააღმდეგენი არათუ იდეას, არამედ დისკუსიის გამართვის ინიციატივასაც გამოუჩნდნენ.
დევნილებს აღარ გაასახლებენ
18 ივნისი, 2007
ქუთაისელ დევნილებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში არსებულ სასტუმრო „ქუთაისში“ თითქმის 15 წელია ცხოვრობენ, გასახლების საფრთხე აღარ ემუქრებათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა ადვოკატის შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო სასტუმროდან იქ მცხოვრებ პირთა გასახლება, ხოლო ფირმას რომელიც სასტუმროს მფლობელია, შეჩერებოდა უფლებამოსილება, დააკმაყოფილა.
ლიკვიდირებულის ოჯახი შსს-გან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
18 ივნისი, 2007
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები მალხაზ გუმაშვილის სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე მოითხოვს, სასამართლომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, მის სასაგებლოდ 15 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისროს.
ადვოკატები მართვად სასამართლოზე საუბრობენ
18 ივნისი, 2007
განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ ხელისუფლებად მიიჩნევა, რასაც საქართველოში მოქმედ სასამართლოებზე ვერ ვიტყვით. სასამართლოებს საქართველოში ან პროკურატურა, ან მხარის რწმუნებული, ანდა ნებისმიერი მაღალჩინოსანი აკონტროლებს. მართვადი სასამართლო ყველაზე მეტ პრობლემას ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს უქმნის. სასამართლოს წესით სიმართლის პოვნა თითქმის შეუძლებელია.
ეროვნული უმცირესობები ქართულ ტელე-სივრცეში
15 ივნისი, 2007
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ალტერნატივა“ ქართული ელექტრონული მედიის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის „ეთნიკური უმცირესობები ქართულ საინფორმაციო სივრცის“ ძირითად მიზანს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე შექმნილი სატელევიზიო გადაცემებისა და სიუჟეტების მონიტორინგი წარმოადგენდა.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს
15 ივნისი, 2007
2007 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულისათვის არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 14–დან 12 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.
ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეკომენდაციები მზადაა (ნაწილი მეორე)
14 ივნისი, 2007
2005 წლის აქტის მიხედვით, საქართველო უმცირესობათა დაცვის ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას შეუერთდა. იმისათვის, რომ კონვენცია მხოლოდ ფურცლებზე არ დარჩეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა.
25 დღიანი პატიმრობა თავისუფალი სიტყვის და პოლიტპატიმართა დასაცავად
14 ივნისი, 2007
„თანასწორობის ინსტიტუტის“ სამი წარმომადგენელი - დავით დალაქიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი დაკავებულია. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავების მოტივად კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და გენერალური პროკურატურის შესასვლელი ნაწილის ბლოკირება დაასახელა. ადამიანის უფლებათა დამცველები კი მომხდარს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებენ.
„მე-ადამიანი” - დოკუმენტური ფილმები მშვიდობისა და ადამიანის უფლებების შესახებ
13 ივნისი, 2007
ზუგდიდში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი „მე-ადამიანი” გაიმართა. სამი დღის განმავლობაში დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, რომელიც კავკასიაში პირველად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მშვიდობასა და ადამიანის უფლებებზე გადაღებული 6 ფილმი აჩვენეს.
აქტიფედი - „კაიფის“ იაფი საშუალება
13 ივნისი, 2007
გორში უკვე მწვავე პრობლემად იქცა ერთი შეხედვით უსაფრთხო წამალი - აქტიფედი. ბავშვისთვის განკუთვნილ, ამოსახველებელ საშუალებას, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებმა ახალი დანიშნულება მოუძებნეს. აქტიფედს „მარგანცოვკაში“ და რუსულ ასპირინში გარევის შემდეგ დანიშნულება ეცვლება.
ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეკომენდაციები მზადაა (ნაწილი პირველი)
12 ივნისი, 2007
საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან და ხელისუფლებას რეკომენდაციათა პაკეტს სთავაზობენ. ტოლერანტობა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სახელმწიფო ენის არცოდნა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც ისინი თამამად საუბრობენ. თუმცა, არც ის დადებითი ავიწყდებათ, რაც ამ მიმართულებით კეთდება.
ფოკა იძირება
12 ივნისი, 2007
300 კომლიანი სოფელი ჩაძირვის პირასაა. სოფელ ფოკის მაცხოვრებლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს უყურადღებობაში სდებენ ბრალს. სოფელში შექმნილ მძიმე სოციალურ პირობებს სტიქიაც დაემატა. ფოკელები ფიქრობენ, რომ ისინი ხელისუფლებამ დაივიწყა.
კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ
11 ივნისი, 2007
ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე ყოფილ „ყრუ-მუნჯთა” საზოგადოების შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 33 ოჯახი დახმარებას ითხოვს. შენობის ახალი მეპატრონის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა პირველ ივნისს ამოიწურა. მართალია მეპატრონე კვიკვიანიამ წერილში მითითებული ძალა, პოლიცია არ გამოიყენა, მაგრამ დევნილები შიშობენ, რომ მათი გასახლება შეიძლება უიარაღოდაც მოხერხდეს.
შესაძლოა, ხელფასები 25%-ით შემცირდეს
11 ივნისი, 2007
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები წარუდგინა. მისი მიხედვით, ორი გადასახადი - საშემოსავლო და საციალური ერთიანდება. თუ დღემდე დაქირავებული ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით 12%-ს იხდიდა, დამქირავებელი კი სოციალური გადასახადის სახით 20%-ს, ცვლილებების შემდეგ, ამ ორი გადასახადის გადამხდელი მხოლოდ დაქირავებული იქნება. ორი გადასახადიხ ჯამი კი 32%-ის ნაცვლად 25% იქნება.
ჩაბნელებული ქობულეთი
8 ივნისი, 2007
„ოცი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად ინფორმაცია მომენატრა. ხალხი იპარავს შუქს, - რა ქნან, პურის ფული არ აქვთ. ოცი ლარი გადავიხადე. გუშინ საღამოს ჩამირთეს სინათლე,“ - ასე დაიწყო უშუქობაზე საუბარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ და პირველი ჯგუფის ინვალიდმა, სოფელ კონდიდის მცხოვრებმა, 92 წლის, ისმაილ მენაღარიშვილმა.
კერძო მესაკუთრეებს საკუთრებას უნგრევენ
8 ივნისი, 2007
საქართველოში კერძო საკუთრების ხელყოფა ერთგვარ ჩვეულებად იქცა. ამჯერად საფრთხის წინაშე თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მფლობელები აღმოჩდნენ. კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აღნიშნულ ფართზე სავაჭრო ცენტრი აქვთ განთავსებული, საკუთრებას უნგრევენ. თუ ორშაბათამდე ისინი ფართს არ დაცლიან, მაღაზიებს დაულეწავენ.
,,ბოდიშის” კამპანია ახალციხეში
7 ივნისი, 2007
,,ბოდიშის” კამპანიამ ანუ მიმართვა აფხაზი ხალხისადმი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო გამოძახილი ახალციხის რაიონშიც პოვა.
საზღვრისპირა სოფლებიდან მოსახლეობა აიყარა
7 ივნისი, 2007
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელი სამთაწყარო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ისტორიულ ჰერეთთან დამაკავშირებელი ხიდის ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა. სტატისტიკური მონაცემებით, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები 480 ოჯახიდან 200-მდე ოჯახმა სამთაწყარო უკვე დატოვა. გლეხებმა მონებად სამუშაოდ თურქეთს, აზერბაიჯანსა და ერაყს მიაშურეს. იგივე მდგომარეობაა სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედშიც. მიტოვებულ ადგილებს აზერბაიჯანიდან გადმოსული მწყემსები იკავებენ და მკვიდრდებიან.
ბავშვთა უფლებების დამცველებს უფლებები შეულახეს
7 ივნისი, 2007
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის აპრილში განხორციელებულ რეორგანიზაციას 300-ზე მეტი საშტატო ერთეული ემსხვერპლა. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის სამსახურის 12 თანამშრომელიც აღმოჩნდა.