მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
შსს-მ 26 მაისს ჟურნალისტებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები ნაწილობრივ აღიარა
16 დეკემბერი, 2011
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ აღიარა 26 მაისს ჟურნალისტებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა.
3 წლის ბავშვის გარდაცვალებისთვის ბრალდებული ექიმი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
16 დეკემბერი, 2011
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ყოფილი ექიმი გიორგი სეხნიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, 3 წლის ამილ გასანოვის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააპატიმრეს, თავისუფალია.
„ენვერის“ საქმის ახალი დეტალები
16 დეკემბერი, 2011
გახმაურებული სპეცოპერაცია „ენვერის“ საქმის ფიგურანტების სააპელაციო საჩივრის განხილვა სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ საგანგებო პრესკონფერენცია
15 დეკემბერი, 2011
15 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისათვის“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
სახალხო დამცველი: „პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა“
15 დეკემბერი, 2011
საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში, რომელშიც ასახულია 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გაზრდილია პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი და კვლავ აქვს ადგილი პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
გაზეთ „ჯორჯიან ბიზნეს ვიქის“ რედაქტორები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ
14 დეკემბერი, 2011
ყოფილი თანამშრომლები გაზეთ „ჯორჯიან ბიზნეს ვიქისგან“ სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ და რედაქციას სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაში ადანაშაულებენ.
ტერაქტებში თანამონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული ჯონი აბულაძის ოჯახი სასამართლოს განაჩენის გაცნობას მოითხოვს
14 დეკემბერი, 2011
2010 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ტერაქტებში თანამონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული ჯონი აბულაძის ოჯახის წევრები სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაცნობას მოითხოვენ.
ორი სოციოლოგიური გამოკითხვა ერთ თემაზე - განსხვავებული შედეგებით
13 დეკემბერი, 2011
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების განსხვავებულმა შედეგებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ორივე ორგანიზაციამ შედეგები გასულ კვირაში თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა.
ფოთში ჩასახლებული დევნილები თავს მოტყუებულად გრძნობენ
12 დეკემბერი, 2011
რამდენიმე თვეა, ფოთში, მალთაყვის უბანში, დევნილთა ახალი დასახლება გაჩნდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აფხაზეთიდან დევნილი 800-ზე მეტი ოჯახი ჩამოასახლეს. პირველივე დღეებიდანვე დევნილები აქ უამრავ პრობლემას შეეჯახნენ.
პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს
9 დეკემბერი, 2011
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებისთვის გადაუგზავნა მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა-განმარტება, სადაც პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.
ჰერები ჩაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ
8 დეკემბერი, 2011
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნას ითხოვენ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სამთაწყარო-მუღანლოს ხიდზე მანქანებით გავლა 1 წლის წინ აკრძალა, ხიდის გაუმართაობის მიზეზით. ხიდის გაუმართაობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.
პატიმრები ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ვეღარ ურეკავენ
8 დეკემბერი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ ნოემბრის დასაწყისიდან მას პატიმრები ვეღარ უკავშირდებიან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მის ტელეფონზე პატიმრების ზარები სპეციალურად იბლოკება.
ნინო ჩხობაძე: „თრუსოს ხეობა შეიძლება მთლიანად დავკარგოთ“
7 დეკემბერი, 2011
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ლარსის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, თრუსოს ხეობა მთლიანად დაკარგოს.
მრავალწლიანი დავაც დასრულდა და ებრაელი ბიზნესმენებიც განთავისუფლდნენ
7 დეკემბერი, 2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2 დეკემბერს შეიწყალა. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები.
პოლიტპატიმარ ანზორ მეზვრიშვილის უფლებები სისტემატიურად ირღვევა
5 დეკემბერი, 2011
პოლიტპატიმარი ანზორ მეზვრიშვილი, სასჯელს რუსთავის 17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავს.
ეროსი „მაესტროს“ მიღმა
5 დეკემბერი, 2011
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებმა და მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში 1 დეკემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაციებში მედიატორის როლს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ასრულებდა. თუმცა, ორგანიზაციამ დაპირისპირებული მხარეების მორიგება ვერ შეძლო.
15 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს
1 დეკემბერი, 2011
თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაურის ბედი წელიწადზე მეტია, გაურკვეველია. ისინი რომ ცოცხლები არიან, ამას ადასტურებს ორი ფოტო, რომლებიც 30 ოქტომბერს სომალელმა მეკობრეებმა ინტერნეტით გაავრცელეს. ორივე ფოტოსურათი დატყვევებული ტანკერის, „ოლიბ ჯის“ ბაქანზეა გადაღებული და მასზე შეიარაღებული და ნიღბიანი მეკობრეებიც ჩანან.
მასმედია მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებს აპროტესტებს
1 დეკემბერი, 2011
29 ნოემბერს თბილისის მერიასთან მასმედიის წარმომადგენლებმა გამართეს საპროტესტო აქცია - „მე ვკითხულობ გაზეთებს“. აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალებისა და საქართველოს პრესის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში სიმბოლურად გაზეთები ეკავათ.