მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
შოთა აფხაიძე: „ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“
8 სექტემბერი, 2009
ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტების დაპატიმრების და დაშინების მცდელობა საზოგადოებისთვის უცხო აღარაა. სტუდენტი ახალგაზრდობის „დემოკრატიული ლიგის“ ვიცე-პრეზიდენტი და „დაიცავი საქართველოს“ წევრი შოთა აფხაიძე მუქარის ზარებს უკვე მიეჩვია. მასზე ორი თავდასხმაც განხორციელდა. აგვისტოს თვეში შვიდჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს. შოღა აფხაიძე აცხადებს, რომ ამჯერად მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება: „სარწმუნო წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ჩემზე სერიოზულ შურისძიებას გეგმავს, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ, არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა გატაცების ან წამების გზით მოახდინონ ჩემთან ანგარიშსწორება“, - აცხადებს აფხაიძე.
აჭარელ მოვაჭრეებს ტურისტული სეზონის გადასახადი დააკისრეს
7 სექტემბერი, 2009
ქობულეთის სავაჭრო ცენტრი „ოქროს არწივი“ რამოდენიმე დღეა დახურულია. მოვაჭრეები გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ.
ვისი ტელევიზორი ვისი სახურავის ქვეშ
7 სექტემბერი, 2009
ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში გაწეული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი და ადგილობრივი გაზეთი „ქართლის ხმა“ ერთობლივად ახორციელებს. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე ორივე ორგანიზაციამ არაერთი განცხადება შეიტანა ადგილობრივ მთავრობაში, თუმცა პასუხებს ან საერთოდ არ გვცემდნენ ან არასრულყოფილად და დაგვიანებით გვაწვდიდნენ.
ციხე - კონტროლისთვის დახურული ზონა
4 სექტემბერი, 2009
გადატვირთული საკნები, შეზღუდული სამედიცინო მომსახურება, სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეული ტკივილებით შეწუხებული პატიმრები და თვითმკვლელობის არაერთი შემთხვევა - ეს ის პრობლემებია, რომელზეც ქუთაისის №2 საპყრობილის პატიმრის ახლობლები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ.
ლევან გოგიჩაიშვილი-შურისძიების მსხვერპლი
3 სექტემბერი, 2009
ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტის ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. სასამართლო დღეს ბრალდების მტკიცებულებებს განიხილავს... გოგიჩაიშვილის ადვოკატი და მეგობრები სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი ობიექტურობის იმედი არა აქვთ.
პარლამენტმა ქონების წართმევის წესები დააკანონა
2 სექტემბერი, 2009
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების „ინტერნეიშნლ ბილდინგ ქომფანისა“ და „პრიზას“ ქონებას დღეს აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანენ. ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აგარაკის გაყიდვასაც აუქციონის წესით გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ ქონება აუქციონზე გატანის შემთხვევაში ორჯერ არ გაიყიდება, ახალი კანონმდებლობით, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს.
ყუბანეიშვილს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობის უფლება არ ჰქონდა
2 სექტემბერი, 2009
სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შპს „სიგმა პლუსმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში 2009 წლის 27 თებერვალს შეიტანა. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე 2008 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა პროცესის მსვლელობის შემაფერხებელი იურიდიული გარემოება, სასამართლო პროცესი ხელოვნურად არაერთხელ გადაიდო. შპს „სიგმა პლუსის“ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები მერი ჯაფარიძე და მანანა კობახიძე იცავენ.
„სასამართლო პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფება“
1 სექტემბერი, 2009
მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულის სასარგებლოდ, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გირაო მხოლოდ მას შემდეგ გადაიხდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას გამოიტანს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოსამართლე უფლებამოსილია ნაწილობრივ ან მთლიანად დააკმაყოფილოს გამომძიებლის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, ან საერთოდ უარი თქვას მის გამოყენებაზე და ბრალდებული გაათავისუფლოს. დადგენილი წესების მიუხედავად პროკურორმა ბრალდებულს გირაო მოსამართლის მიერ შუამდგომლობის განხილვამდე გადაახდევინა.
მოქალაქე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს
31 აგვისტო, 2009
აფხაზეთის ომის მონაწილის, რამაზ გორგაძის მეუღლე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს. სასამართლოს მიერ 2007 წლის 7 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოსამართლე მერიას აღნიშნული საკითხის შესწავლას და ნუცუბიძეების ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას ავალებს. ქუთაისის მერიაში მოქალაქე მარინა ნუცუბიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით განცხადება არაერთხელ შეიტანა, თუმცა, ამას რეაქცია დღემდე არ მოჰყოლია.
გარევაჭრობა ქუთაისის მერიის წინ
26 აგვისტო, 2009
გარევაჭრობამ ქუთაისში „მისამართი შეიცვალა“. საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პირველადი მოხმარების საგნებით სავსე ჩანთები გარემოვაჭრეებმა უკვე რამდენიმე დღეა ქალაქის მერიის წინ დააწყვეს და სახელდახელო ვაჭრობა გააჩაღეს. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს.
ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ოჯახები აქციების გამართვას გეგმავენ [ ვიდეო ]
26 აგვისტო, 2009
24 აგვისტოს ბუტა რობაქიძეს 24 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2004 წელს დიდუბის ეკლესიასთან მოკლეს. მისი მკვლელს, პოლიციელ გრიგოლ ბაშალეიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდაცვლილის მშობლებისა და ახლობლების მიერ მის მფარველებად მიჩნეული ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე დაუსჯელები არიან. ისინი სასამართლოს დღემდე არ დაუკითხავს და აქტიურად განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომობას.
ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან
25 აგვისტო, 2009
ერთი მაგიდა, 4 სკამი, საწოლი, ტელევიზორი და მაცივარი - ეს ის ქონებაა, რომელსაც კოდორის ხეობიდან 10 აგვისტოს აბარგებული ოჯახების უმრავლესობა დღეს ქუთაისში ფლობს. გარდა ამისა, აქვთ ძველი სამხედრო ლიცეუმის შენობა, რომელიც მათთვის უცხოელებმა გაარემონტეს და რომელშიც მიმდინარე წლის 2 მარტიდან ცხოვრობენ. ისინი უკმაყოფილებას არ მალავენ და საკუთარ გასაჭირზე ყველას ხმამაღლა უყვებიან - იქნებ ხელისუფლებას ხმა ამგვარად მაინც მიაწვდინონ.
სახელმწიფო „ოქრუაშვილის მონების“ წინააღმდეგ
24 აგვისტო, 2009
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიზეზით ასობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სასამართლოში უჩივის. მოპასუხეთა სრულ უმრავლესობას ჯარში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების თაობაზე სამინისტროსთან ხელშეკრულება, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს აქვს გაფორმებული. თავდაცვის სამინისტრო თითოეული ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან, ჯარიმის სახით თანხის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, დაახლოებით, 30 ათასიდან 40 ათასამდე ლარის ოდენობით.
„რესპუბლიკელები“ გორში სამართალს ვერ პოულობენ
24 აგვისტო, 2009
გორის რაიონულმა სასამართლომ 14 აგვისტოს რესპუბლიკური პარტიის აქტივისტს თამაზ ტლაშაძეს, რომელიც პარტიის წევრთა განცხდაებით მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის ისჯება, 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს კი 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე რესპუბლიკელ ზაალ გუდაძესაც. გუდაძეს ცეცხლასასროლი და ფეთქებადი ნივთიერებების შენახვა ტარება ედება ბრალად. „რესპუბლიკელები“ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპალაციო სასამართლოში აპირებენ.
14 დღით დაკავებულმა მელორ ვაჩნაძემ შეიძლება ციხეში 7 წელი გაატაროს
24 აგვისტო, 2009
20 ივლისს პარლამენტის შესასვლელთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპატიმრებული ახალგაზრდული მოძრაობა „შემოგვიერთდის“ წევრი მელორ ვაჩნაძე, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მოტყუებული სოფელი და სატელეფონო ანძებს შეწირული ჯანმრთელობა
21 აგვისტო, 2009
უგზოდ, უტრანსპორტოდ, უშუქოდ და უწყლოდ დარჩენილ ლანჩხუთის რაიონის სოფელში კოკათში ბოლო დროს სხვადასხვა დაავადებებმა იჩინა თავი. სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამის მიზეზი მობილური ტელეფონის ანძებია, რომლებიც დასახლებულ ტერიტორიაზე განთავსებული.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო
21 აგვისტო, 2009
12 აგვისტოს ძალოვან მინისტრებსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა შედგა. ეს შეხვედრა, 6 აგვისტოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაიგეგმა.
საქართველო მსოფლიოს არასტაბილურ ქვეყნებს შორის 33–ე ადგილზეა
20 აგვისტო, 2009
საქართველო მსოფლიოს არასტაბილური ქვეყნების რეიტინგში 33–ე ადგილს იკავებს. რეიტინგს გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ აქვეყნებს. რეიტინგი სხვადასხვა ქვეყანაში 12 საკვანძო ინდიკატორის მიხედვით შედგა. მათ შორისაა ეკონომიკური ვარდნა, ადამიანის უფლებები, ქვეყნიდან ადამიანების მიგრაცია, მოსახლეობის კრიტიკუდი განწყობა მთავრობისადმი და სხვა.
დასვენება ჩინოვნიკებისთვის და გაჭირვება მოსახლეობისთვის...
20 აგვისტო, 2009
სოფელ ფლავის მაცხოვრებლები გორში, სამხარეო ადმინისტრაციისგან დახმარების სათხოვნელად ჩამოვიდნენ. სოფლიდან ჩამოსულ ადამიანებს ადმინისტრაციაში პრაქტიკულად არავინ დახვედრია. საქმე ისაა, რომ ჩინოვნიკები ერთდროულად გავიდნენ შვებულებაში, რის გამოც შიდა ქართლი ფაქტობრივად კანცელარიის მთავარ უფროსს - ზურაბ ლომიძეს აბარია.
მაჰმადიან მესხთა პრობლემა პრობლემად რჩება
18 აგვისტო, 2009
ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად ე. წ. „თურქი მესხების“ რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. დადგენილი ვადის ამოწურვამდე რჩება მხოლოდ 2 წელი, მაგრამ მაჰმადიან მესხთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის არც საჭირო თანხა არსებობს, არც შესაბამისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში. მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველები კი სრულიად სამართლიანად ითხოვენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში მასიურად და უხეშად ირღვეოდა მათი უფლებები. დეპორტირებულ მესხებს კი სამშობლოში დასაბრუნებლად მხოლოდ იურიდიული საფუძველი გააჩნიათ.