მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
მურმან დუმბაძე ახლობლებმა თელავის იზოლატორში აღმოაჩინეს
31 მაისი, 2011
რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე თელავის იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულის ადვოკატის მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, დუმბაძე სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მას 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები და ხელმიუწვდომელი იყო ექიმი.
იმ დროს, როცა რუსთაველის გამზირზე აქციას არბევდნენ, „იმედის“ ეთერში პოკერს თამაშობდნენ
31 მაისი, 2011
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტრო“ პირდაპირ ეთერში უწყვეტად აშუქებდა.
საია გაუჩინარებულ პირთა ახალ სიას აქვეყნებს
31 მაისი, 2011
30 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა იმ პირთა სიას, ვინც გაუჩინარებულებად ითვლება 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ.
ტელეარხი 25 შსს-ს საწინააღმდეგო კადრების გამო საკაბელოდან გათიშეს
30 მაისი, 2011
„ტელეარხი 25“-ის გადაცემები საკაბელო ტელევიზია „ერას“ მომხმარებლებს არ მიეწოდება. გათიშვის ფაქტს საკაბელო ტელევიზიაში ტექნიკური პრობლემით ხსნიან. თუმცა, ტელეარხს დახმარებაზე უარს ეუბნებიან და არც პრობლემას აგვარებენ.
საპროტესტო აქციის დაშლისას 17 ჟურნალისტი დაზარალდა
30 მაისი, 2011
26 მაისს თბილისში პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებიც დაზარალდნენ.
განსაკუთრებული სისასტიკით დაშლილი საპროტესტო აქცია
27 მაისი, 2011
2011 წლის 26 მაისს,00:10-ზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია სპეცრაზზმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, 1 ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი. გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ამჟამად, 90-მდე ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ 2 თვის ვადით. რამდენიმე მათგანზე კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
როგორ დაარბია სპეცრაზმმა ბათუმში „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია
25 მაისი, 2011
21 მაისს აჭარის ტელევიზიის წინ სპეცრაზმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია დაარბია. აქციის მონაწილეებს იმ ხელჯოხებით გაუსწორდნენ, რომლებიც მათი თქმით, დროშებისთვის და პლაკატებისთვის ჰქონდათ. 22 მაისის გამთენიისას, 4 საათზე კი, „სახალხო კრების“ ოფისში ნიღბიანი სპეცრაზმი შეიჭრა და რამდენიმე პიროვნება წაიყვანა.
ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დაკავება კახეთში
25 მაისი, 2011
კახეთის რეგიონში ოპოზიციის 20-ზე მეტი მხარდამჭერია დაკავებული. აქედან 8 მოქალაქის ვინაობა ცნობილია. პოლიცია მათ ბოროტად დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.
მუხროვანის „ამბოხი“ სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო
24 მაისი, 2011
20 მაისს თბილისის კინოს სახლში გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის HRIDC.TV-ს დოკუმენტური ფილმის „ოპერაცია - „ამბოხის“ პრეზენტაცია. ფილმი 2009 წელს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ „ამბოხს“ შეეხებოდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი და პატიმარი ერთ ოთახში ჩაკეტეს
24 მაისი, 2011
„სასჯელაღსრულებითი დაწესებულება პატიმრის მნახველის უფლებებს ლახავს“, - მიაჩნია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ნინო ანდრიაშვილს. ადვოკატის განმარტებით, მისი უფლება 20 მაისს #17 დაწესებულებაში შეილახა.
პროვოკაციები და შეტაკებები ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე
23 მაისი, 2011
22 მაისს დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეები ძალოვანი უწყების თანამშრომლების მანქანას მიცვივდნენ და ჯოხები ურტყეს.
მომიტინგეებს ჟურნალისტები და კამერები აღიზიანებთ
23 მაისი, 2011
„სახალხო კრების“ მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორგანიზებული საპროტესტო აქცია, შესაძლოა, მხოლოდ „აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა“ გააშუქონ.
ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებისა და შევიწროების ქრონიკა კახეთში
23 მაისი, 2011
ოპოზიციის მხარდამჭერები კახეთის რეგიონიდან თბილისში საპროტესტო აქციას რომ არ შეერთებოდნენ, მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. დაშინებას და ხელის შეშლას ძირითადად პოლიციის თანამშრომლები ახდენენ.
უნიჭობის მავნებლობა (ენდი გარსია თუ მიხეილ სააკაშვილი?)
20 მაისი, 2011
3 წლის წინ სომეხმა კოლეგებმა იტალიელი კინორეჟისორების, პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმის, „ტოროლას ბუდის“ გადაღების ისტორია მიამბეს. ჩამოუყვანიათ დიდი კლასიკოსები ერევანში, თავიანთ კინოფესტივალზე, დიდი მიღება მოუწყვიათ...
რატომ არ გაათავისუფლეს გვანცა ყუფარაძე - ვინ წყვეტს პატიმრების ბედს?!
20 მაისი, 2011
გვანცა ყუფარაძეს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩა. სასწავლო წლის ბოლოს იგი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებს. ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს კარგი დახასიათება აქვს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ მისი გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაპატიმრებულია „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი
19 მაისი, 2011
18 მაისს პოლიციამ „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა იამანიძე დააკავა. მას გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილით. დანაშაული 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახის წევრების განცხადებით, იამანიძე ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.
„სახალხო კრების“ აქტივისტებს თავს დაესხნენ
19 მაისი, 2011
„სახალხო კრებას“ 21 მაისს, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები აქვს დაგეგმილი. აქციებამდე 3 დღით ადრე, საგარეჯოს რაიონში „სახალხო კრების“ აქტივისტებს თავს დაესხნენ.
ქისტი და ქართველი მოზარდების ქრონიკული შუღლი ახმეტაში
18 მაისი, 2011
„ახმეტაში ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. როგორც ახმეტის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი ზაქარია ქინქლაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რაც შესაძლებელია დიდ ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ნინოწმინდელები სტრასბურგში ჩივიან
18 მაისი, 2011
ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევის შედეგად დაზარალებულების სარჩელი „ეკოლოგიურმა სამართლის ცენტრმა“ 17 მაისს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგზავნა. როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს არის პირველი სარჩელი, რომელიც ევროსასამართლოში საქართველოდან ეკოლოგიის პრობლემების შესახებ გაიგზავნა.
პოლიცია მოშიმშილე ადვოკატებს უტევს
18 მაისი, 2011
17 მაისს ადვოკატებმა პარლამენტის წინ შიმშილობის აქცია დაიწყეს. როგორც პარლამენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, შიმშილობის აქციას იწყებს 20 ადვოკატი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მათ ადვოკატები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.