მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გორის საკრებულოს წევრები სხვადასხვა თანამდებობებს უკანონოდ იკავებენ
20 მარტი, 2007
გორის საკრებულოში დიდი არეულობა იწყება. უახლოეს დღეებში რესპუბლიკური პარტია საკრებულოს თავმჯდომარეს იმ დეპუტატების შავ სიას აუფრიალებს, რომლებიც პარალელურად სხვა თანამდებობებს უკანონოდ ითავსებენ.
სპექტაკლები საპროტესტო აქციებმა ჩაანაცვლა
19 მარტი, 2007
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები ადგილობრივ ხელისუფლებას უპირისპირდებიან. დაპირისპირების მიზეზი კი, თეატრისთვის გამოყოფილი 50 ათასი ლარია, რომელიც შარშანდელი დაფინანსების მხოლოდ მეოთხედი ნაწილია და როგორც ირკვევა, თეატრის თანამშრომელთა მხოლოდ სამი თვის სახელფასო თანხების დასაფარადაა საკმარისი.
გურჯაანის გამგეობაში მომუშავე ქალბატონებს სარვამარტოდ თანხები „შეაწერეს“
19 მარტი, 2007
ქალთა დღესთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე ქალბატონებს ფულადი დახმარებით ასაჩუქრებენ. გასულ წლებში საჩუქარს 20, 30 ან 50 ლარი შეადგენდა. წელს კი ქალები ხელფასის მიხედვით დასაჩუქრდნენ. მოხელეებმა კუთვნილი სარგოს ნახევარი მიიღეს, თუმცა გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოთხოვნით, 20 ლარი უკან დააბრუნეს.
სულხან მოლაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს
19 მარტი, 2007
კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს სს კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით ახალი ბრალი წაუყენეს. ამის მიზეზად სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია იმ გახმაურებულ შემთხვევას ასახელებს, როდესაც თითქოს მოლაშვილმა ციხის საავადმყოფოს ექიმ ჯურხა ფილაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
იქ ისიც კი არ იციან, რომ უფლებები აქვთ
16 მარტი, 2007
ახალქალაქი ახალციხიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული. გზა ვითომ გაკეთებულია, ისიც ნახევრად. თუმცა, არსებობს დაპირება – გზის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდებაო. აქ იმედი ისევ ცოცხლობს. აბულის მთა გადათოვლილია. აქაურები ცხოვრების სიდუხჭირესა და მკაცრ კლიმატს უკვე მიეჩვივნენ.
არის თუ არა ტუბერკულიოზი განკურნებადი?
16 მარტი, 2007
ახლა, როდესაც ეს სტატია დასაბეჭდად მზად არის, ამ წერილის მთავარი გმირი, ტუბერკულიოზით დაავადებული გიორგი, ცოცხალი აღარ არის. ის ორი დღის წინ გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა მამუკაც.
არ არის დამნაშავე, მაგრამ დამნაშავეა
15 მარტი, 2007
გასული წლის ზაფხულში კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებს, ანუ როგორც ოფიციალური პირები აფასებდნენ „ხეობის კრიმინალებისგან წმენდას“ კოდორის მოსახლეობის დაპატიმრება მოჰყვა. დაკავებულთა უმრავლესობას ბრალი უკანონო ფორმირებაში მონაწილეობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით წაუყენეს.
სასტუმრო „ქუთაისიდან“ დევნილებს ასახლებენ
15 მარტი, 2007
„76 წლის კაცი ვარ. ალბათ, უკვე დავამძიმე დედამიწა და ადამიანებსაც ყელში ამოუვიდათ ჩემი ცქერა. სხვა რა ვიფიქრო, როცა ასე არაადამიანურად გვექცევიან მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია და სადარდებელი ისედაც ბევრი აქვს,“ - ამბობს სასტუმრო „ქუთაისში“ მცხოვრები შოთა მილორავა.
სადაო ბავშვს თურქეთში გასაყიდად ამზადებენ?
14 მარტი, 2007
პირველი ჯგუფის ინვალიდმა, 45 წლის ნანამ 3 წლის შვილის დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას ცოტა ხნის წინ მიმართა. სამართალდამცავებმა ბავშვის უკანონოდ გაშვილების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ დედას, რომელიც თურქ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, ბავშვი გასაყიდად უნდა.
კამპანია 'ჰათამზაიტ' / 'ბოდიში'
14 მარტი, 2007
ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აუცილებლად მივიჩნევთ ამ მიმართვის გამოქვეყნებას და საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით.
ზარ-ზეიმით გახსნილ უფასო სასადილოებში მოხუცებს აშიმშილებენ
14 მარტი, 2007
აუდუღარ წყალში ჩაყრილ, ვითომ გათლილ ნახევრად უმ კარტოფილსა და მაკარონის ნაზავს, წვნიანს ეძახიან. თუ კარგად არ მოიქცევი, ვერც ამ ულუფას მიიღებ. წინასაარჩევნოდ, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, „ნაციონალების“ მიერ ზარ-ზეიმით გახსნილ უფასო სასადილოებში არსებული პრობლემების შესახებ, მოხუცები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც საჭმელი კიდევ უფრო გაუარესდა.
სტუდენტების აქცია ზუგდიდის გაეროს ოფისთან
14 მარტი, 2007
გუშინ სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსათვის” წევრებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტები გაეროს თხოვნით მიმართავენ ორგანიზაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს 1 მარტს სოფელ შამგონაში დაკავებული სამი სტუდენტის ლევან ღაჭავას, ივერია ყორშიას და კობა რიგვავას გათავისუფლებაში.
ერთკომლიანი სოფლის ისტორია
13 მარტი, 2007
,,მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო,” - მარინე ბერიძემ ეს ანდაზა ძალიან კარგად იცის, თუმცა მისი შინაარსი კი, ერთი უბრალო მიზეზის გამო, არასდროს გამოუცდია – მას მეზობელი არ ჰყავს.
მოჩვენებითი თავისუფლება
13 მარტი, 2007
საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების შემდეგ, სკოლებს მართვის სრული თავისუფლება მიენიჭა. სკოლის ადმინისტრაციამ სამეურვეო საბჭოებთან ერთად უკვე თავად უნდა განსაზღვროს მართვის სტრატეგიაც და ისიც თუ როგორ ან სად გახარჯავს ხელისუფლებისაგან გაცემულ სახსრებს.
აფხაზეთიდან დევნილებს თავშესაფარს ტუბდისპანსერში სთავაზობენ
12 მარტი, 2007
ადგილობრივი ხელისუფლება კახეთში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს, თავშესაფრიდან გასახლებას უპირებს. მიზეზად, იმ შენობის ადგილზე, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 29 ოჯახი ცხოვრობს, ახალი, რეგიონული საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება სახელდება.
ქუთაისი ერთი კლინიკის ამარა რჩება
12 მარტი, 2007
საქართველოს ხელისუფლება 2007 წელს, ჯანდაცვის სისტემაში, რეფორმის წლად აცხადებს. რეფორმა კი ქუთაისს, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.
პატარა სოფლის დიდი პრობლემები
10 მარტი, 2007
ადიგენის რაიონის სოფელ ენთელში ჩიყვი და სხვადასხვა ნაწლავური ინფექციები აღარავის უკვირს.
კახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება
9 მარტი, 2007
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებმა ფულის გამოძალვაში, შანტაჟსა და დარღვევებში არაერთხელ ამხილეს, თუმცა ამ ორგანიზაციის საქმიანობით დღემდე არავინ დაინტერესებულა. ამის მიზეზად, რეგიონში, ენერგოკომპანიაში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ინტერესებს ასახელებენ.
კერძო საკუთრების დაცვა ჭირს
7 მარტი, 2007
კერძო საკუთრების დასაცავად საპარლამენტო ოპოზიცია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამავდროულად, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას სთხოვს, რომელიც დანგრეული საკუთრების კანონერებას შეისწავლის.
ცხინვალის უნივერსიტეტში დიდი დაპირისპირებაა
6 მარტი, 2007
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცოტნიაშვილი და მოწინააღმდეგე ლექტორ-მასწავლებლები ერთმანეთთან ურთიერთობას ამჯერად პროკურატურაში და სასამართლოში არკვევენ.