მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პროკურატურა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს არ იძიებს
30 ნოემბერი, 2011
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ორი რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენი პროკურორისგან ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. პროკურატურა ზეწოლის არცერთ ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს.
შორენა ხანგოშვილის საქმე სასამართლო განხილვის გარეშე დასრულდა
29 ნოემბერი, 2011
პროკურატურამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ყოფილ ჟურნალისტთან შორენა (ასმათ) ხანგოშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ხანგოშვილმა შეთანხმების სანაცვლოდ ბრალდება აღიარა. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში ადანაშაულებდა.
მელორ ვაჩნაძე რუსთავის მე–17 კოლონიაში მძიმედ დაავადდა
25 ნოემბერი, 2011
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს და სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, მიმართეს თხოვნით, დაეხმარონ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძეს.
აჭარაში სასამართლოებს სპიკერი მოსამართლეები არ ჰყავს, საჯარო ინფორმაცია მედიისთვის მიუწვდომელია
25 ნოემბერი, 2011
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მედიის წარმომადგელები ვერც საჯარო ინფორმაციას იღებენ და ვერც კომენტარს, რადგან აჭარაში მოქმედ სასამართლოებში სპიკერი მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის.
რეფორმები, რომელიც ევროპას გვაშორებს
24 ნოემბერი, 2011
რა უფრო მნიშვნელოვანია - სიმდიდრე თუ კეთილდღეობა? ევროპამ ამ კითხვას წლების წინ უპასუხა და განაცხადა, რომ სიმდიდრე კეთილდღეობას არ ნიშნავს. ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგია სწორედ ამ პრინციპს ემყარება - განვითარდი ნელა, მაგრამ უსაფრთხოდ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ აქვს გეზი აღებული, მისი რეალური ქმედებები მაინც ეწინააღმდეგება ევროპის პოლიტიკას.
შანტაჟისტი პოლიციელი ნაპოვნია
22 ნოემბერი, 2011
გაზეთმა „ბათუმელებმა“ მიაკვლია იმ პირს, ვინც გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შანტაჟის გზით, აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. გაზეთი „ბათუმელები“ მის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.
გიორგი ტუღუში: „სასამართლო სისტემაში ძირეული პრობლემები კვლავ რჩება“
22 ნოემბერი, 2011
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 16 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე („მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში“), სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. Humanrights.ge გთავაზობთ მისი მოხსენების ძირითად ნაწილს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე
18 ნოემბერი, 2011
ევროპარლამენტმა 17 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდეს ევროკავშირს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ცნოს, მიესალმება საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს“ დემოკრატიულ რეფორმებში და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას „კიდევ უფრო განავითაროს დემოკრატიული გარემო სიტყვის თავისუფლებისთვის“.
ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად მიმართავს
18 ნოემბერი, 2011
17 ნოემბერს ოპოზიციონერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ადვოკატები საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე უახლოეს დღეებში მიმართავენ პრეზიდენტ სააკაშვილს.
აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხე ემუქრება
18 ნოემბერი, 2011
იუნესკომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში ოფიციალურად შეიტანა. ენათმეცნიერების მოსაზრებით, თუ აფხაზური ენის გადასარჩენად გადამჭრელი და ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, 20-30 წლის შემდეგ ეს ენა მხოლოდ ერთეულებსღა ეცოდინებათ.
დაფუძნდა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“
17 ნოემბერი, 2011
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს. როგორც მედიასახლ „პალიტრის“ საკონფერენციო დარბაზში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, კოალიცია 8 არასამთავრობო ორგანიზაციას და ორ ექსპერტს აერთიანებს.
„ბანკი ქართუ“ საბანკო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებებით შეშფოთებულია
15 ნოემბერი, 2011
ბანკი „ქართუს“ განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო პოლიტიკის შედეგად ბანკიდან 45 მლნ ლარის დეპოზიტების გადინება მოხდა. ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართუ ბანკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ხელისუფლება პენსიონერებს არათანაბარ პირობებში აყენებს
15 ნოემბერი, 2011
საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი სოციალური ინიციატივა გამოაცხადა: მომავალი წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსია 140 ლარი გახდება, ხოლო 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერი მიიღებს. ეს ინიციატივა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას დაუკავშირდა და მასში უკვე აისახა პენსიების გაზრდისთვის საჭირო ხარჯები.
ბათუმის მერიის თანამშრომელებს მობილურ ტელეფონებს საბიუჯეტო თანხებით შეუძენენ
14 ნოემბერი, 2011
ბათუმის მერიის თანამშრომლებს ქალაქის ბიუჯეტიდან მობილურ ტელეფონებს შეუძენენ. ტელეფონებისთვის ბიუჯეტიდან 13 000 ლარი გამოიყო. თუ რატომ გახდა აუცილებელი საჯარო მოხელეთათვის მობილური ტელეფონების შეძენა ბიუჯეტიდან, ბათუმის მერიისგან პასუხის ვერ მივიღეთ.
ერთი ნულით ნაკლები
10 ნოემბერი, 2011
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა საკითხზე დისკუსიები ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა. 2011 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათ მემკვიდრეებს სახელმწიფოსაგან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიეცათ, მაგრამ...
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა
9 ნოემბერი, 2011
კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მიმართა. ჟურნალისტი კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილ პროკურორს ლევან საჩიშვილს უჩივის და მისი მხრიდან მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში - სააკაშვილის მორიგი ბავშვური გართობა თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
9 ნოემბერი, 2011
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრეზიდენტისგან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სიურპრიზს ელოდება.
დაკავებული ახალგაზრდების მეგობარი პოლიციის შენობას ტრაილერით შეეჯახა
9 ნოემბერი, 2011
ქალაქ ლანჩხუთში ჩხუბი მოხდა, რის გამოც, პოლიციამ სამი ახალგაზრდა დააკავა. დაკავებულთა გაბრაზებული მეგობარი პოლიციის შენობას ტრაილერით სამჯერ დაეჯახა.
ზუგდიდის საპყრობილესთან მოკლული პატიმრის ცხედარი მიიტანეს
9 ნოემბერი, 2011
ზუგდიდის № 4 საპყრობილეში 31 ოქტომბერს მოკლული პატიმრის, 42 წლის მურმან კალანდიას ცხედარი ოჯახის წევრებმა 8 ნოემბერს იმ დაწესებულების წინ მიიტანეს, სადაც გარდაცვლილი სასჯელს იხდიდა.
გზა შინისაკენ - მესხების დაბრუნება
8 ნოემბერი, 2011
ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით, საქართველომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ იძულებით დეპორტირებული მესხები ისტორიულ სამშობლოს უნდა დაუბრუნოს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2012 წლისთვის დასრულდება. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების მსურველებს საბუთების წარდგენის ვადა 2010 წლის იანვრამდე ჰქონდათ. დევნილთა სამინისტროში სულ 5841 მესხი ოჯახის აპლიკაცია შევიდა.