მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სიღნაღში სასტუმრო „ფიროსმანის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები სცემეს
30 სექტემბერი, 2010
ადამიანის უფლებათა ცენტრის საგანგებო მიმართვა
29 სექტემბერი, 2010
ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილ სტუდენტებს ისეთივე სასჯელი ერგოთ, როგორიც გახმაურებულ მკვლელობებში მსჯავრდებულებს ორშაბათს, 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში გაიმართება საგანგებო პრესკონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.
მოსამართლე კოჭლამაზაშვილი პროკურატურის დაკრულზე ცეკვავს
29 სექტემბერი, 2010
თბილისის საქალაქო სასამართლოში „დაზარალებული ბრალდებულების“ პროცესი დასრულდა. 28 სექტემბერს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანური განაჩენი გამოიტანა. მან 3 წლით და 6 თვით პატიმრობა და 3000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრეს. შედარებისთვის: ბუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობისათვის ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულ პირებს საპატიმროში 4 წელიც არ გაუტარებიათ.
ბათუ საღინაძემ ევროსასამართლოში საქმე მოიგო
29 სექტემბერი, 2010
ადვოკატების ნაწილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ეჭვის თვალით უყურებს
28 სექტემბერი, 2010
სასამართლო პროცესების განხილვა მათი უშუალო მონაწილეობით მოხდება. ისინი გადაწყვეტენ განსასჯელის ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს, საბოლოოდ კი, გამოიტანენ ვერდიქტს. მსაჯული ხდება საზოგადოება - სასამართლო ხელისუფლების მიერ კარგად გაპიარებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 1 ოქტომბრიდან მოქმედებას იწყებს.
პროკურატურამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი დააკავა
28 სექტემბერი, 2010
პროკურატურის ერთწლიანი მუშაობა ქუთაისის ხანდაზმულთა და ინვალიდთა სარეაბილიტაციო რეგიონულ ცენტრში ყოფილი მთავარი ექიმისა და მთავარი ბუღალტრის დაკავებით დასრულდა. გაფლანგული 400 ათასი ლარი და დარღვევები პაციენტთა სამედიცინო ისტორიებში - ასეთია ბრალდება, რომელსაც პროკურატურა დაკავებულებს უყენებს.
„დაზარალებული ბრალდებულები“ სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში
28 სექტემბერი, 2010
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების: ზაზა შავლიაშვილის, ვასილ გიგუაშვილის, ნიკა ბერუაშვილის, როლანდ ნიკოლოზაშვილის და საბა მღვდელაძის სასამართლო პროცესი. 27 სექტემბერს სასამართლომ ადვოკატების სიტყვა მოისმინა. მოსამართლე კი განაჩენს დღეს, 28 სექტემბერს გამოიტანს. დაცვით სიტყვაში, ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე, ქმედების არასწორ სამართლებრივ კვალიფიკაციასა და ბრალმდებლის მიერ მოთხოვნილი სასჯელის უსაფუძვლობაზე.
პოლიციელს „შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების“ უფლება დაუკანონდა
28 სექტემბერი, 2010
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც პოლიციელს „შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების“ უფლებას უკანონებს. ცვლილებების თანახმად, პოლიციელს „დანაშაულის შესაძლო ჩადენის“ შესახებ „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს პირი „ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული“ ვადით და „შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება“. და თუ ამ შემოწმებისას წარმოიშვება ჩხრეკის საფუძველი, „უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას“.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ახალი ვებ - გვერდი შეიქმნა
24 სექტემბერი, 2010
„დაზარალებული ბრალდებულების“ მდგომარეობა პროკურატურასთან შეკრულმა ადვოკატმა დაამძიმა
24 სექტემბერი, 2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ სასწავლებლის წინ დაჭრეს, ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 23 სექტემბერს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ ოთხი განსასჯელის მიმართ ერთი და იგივე სასჯელი მოითხოვა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და პლუს 3 500 ლარი ჯარიმა. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ, რომელმაც წინა სხდომაზე მოულოდნელად ე. წ. აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურორმა სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით და 2000 ლარი ჯარიმა.
„მოხალისე ჯაშუში“ - ფილმი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულ თან უნდა ატაროს
23 სექტემბერი, 2010
22 სექტემბერს კინოს სახლში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმის - „მოხალისე ჯაშუშის“ ჩვენება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ტელესტუდიაში (hridc.tv) გადაღებულმა ფილმმა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას საქმეს ეხება, დიდი ინტერესი გამოიწვია. კინოს სახლის დარბაზი მაყურებელმა მთლიანად შეავსო. დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აგრეთვე - ვახტანგ მაისაიას კოლეგები - სხვადასხვა დარგის ექსპერტები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ვის უახლოვდება კუდი გორის გამგეობაში?
23 სექტემბერი, 2010
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ნატრიაშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას მოულოდნელი ინფორმაცია მოჰყვა. გარდაცვალებამდე მასთან სამართალდამცვები იმყოფებოდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა როგორც კი ამ მასალაზე მუშაობა დაიწყო, გავრცელდა ახალი ინფორმაცია სოფელ კარალეთის გამგებლის, ზვიად ბერიანიძის და ასევე გორის მუნიციპალიტეტის მიწის მართვის განყოფილების უფროსის, მარიამ ორჯონიკიძის დაკავების შესახებ. ორივეს ქრთამის აღება დასდეს ბრალად. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სოსო თოფურიძემ განაცხადა.
ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებისგან წამებისა და სასტიკი მოპყრობის აღკვეთას მოითხოვს
22 სექტემბერი, 2010
21 სექტემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში მისი მე-4 პერიოდული ვიზიტის შესახებ, რომელიც 2010 წლის თებერვალში განხორციელდა. ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდა საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე.
ოზურგეთის პროკურატურაში დასაკითხ ჩინოვნიკთა რიგები დგას
22 სექტემბერი, 2010
მოკლეს თუ დაიხჩო? - ოჯახი სახელმწიფოსგან გამოძიებას ითხოვს
21 სექტემბერი, 2010
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მკვიდრის 29 წლის ელგუჯა ახალაიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე არაოფიციალური ვერსია არსებობს. ახლობლების მტკიცებით, იგი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა
21 სექტემბერი, 2010
ელიტური კორუფცია გურიაში - როგორ გაჩნდა ბახმაროში პოლიციის მაღალჩინოსანთა დასახლება
21 სექტემბერი, 2010
გურიაში მაღალჩინოსნებს თანამდებობებს ატოვებინებენ, საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავებს დაკითხვებზე იბარებენ. ვისზე გასვლას ცდილობს გამოძიება?
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურას ბალღოჯიანის სკოლის დირექტორისადმი ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
21 სექტემბერი, 2010
საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების სასწრაფო განცხადება
21 სექტემბერი, 2010
საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა.
გენო მალაზონია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
20 სექტემბერი, 2010