მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
თბილისის მერის მოადგილე და მერიის სამი მაღალჩინოსანი დაკავებულია
28 ივნისი, 2013
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 27 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი - თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საბიუჯეტო თანხების ნაციონალური მოძრაობის პარტიული მიზნებისთვის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დააკავა.
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო
27 ივნისი, 2013
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ვეტო დაადო– ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს
26 ივნისი, 2013
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის ვადაზე ადრე განთავისუფლების შუამდგომლობით სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მიმართავს. ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 25 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ალეკო ცქიტიშვილმა, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ და მსჯავრდებულის დამ.
ვენეციის კომისიამ “მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისის “ შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინა
25 ივნისი, 2013
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის” შესახებ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ 95-ე პლენარულ სხდომაზე განიხილა.
ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმეებმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები შეცვალეს
25 ივნისი, 2013
ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებმა, სენაკის ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა დავით ვეკუამ და მეოთხე ბატალიონის სერჟანტმა ირაკლი ჯიმშელაძემ, წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები შეცვალეს. ჯიმშელაძის თქმით, გამოძიების დროს მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.
შს სამინისტრომ ახალი ფირები აღმოაჩინა
24 ივნისი, 2013
შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დღეს დამატებით აღმოაჩინეს ოთხი კასრი, სადაც იარაღთან ერთად ასევე ინახებოდა ვიდეოფირები და დოკუმენტები.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართავს
21 ივნისი, 2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, „მეტი სიფრთხილე და ზომიერება გამოიჩინონ როგორც მედიასთან, ისე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისას.“
საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში ჩამოქვეითდა
21 ივნისი, 2013
საქართველო მეორე ჯგუფში ჩამოქვეითდა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების „მნიშვნელოვანი ძალისხმევის“ მიუხედავად, ის „სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“.
გიგი უგულავას საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიას დაცვის მხარე აპროტესტებს
20 ივნისი, 2013
თბილისის მერის, გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილეს. დაცვის მხარე მოწმეთა სიიდან ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ამოღებას ითხოვს.
ვანო მერაბიშვილმა ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა
18 ივნისი, 2013
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამაად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
პროკურატურა დავით გელაძის პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მას გირაო შეუფარდა
17 ივნისი, 2013
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა. როგორც ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ განაცხადა, 26 მაისს, 22:00 საათზე, დავით გელაძე, მთვრალ მდგომარეობაში გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა საკუთარ ავტომობილს.
ბაჩანა ახალაიას ადვოკატი სასამართლო სხდომის ოქმს ვერ ეცნობა
17 ივნისი, 2013
ბაჩანა ახალაიას სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სხდომების ოქმის გაცნობის საშუალება არ მიეცა. სულხან კომახიძის თქმით, მან სასამართლოდან ოქმი გამოითხოვა, თუმცა ოქმი არ მისცეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამან არათანაბარ პირობებში ჩააყენა მხარეები და დაირღვა სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპი.
გაუჩინარებული მოჯაჰედი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
14 ივნისი, 2013
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ გადაღებული ვიდეოკადრების ავტორი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს
14 ივნისი, 2013
გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ „განსაკუთრებულ“ პირობებს ასახავს. (კადრები იხ. ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8 )
პარლამენტმა პირველ ტურში იუსტიციის საბჭოს ვერცერთი წევრი ვერ აირჩია
13 ივნისი, 2013
პარლამენტმა 12 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრების შედეგად 29 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია პირველივე ტურში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელშიც არსებული ექვსი არამოსამართლე წევრისთვის გამოყოფილი ადგილისთვის მეორე ტურში, რომელიც პარასკევს შედგება, 12 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას.
წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს
11 ივნისი, 2013
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს. საკანონმდებლო ორგანოს ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ამ კანონპროექტის განხილვა 13 ივნისსაა დაგეგმილი.
ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ვადა ეწურება
11 ივნისი, 2013
ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ცხრა თვიანი ვადა აგვისტოს დასაწყისში იწურება. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, თუ ამ ვადაში საქალაქო სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო, ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ახალაიას პატიმრობის ამოწურვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეებს კიდევ ას ორმოცდაათამდე მოწმე ჰყავთ დასაკითხი. ამის პარალელურად, პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს სასამართლო პროცესის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
სააკაშვილი შსს-ს მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდებს
10 ივნისი, 2013
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „მოთხოვნა“ და „დავალებაა“ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ დაადგინოს თალიბანის სახელით გავრცელებული და „დიდი ალბათობით“ საქართველოში დამზადებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების „შემქმნელები და მათი დამკვეთები“.
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის
7 ივნისი, 2013
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის- ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
ახალაიას მისივე ყოფილი მოადგილე სპეცრაზმელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებს ბრალს
7 ივნისი, 2013
შსს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი დაიკითხა. ჯანაშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალაიამ სპეცრაზმელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.