მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
არაქართველი მოსწავლეები ქართულს ისწავლიან
22 მაისი, 2007
ქვემო ქართლის ორი რაიონის არაქართული სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას სახელმწიფო ენაზე ისწავლიან. პროექტი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებით ხორციელდება, 89 სკოლასა და 2100 მოსწავლეს შეეხება. უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს პროექტი და როგორ განხორციელდება ის, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ UNICEF-ის კომუნიკაციის მენეჯერი მაია ქურციკიძე ესაუბრა.
სიღნაღის უნივერსიტეტს აუქმებენ
21 მაისი, 2007
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალს აუქმებენ. უმაღლეს სასწავლებელში უკვე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც ფილიალი პროფესიულ ინსტიტუტად გადაკეთდება. უნივერსიტეტი წელს არც სტუდენტებს მიიღებს. პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები კი შესაძლოა დიპლომების გარეშე დარჩნენ.
ზუგდიდში დევნილთა გასახლება იწყება (ნაწილი I)
21 მაისი, 2007
ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე ყოფილ „ყრუ-მუნჯთა” საზოგადოების შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 33 ოჯახი შესაძლოა მალე ღია ცის ქვეშ დარჩეს. აფხაზეთიდან დევნილები ამ შენობაში 1998 წლიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჩასახლებით ცხოვრობენ. როგორც იქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, შენობა არასაცხოვრებელ პირობებში დახვდათ და თავიანთი სახსრებით შეაკეთეს.
კახეთში პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევს
21 მაისი, 2007
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შემდეგ, სამართალდამცავებმა კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუტიეს. ორი დღის წინ, თელავის რაიონულმა პროკურატურამ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იმედა ლაზარიაშვილი დააკავა. პროკურატურა 20 წლის წარმატებულ სტუდენტს, სამუშაო ოფისის მძარცველების დაფარვაში ადანაშაულებს. არასამთავრობო სექტორი კი მომხდარს ზეწოლად აფასებს და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
მტკვარი სოფელს წალეკვით ემუქრება
18 მაისი, 2007
სოფელ სკრას მტკვარი გვერდით ჩამოუდის. როდესაც მდინარე ადიდებული არ არის, მისი შემოგარენი კარგი სანახავია, მაგრამ ადიდებული მტკვარი სოფლის მოსახლეობას წალეკვის საშიშროებას უქმნის. მტკვარს კალაპოტი შეცვლილი აქვს და სოფლის მხარეს მდებარე სანაპიროს შლის. მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ჯებირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.
35 ლარიანი დახმარების იმედი
18 მაისი, 2007
ქალაქ ახალციხეში, სააკაძის ქუჩაძე რომ ჩაუხვევ, პირველად თვალში დაშლილი მანქანები და ამ მანქანების ირგვლივ მოფუსფუსე ბავშვები მოგხვდება. ალბათ, ქუჩის ბიჭები გასართობად ხელოსანს ეხმარებიან, - გაიფიქრებ, თუმცა, სულ ტყულიად. ხელოსანი მხითარ ქეროფიანია, ხოლო ბავშვები მისი ვაჟები. ცოლ-ქმარ ლალა და მხითარ ქეროფიანებს ცხრა შვილი ჰყავთ. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი საკმაოდ მიზერულ თანხას შეადგენს.
სტუდენტები საკრედიტო კავშირს უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ
17 მაისი, 2007
გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის სტუდენტები საკრედიტო კავშირის წინააღმდეგ გამოდიან. მცირე აკადემიის თვითმმართველობის წევრები იმ სტუდენტთა უფლებების დაცვას ითხოვენ, რომლებიც საკრედიტო კავშირში გაწევრიანდნენ. გაწევრიანების მიზეზი სახარბიელო ჩანდა, საკრედიტო კავშირი წევრებს სწავლის საფასურის დასაფარად ერთ პროცენტიან სესხს სთავაზობდა.
ქუთაისის მთავრობა გარემოვაჭრეებს უტევს
17 მაისი, 2007
„ქუთაისის ადგილობრივ მთავრობას გარემოვაჭრეების ჯინი აქვს. სხვა რა დავარქვათ მათი მხრიდან ჩვენს დევნას, არ ვიცი. ვდგავართ აქ წვიმაში, ქარში, პაპანაქება სიცხეში და ვცდილობთ ორი ღერი მწვანილი გავყიდოთ, რომ სახლში ლუკმა პური მივიტანოთ და ოჯახი გამოვკვებოთ. ესენი კი ყველა ღონეს ხმარობენ, საარსებო წყარო გადაგვიკეტონ."
პანკისიდან ჩამოსული ჩეჩენი ლტოლვილები დროებით დაიშალნენ
16 მაისი, 2007
გუშინ ღამით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შენობის წინ დაბანაკებული ჩეჩენი ლტოლვილები, სამართალდამცავებთან შეთანხმების შემდეგ, დაიშალნენ. ერთ-ერთი პანკისელი ჩეჩენის განცხადებით, სამართალდამცავებსა და ლტოლვილებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ დაშლა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, გლუკიდან გამოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ ერთ კვირაში ისინი ლტოლვილებს, მესამე ქვეყანაში გადასახლების შესახებ, ოფიციალურ პასუხს გასცემენ. ლტოლვილები კვლავ თბილისში რჩებიან და გლუკის პასუხს ელოდებიან.
ჩეჩენი დევნილები ევროპაში გადასვლას ითხოვენ
15 მაისი, 2007
პანკისელი ჩეჩნები მეორე დღეა ყაზბეგის #2-ში, გაეროს უმაღლესი კომისარიატის ეზოში აქციებს მართავენ. 30 ლტოლვილისაგან შემდგარი 7 ოჯახი გაეროს უმაღლეს კომისარიატს მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს და აქციის შეწყვეტას არ აპირებს.
ყოველი მეხუთე ქალი ძალადობის მსხვერპლია (I ნაწილი)
15 მაისი, 2007
XXI საუკუნეში კავკასიურ ოჯახებში გენდერული ბალანსის დაცვა ისევ პრობლემას წარმოადგენს. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა თანამედროვე საქართველოშიც ვერ ხერხდება და სუსტი სქესი ძირითადად ოჯახში, ქვედა რგოლებსა და დაბალანაზღაურებად სამსახურებში ასოცირდება. არასამთავრობოები პრეტენზიებს სახელმწიფოს უყენებენ და ქალთა მიმართ სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ითხოვენ.
,,ობშიაკს” შეწირული ჯარისკაცი
14 მაისი, 2007
ახალციხის რაიონში, აბის ტყეში მეტყევემ ერთ-ერთი სამასახურეობრივი რიგითი შემოვლის დროს ტყეში შვიდი კილომეტრის სიღრმეში ჯინსის შარვალი, ტყავის ქურთუკი, სამხედრო ფეხსაცმელი და ძვლები იპოვა. გარდაცვლილი ცხრა მარტს ,,ობშიაკის” გამო გაუჩინარებული ჯარისკაცი დანიელ აღლემაშვილი აღმოჩნდა.
გარემოს დაცვის სამინისტრო ვალს არ ისტუმრებს
14 მაისი, 2007
71 წლის სულიკო ხურციძემ ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში 29 წელი იმუშავა. აქედან ბოლო 10 წელი - ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2005 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნული სამსახურის ყველა თანამშრომელს გათავისუფლებაზე განცხადება დააწერინეს, თითქოსდა, მოსალოდნელი ატესტაციის გამო. სინამდვილეში არავითარი ატესტაცია არ ჩატარებულა.
შეუიარაღებელი ბრძოლა სტიქიასთან
14 მაისი, 2007
ორი მეტრით გადაადგილებული საცხოვრებელი სახლები და პირუტყვის საბძლები, დატბორილი ნაკვეთები, ჩამოწოლილი მეწყერი და საფრთხის ქვეშ დარჩენილი ხალხი. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებისაგან, ადგილობრივი ხელისუფლება კი ცენტრალური ხელისუფლებისაგან ელოდება დახმარებას.
უბინაოდ დარჩენილი ღატაკთა კეტეგორიაში მოხვედრაზე ოცნებობს
11 მაისი, 2007
ადამიანი, რომლის ქონებასაც 2 სკამი, 2 რკინის საწოლი და 1 შავ-თეთრი ტელევიზორი შეადგენს, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდა. მას არც საკუთარი სახლი აქვს და ქირით ცხოვრობს. მთავრობას თავშესაფარს და ღატაკთა კატეგორიაში შეყვანას სთხოვს. თუმცა, მიწერ-მოწერებმა შედეგი ვერ გამოიღო. მან დახმარების თხოვნით „ადამიანის უფლებათა ცენრტს“ მიმართა.
უდიპლომოდ დარჩენილი სტუდენტები
11 მაისი, 2007
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის 2006 წლის კურსადამთავრებულებს დიპლომები დღემდე არ მიუღიათ. უდიპლომობა ბევრი სტუდენტისათვის სწავლის გაგრძელებაში, სტაჟირების გავლაში და სამსახურის პოვნის პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს 7 წელი მიუსაჯეს
11 მაისი, 2007
თელავის რაიონულმა სასამართლომ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ მრელაშვილი, რომელსაც პროკურატურა ავტოავარიის შედეგად 20 წლის გიგა ჩარბაძის მკვლელობაში ადანაშაულებდა, დამნაშავედ სცნო. მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ მრელაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დარბაზშივე დააპატიმრა. განსასჯელის ადვოკატი, რომელსაც მრელაშვილის დაცვის საშუალება წაართვეს, სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
გორელი სამართალდამცავების წყალობით გონებაშეზღუდული ახალგაზრდები ციხეში სხედან
10 მაისი, 2007
არჩილ სურამელი და მისი ახლო ნათესავი ზურაბ ჯანეზაშვილი გორელმა სამართალდამცავებმა 3 მარტს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. არჩილ სურამელი „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით“ არის დაავადებული, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილს „ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით“ აღენიშნება.
საქართველოს მოქალაქე ამერიკის მთავრობას უჩივის
10 მაისი, 2007
ახმეტაში მცხოვრებ 69 წლის ომარ ბაჩიაშვილსა და ამერიკის მთავრობას შორის დავა 8 წელია გრძელდება. ბაჩიაშვილი ამერიკის მთავრობისგან 9 000 დოლარს ითხოვდა, რომელიც მისი მტკიცებით მამამისს პენსიის სახით ეკუთვნოდა. მართალია მან ამ თანხის ნაწილი მიიღო, თუმცა მიღებული თანხის ნაწილს უკან სთხოვენ. საქართველოს მოქალაქე დავის გაგრძელებას აშშ-ში აპირებს.
სისხლისღვრა ორ ლეკურ კლანს შორის კახეთში
10 მაისი, 2007
ყვარელში ლეკებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან ქალებიც. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მოსახლეობა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელის შამილ გაზიმაგამედოვის მფარველობაში პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ოჯახს ადანაშაულებს.