მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო
11 მაისი, 2015
მოხმარებელთა ქსელი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს
8 მაისი, 2015
1 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. კანონმდებლებმა ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნასთან, კერძოდ კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის დახურული აღმოჩნდა.
გიორგი ცომაია სასამართლომ გაამართლა
7 მაისი, 2015
6 მაისს ბრალდებული გიორგი ცომაია თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო. გიორგი ცომაიას საქმეს საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განიხილავდა. სასამართლოზე ცომაიას ინტერესებს მარიამ ნეფარიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი თამარ ავალიანი იცავდნენ.
პრეს-რელიზი - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ცომაია სასამართლომ გაამართლა
6 მაისი, 2015
7 მაისს, 11:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ცომაიას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გადადო - გიორგი ონიანი საქართველოში დაბრუნდა
5 მაისი, 2015
5 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრს რეპორტიორის პრეს-კლუბში საქართველოს მოქალაქე გიორგი ონიანის საქართველოდან გაძევების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია უნდა გაემართა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი ონიანის საქართველოდან გაძევებას აპროტესტებს
4 მაისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრი შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს მოქალაქე გიორგი ონიანის აზერბაიჯანიდან საქართველოში უსაფრთხო და დროული დაბრუნების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებს.
სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება
4 მაისი, 2015
2015 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „პატიმრობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე მოცულობით კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფოტოგადაღების უფლებას ანიჭებს. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი სასჯელაღსრულების სისტემაში ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებას ისახავს მიზნად.
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში
4 მაისი, 2015
2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ბრძოლას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის უმცირესობათა უფლებები, ქალთა უფლებები, რელიგიის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება, ეფექტური მექანიზმის შემუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვ...
სასამართლო დავა ონკოლოგიური პაციენტის მცირეწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხზე
29 აპრილი, 2015
22 წლის ონკოლოგიური პაციენტის, მერი ნადირაშვილის ყოფილი მეუღლე, ლევან რაზმიაშვილი მათ საერთო შვილზე მეურვეობას ითხოვს. მერი ნადირაშვილს სიმსივნის დიაგნოზი 2 წლის წინ დაუსვეს. ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტი დიაგნოზის დასმისას 3 თვის ორსული იყო. მძიმე დიაგნოზის გამო მერი მეუღლემ მიატოვა. პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.
ილახება თუ არა მოქალაქის კერძო საკუთრების უფლება
28 აპრილი, 2015
რამდენიმე წელია, მაგდალინა არჩვაძე, როგორც თავად ამბობს, მის საკუთრებაში არსებულ 100 კვ/მ ფართის მიწისა და მასზე განთავსებულ ე.წ. „ფინური ვაგონის“ დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. აღნიშნული ფართი და ვაგონი ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. მაგდალინა არჩვაძის თქმით, მიწის ფართი მას მუზეუმმა გამოუყო, ხოლო ვაგონი საზკვების ტრესტისგან შეისყიდა.
ეგვიპტის მოქალაქეს სასამართლომ მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა
22 აპრილი, 2015
„კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“ - ამგვარი დასკვნა ეგვიპტის მოქალაქე ემად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმმა რამდენჯერმე მიიღო. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას საქართველოში ბინადრობის უფლებაზე უარი უთხრა ისე, რომ კონტრდაზვერვის დასკვნის მართებულებას ყურადღება არ მიაქცია.
ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა
16 აპრილი, 2015
ინტერპოლმა საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა; ის თბილისის მიერ მთელი რიგი ბრალდებების გამო იძებნება, რომელთაც მისი თანაგუნდელები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
ეს შენ გეხება“ შსს-ს მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
14 აპრილი, 2015
კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს.
სახალხო დამცველის ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების შესახებ
14 აპრილი, 2015
2015 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ინიციატივა წარმოადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით.
რა ცვლილებებს გეგმავს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე
9 აპრილი, 2015
პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სწორედ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონა საკანონმდებლო ორგანომაც, რომელმაც 20 მარტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით მხარი დაუჭირა.
პატიმრის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ
7 აპრილი, 2015
ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. 2013 წლის 12 მაისს გეგუთის მე-14 დაწესებულებაში სასტიკად ნაცემი 24 წლის პატიმრის ახლობლები საქმის ობიექტურ მოკვლევას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
უარი შუამდგომლობებზე
3 აპრილი, 2015
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესი ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა სასამართლოში, რომლის შენობაც, ადგილობრივების თქმით, მეფის რუსეთის დროს ცხენების თავლას ეკუთვნოდა, 31 მარტის 11 საათზე განახლდა. სხდომას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე, ადგილობრვი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროკურატურის გაჭიანურებული საქმეები
2 აპრილი, 2015
2 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს გაჭიანურებული საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
ყოფილი პოლიტპატიმარი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს
2 აპრილი, 2015
ყოფილი პოლიტპატიმარი პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვს. humanright.ge-თან საუბრისას, ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ დეტალებს იხსენებს, რომლებიც სასჯელის მოხდის პერიოდში, მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა.
მსჯავრდებული გიორგი მარსაგიშვილი დახმარებას ითხოვს
30 მარტი, 2015
23 მარტს ბათუმის №3 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, გიორგი მარსაგიშვილმა განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს. პატიმრი №3 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე წერს. მისი თქმით, დაწესებულებაში არსებულ კარცერებში სპეციალურად არის შექმნილი სიცოცხლისთვის საშიში ვითარება.