მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სკოლის დარაჯი „ქართული ოცნების“ კითხვის გამო დაითხოვეს
2 მარტი, 2012
ზური თავართქილაძე ფოთის #7 საჯარო სკოლის დარაჯი ამბობს, რომ გაზეთ „ქართული ოცნების“ კითხვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. „აი, ასე დავისაჯე გაზეთის კითხვისთვის“, - აცხადებს ზური თავართქილაძე.
სოფიკო ნიკოლაშვილმა ადვოკატი მამუკა ნოზაძე აიცილა
2 მარტი, 2012
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა სოფიკო ნიკოლაშვილმა, მის ერთ-ერთ ადვოკატს, მამუკა ნოზაძეს აცილება მისცა და საქმეს ჩამოაშორა.
„სააკაშვილისთვის მძიმე იყო ჩინოვნიკების სახლების ფოტოების აფრიალება“
1 მარტი, 2012
28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასება Presage.tv-მ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ზურაბიშვილსა და ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს სთხოვა.
ხაშურის პოლიციაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გარემოებებმა ეჭვები აღძრა
1 მარტი, 2012
ხაშურის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად მიყენებული ტრამვების გამო 28 თებერვალს გარდაიცვალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. თუმცა, ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.
ქიმერიძის საქმეზე სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა
1 მარტი, 2012
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით გამოეხმაურა 27 თებერვალს, ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს. განცხადებას ვაქვეყნებთ უცვლელად.
ივანიშვილის მოძრაობა, მისი შემომწირველი და კომპანია საერთო ჯამში 600 000 ლარით დაჯარიმდნენ
28 თებერვალი, 2012
მილიარდერი ოპოზიციონერის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, მისი დონორი კერძო პირი და ამ შემომწირველის დამსაქმებელი კომპანია, თითოეული 200 000 ლარით დაჯარიმდნენ იმ შემოწირულობის გამო, რომელიც კონტროლის პალატის შეფასებით, უკანონო იყო, რადგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ რეგულაციების მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად.
„ლაშა ჩხარტიშვილი დასაჯეს იმ ქმედებისთვის, რის გამოც მისთვის მადლობა უნდა ეთქვათ“
27 თებერვალი, 2012
25 თებერვალს თბილისში კიკვიძის ბაღში დააკავეს ოპოზიციის აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა კიკვიძის ბაღში მწვანე ნარგავების გაჩეხვას და მათ ადგილზე პოლიციის მშენებლობას. იმ დღესვე კიკვიძის ბაღში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს: მიხეილ მესხი, გიორგი აფხაიძე, დათო ფაცაცია, გიორგი ფარესიშვილი და თეიმურაზ მურვანიძე, რომლებიც ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
„ხაჭო რუსუდანს“
24 თებერვალი, 2012
„ხაჭო რუსუდანს“, - ასეთი სახელწოდების აქცია პარლამენტის წინ „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა გამართეს და პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს ხაჭო მიუტანეს. დაზარალებული მენაშენეების განცხადებით, ქალბატონ რუსუდანს ნებავს, მიირთვას ხაჭო, თუ არადა, სადაც უნდა, იქ წაიღოს.
უფასო სასადილოები „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება
24 თებერვალი, 2012
დუშეთის უფასო სასადილოში გამოკრულია განცხადება, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბენეფიციარებს ატყობინებს, რომ სურვილებისა და შენიშვნების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ პარტიის ცხელ ხაზზე.
პატიმარი გოჩა არჩაია უყურადღებობით გარდაიცვალა
23 თებერვალი, 2012
22 თებერვალს გლდანის #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 41 წლის პატიმარი, გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო. პატიმარს რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას არ ათავისუფლებდნენ.
მარია პლიევა: „სამხრეთ ოსეთში ჟურნალისტური საქმიანობა სახიფათოა”
23 თებერვალი, 2012
ცნობილი ოსი ჟურნალისტი და ბლოგერი მარია პლიევა ამჟამად გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფება. იგი ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარდგინებით “ადამიანთა დახმარების ჰამბურგის ფონდის” სტიპენდიანტი გახდა. ამიტომ ერთი წელი გერმანიაში ისწავლის და იცხოვრებს.
„რუსთავი 2“ და „მზე“ სააკაშვილის მეგობრის ოჯახის საკუთრებაში
22 თებერვალი, 2012
ვინ არის ლევან ყარამანიშვილი, ვინც ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“–ისა და „მზის“ 90%–ანი წილების მფლობელი გახდა? 40 წლის ყარამანიშვილი, გარდა იმისა, რომ პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა (მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ Russian Poker Series 2011 წლის ტურნირში), იმავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.
კიბერკონტროლი უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით
22 თებერვალი, 2012
სამომავლოდ მნიშვნელოვან კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ინფორმაციულ უსაფრთხოებას თუ პრობლემები შეექმნება, მის მოგვარებაზე სახელმწიფო იზრუნებს. ხარვეზის აღმოფხვრისას კი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია.
„დარიალი ჰესი“ კანონის დარღვევით შენდება
22 თებერვალი, 2012
ყაზბეგის რაიონში „დარიალი ჰესი“ კანონის დარღვევით შენდება. „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში არ შედის.
რუსთავის ქალთა კოლონიაში პატიმარი შიმშილობას აგრძელებს
21 თებერვალი, 2012
რუსთავის ქალთა კოლონიაში პატიმარი თამარ ტალიკაძე კვლავ აგრძელებს შიმშილობას. იგი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. რამდენიმე დღის წინ მას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი შეხვდა და მისი მოთხოვნები, ასევე საქმის გარემოებები მოისმინა.
იშვიათი შემთხვევა - შსს-მ პოლიციის მაღალჩინოსანი ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლა
21 თებერვალი, 2012
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ჯონი ბაკურიძემ „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტს, თეონა თურმანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს კამერა წაართვა. ფაქტიდან რამდენიმე საათში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქონება ერთ ლარად
21 თებერვალი, 2012
2011 წელს აჭარის მთავრობამ 30 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გაყიდა. მიწის ნაწილი ძველ ბათუმსა და სანაპირო ზოლშია, ნაწილი კი - აჭარის სხვადასხვა სოფელში. „ბათუმელების“ მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარი შეხვდა ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსაც. რა სარგებელს ნახავს ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო? ამ საკითხს „ბათუმელები“ გასულ კვირას არკვევდა.
კონტროლის პალატა მმართველ პარტიას და ივანიშვილის მოძრაობას შემოწირულობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს
21 თებერვალი, 2012
კონტროლის პალატამ მმართველ პარტიას გასული წლის შემოწირულობების ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ურჩია და ოპოზიციური პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობასაც მოსთხოვა იმ 20 000 ლარის უკან დაბრუნება, რომელიც „უკანონო სქემით“ იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან.
დააკავეს ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი
21 თებერვალი, 2012
20 თებერვალს, გამთენიისას, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ვალერი გელბახიანი დააკავეს. ყოფილ დეპუტატსა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ედება შეთქმულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას.
რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში
20 თებერვალი, 2012
საზოგადოების ნაწილის აზრით, სკოლებში რელიგიის საგნის შემოღებით შეიძლება დაირღვეს დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები. მაგრამ დემოკრატიის ნორმები და პრინციპები სწორედაც რომ გულისხმობს და უშვებს ამგვარი განათლების საჭიროებას, რადგან ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო არ უნდა იყოს "იდეოლოგიზირებული", სადაც მხარდაჭერილია ერთი მსოფლმხედველობა და აკრძალულია სხვა (რასაკვირველია, აქ საუბარი არ გვაქვს იმგვარ იდეოლოგიებზე, რომელიც საზოგადოების ჯანსაღ და უსაფრთხო განვითარებას ემუქრება). სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს ათეისტურ სახელმწიფოს, სადაც უნდა აიკრძალოს რელიგიური გაერთიანებების არსებობა ან რელიგიური განათლების მიღება საჯარო სკოლებში.