მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დედოფლისწყაროს გამგებელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა
5 ივლისი, 2010
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოფელ ლენინოვკაში გზის ის მონაკვეთი გადაიღო, სადაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 3 ადგილზე დაყარეს ხრეში.
როგორ გადაარჩინა აფხაზმა ქალბატონმა ქართველები დახვრეტას
5 ივლისი, 2010
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზები უმცირესობაში არიან. თუმცა, მათ თუ ჰკითხავთ, ისინი აქ არ გრძნობენ არანაირ განსხვავებულ დამოკიდებულებას მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ისინი სხვა გლეხების მსგავსად ცხოვრობენ და საერთო გასაჭირს იზიარებენ. საჭიროების შემთხვევაში, თანასოფლელებს მხარშიც უდგანან.
სასამართლომ რეპრესირებულ მოქალაქეს პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრა
2 ივლისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლიდია ლომთათიძე დაუკავშირდა. მამამისი, დიმიტრი ლომთათიძე პოლიტიკურ მსხვერპლად არის აღიარებული. ლიდია და მისი ძმა, ანატოლიც მამამისის გადასხლებაში ყოფნის დროს დაიბადნენ. თუმცა, ძმისაგან განსხვავებით, ლიდია ლომთათიძე რეპრესირებულის პენსიას ვერ იღებს.
ინფორმაციის დამალვის სამინისტრო
2 ივლისი, 2010
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ მხრივ, აქტიური პოლიტიკა გაატაროს და ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, ფაქტია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოები ძალიან ხშირად ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებებს.
„დაწიოკება საქართველოს სახელით“ - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ახალი დოკუმენტური ფილმი
1 ივლისი, 2010
30 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კინოს სახლში აჩვენა ახალი დოკუმენტური ფილმი - „დაწიოკება საქართველოს სახელით“. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სატელევიზიო სტუდიის ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დევნაზე.
„ნაციონალებს“ შედეგი აქვთ უზარმაზააარი - ძველი ბიუროკრატია და დავიწყებული ადამიანები რუსთავში
1 ივლისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქ რუსთავის ახალ საკრებულოში 4 ოპოზიციონერი და 21 „ნაციონალი“ დეპუტატია. პირველი სხდომის დაწყებიდან 20 წუთში მერიის შენობაში ელექტროენერგია გაითიშა. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ – მაშინვე აღნიშნეს საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რუსთავის მმართველობისთვის არანაირი სიახლე არ მოუტანია. ხმათა უმრავლესობით საკრებულომ ქალაქის მერად კვლავ მამუკა ჩიქოვანი აირჩია. საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობაც ისევ ძველ თავმჯდომარეს, კახა გურგენიძეს შერჩა.
მასწავლებლების შემცირება უკვე დაიწყო!
1 ივლისი, 2010
არჩევნების შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლებში პედაგოგთა მასობრივი შემცირება იგეგმებოდა. 17 ივნისს განათლების მინისტრმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს“, - აღნიშნა შაშკინმა. ამ განცხადების მიუხედავად, საჯარო სკოლების დირექტორებმა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ უკვე გააფრთხილეს მასწავლებლები, რომლებსაც 18 სასწავლო საათი არა აქვთ.
ეკომიგრანტები დამეწყრილ აჭარაში გარბიან
1 ივლისი, 2010
„მაღალმთიან აჭარაში მეწყერმა სახლი დამინგრია. 700 კილომეტრიდან წამოგვიყვანეს და აქაც დანგრეულ სახლში შემასახლეს. მახსოვს, ღამით მოგვიყვანეს და ვერაფერს ვარჩევდით, შუქი არ იყო. დაგვპირდნენ, ევრორემონტიანი სახლები გექნებათო, მაგრამ ჩემს სახლს იატაკიც არა აქვს და კედლებიც ინგრევა. ორი დღის წინ იატაკი ჩატყდა და საწოლიანად პადვალში ჩავვარდი, სიკვდილს ძლივს გადავურჩი“, - ამბობს ეკომიგრანტი ჟუჟუნა გოგიტიძე, რომელიც ახლა ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ცხოვრობს.
საქართველოში ჩადენილი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი!
30 ივნისი, 2010
22-24 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიდან საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ინფორმაციას აგროვებს. ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მიღება ამ დანაშაულებთან დაკავშიებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ.
უსახლკაროდ დარჩენილი 14 ოჯახი ამხანაგობის თავმჯდომარეს უჩივის
30 ივნისი, 2010
თბილისში შარტავას ქ.#75-ის ყოფილი მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ორსართულიანი კორპუსი, რომელიც 14 ოჯახის საკუთრება იყო, 3 წელია, ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრიეს. ოჯახები ახალი ბინების ჩაბარებამდე ქირით ცხოვრობენ. მშენებლობის დაწყება კი უსასრულოდ გაჭიანურდა.
საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების წინააღმდეგ?
30 ივნისი, 2010
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს უფლება ექნება გაასაიდუმლოოს ინფორმაცია საერთაშორისო სასამართლოებში თუ უცხო ქვეყნების სასამართლოებში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით. აკრძალვა შეეხება, მაგალითად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ ჰააგის ტრიბუნალს. დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაზე ლაპარაკობს ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკტრატები“. რა არგუმენტები აქვთ თავად პროექტის ავტორებს?
ზუგდიდელები ქალაქში ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ
30 ივნისი, 2010
რამდენიმე კვირაა, ზუგდიდში ხეების მასობრივი გაჩეხვა დაიწყო, რამაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მწვავე პროტესტი გამოიწვია. თავის დროზე ლევან დადიანმა ზუგდიდში იშვიათი ჯიშის ხეები დარგო. სამეგრელოს დედოფალმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა ეკატერინემ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნერგებით გააშენა უმშვენიერესი ბაღი, რომელიც დღემდე ზუგდიდელების სიამაყეა. დღეისთვის ეს სიამაყე საფრთხის წინაშეა – ბაღში არსებული ათობით ასწლოვანი ხე ორიოდე წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით გაიჩეხა და მის ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ნერგები დარგეს.
„თქვენ გარდაცვლილი ბრძანდებით!“ - საარჩევნო მაქინაციებით დაზარალებული პენსიონერები ვერც პენსიას იბრუნებენ და ვერც „სიცოცხლეს“
30 ივნისი, 2010
საქართველოში პარადოქსები აღარ უკვირთ. ყოველი არჩევნების დროს, მიცვალებულები რომ „ცოცხლდებიან“, ამასაც, მგონი, მივეჩვიეთ, მაგრამ პირიქით თუ ხდებოდა, ეს ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. რამდენიმე ფოთელმა პენსიონერმა მიმდინარე თვეში კუთვნილი პენსია ვერ აიღო, რადგან ისინი პენსიონერთა სიაში არ აღმოჩნდნენ. როცა ამის მიზეზით დაინტერესდნენ, გამაოგნებელი პასუხიც მიიღეს - თქვენ გარდაცვლილი ბრძანდებით და პენსია ამიტომ მოგეხსნათო.
გიორგი ბარათელზე ინფორმაციას presa.ge უკვე უზენაესი სასამართლოსგან ითხოვს
29 ივნისი, 2010
საკასაციო საჩივარი პრესა.გე–მ 29 ივნისს ჩააბარა და ახლა დაელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო – ძალაში დატოვებს 11 მაისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ მას გააუქმებს და თავად დაავალებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოგვცეს ინფორმაცია, სად, რომელ საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი, რომელსაც 27 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სტალინის ძეგლს განაჩენი სტალინურად გამოუტანეს და გააქრეს
29 ივნისი, 2010
სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანების დოკუმენტების საჯაროობას გორის საკრებულო დღემდე აჭიანურებს. 25 ივნისამდე, ანუ ძეგლის დემონტაჟის დღემდე, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ამ საკითხზე საერთოდ არ უმსჯელიათ. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ კიდევ 16 ივნისს მიიღო. 25 ივნისიდან დღემდე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ცდილობს, ეს დოკუმენტები მოიპოვოს, თუმცა - უშედეგოდ.
„ჩვენ აქ დავრჩებით და ასე უფრო შევინარჩუნებთ ახალგორს, ვიდრე წეროვანში უქმად ჯდომით და სააკაშვილისთვის ტაშის დაკვრით“
28 ივნისი, 2010
უკაცრიელი, აბალახებული შარა-გზები... ბოქლომებით ჩაკლიტული სახლები და ირგვლივ გამეფებული სიცარიელე... ერთ დროს ხმაურიან-აჟრიამულებულ ახალგორში ახლა სიხალვათე და მოწყენილობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ თითქმის ვერსად დაინახავთ სამხედრო ტექნიკას ან ავტომატმომარჯვებულ სამხედროებს, ახალგორის ქუჩებში ისეთი სიწყნარე შეგეჯახებათ, თავდაპირველად, შესაძლოა, შეგეშინდეთ კიდეც.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე საპროტესტო აქციით აღნიშნეს
28 ივნისი, 2010
„არ აწამო!“ - ამ მოწოდებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 26 ივნისს ქალაქ თბილიის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო დღე საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „სამართალი და თავისუფლება“ შეურთდა.
ქვემო ქართლის გლეხები მიწის არასამართლიან განაწილებას აპროტესტებენ
28 ივნისი, 2010
მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდის მოსახლეობა მიწების სამართლიან გადანაწილებას მოითხოვს. 67 წლის ალიკ ომაროვი ამბობს, რომ ხუთი წელია, სამართალს უშედეგოდ ეძებს. „შეიძლება 300 ოჯახის საკმარისი მიწა ერთი კაცის ხელში იყოს?! არენდატორი ზაჰირ გაჯიევი უკანონოდ დაეპატრონა მიწას და ჩვენ ოჯახებისთვის ლუკმა-პურის შოვნის საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა ომაროვმა 21 ივნისს რუსთავის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კომპანიებმა ხარკი არჩევნების მეორე დღეს გადაურიცხეს
25 ივნისი, 2010
სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ თანხები არჩევნების შემდეგ შესწირეს. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით სულ 14 113 411. 8 ლარი მიიღო და დახარჯა. ეს თანხა 20-ჯერ აჭარბებს არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ „ქრისტიან - დემოკრატების“ მიერ გაწეულ ხარჯებს და 100-ჯერ აღემატება „ალიანსი საქართველოსთვის“ ხარჯს.
სკოლებს რეფორმის ახალმა ტალღამ გადაუარა
25 ივნისი, 2010
ქუთაისის სკოლებში მღელვარება ყოველდღიურად მატულობს. პედაგოგები განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ. „ეს ჩვენი უფლებების შელახვაა და სხვა არაფერი. რატომ ფიქრობენ, რომ მასწავლებელი მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მას 18 საათი აქვს? გვითხრან, ბოლოსდაბოლოს, რომ აღარ ვართ საჭირო და დაამთავრონ. ოღონდ, ერთი პირობით: ქუჩაში არ გაგვყარონ და ახალი სამუშაო ადგილები შემოგვთავაზონ“, - ასეთი პათოსით იწყება და მთავრდება პედაგოგთა ყოველდღიური შეკრებები ქუთაისის თითქმის ყველა სკოლაში.