მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანების წამებაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯას ითხოვს
19 ნოემბერი, 2008
კახეთის საოლქო პროკურატურა ჟურნალისტებს აშანტაჟებს
19 ნოემბერი, 2008
ამნისტიის შესახებ კანონი - მხოლოდ პოლიტიკური აქტი?
19 ნოემბერი, 2008
„ამნისტიის შესახებ კანონი“, რომლის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, სავარაუდოდ 12 ათას პატიმარს შეეხება. როგორც ოფიციალური სტრუქტურები განმარტავენ, პატიმართა ნაწილს სასჯელი შეუმსუბუქდება, ხოლო 2 ათასზე მეტ პატიმარს 23 ნოემბრისთვის გაათავისუფლებენ. საქართველოსთვის ეს ციფრი იმდენად შთამბეჭდავია, რამდენადაც დღეის მდგომარეობით საპატიმროებში სასჯელს 20 500 პატიმარი იხდის. პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მიიღო. ამნისტია 55 მუხლს შეეხო, თუმცა შესაძლებელია ამას კიდევ სხვა მუხლებიც დაემატოს.
ამნისტირების მაგივრად პატიმარს ბრალი დაუმძიმეს
18 ნოემბერი, 2008
რამდენიმე დღის წინ ფსიქიკურად დაავადებულ ვაზირ ხუდოიანს, რომელსაც ამნისტია უნდა შეხებოდა, ხონის საგამოძიებო ბიურომ, პირიქით, ბრალი დაუმძიმა. ხუდოიანი ამჟამად ქუთაისის მეორე საპყრობილეშია მოთავსებული. პატიმარის ახლობლები და ადვოკატი ითხოვენ, მისი საქმე გადაიხედოს.
პარლამენტარი სამხედრო ნაწილის უნებართვოდ მიტოვებისთვის გასამართლებულთა ამნისტირებას ითხოვს
17 ნოემბერი, 2008
ადვოკატები სასამართლო რეფორმას სხვადასხვანაირად აფასებენ
13 ნოემბერი, 2008
2009 წლიდან მოსამართლეები უვადოდ დაიშნებიან. ისინი სამსახურს მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის, პენსიაზე გასვლისა და პირადი მოთხოვნის საფუძველზე დატოვებენ. ადვოკატები რეფორმის უკმაყოფილოები არიან. უზენაესი სასამათლოს თავმჯდომარემ, კოსტანტინე კუბლაშვილმა იმ რეფორმების შესახებ გააკეთა განაცხადი, რომელიც სასამართლოში უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა, მოსამართლეთა უვადო დანიშვნას შეეხება. მოსამართლეთა ხელშეუხებლობის, სტაბილურობისა და უცვლელობის გარანტი – ასე შეაფასა კოსტანტინე კუბლაშვილმა რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში ინიცირებული ეს ცვლილება
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო ინფორმაციის გასაცემად ჟურნალისტებს თანხის გადახდას სთხოვს
12 ნოემბერი, 2008
მონიტორინგის ჯგუფი გაქცევის საქმის შესწავლას ითხოვს
12 ნოემბერი, 2008
11 აგვისტოს, მაშინ როცა ხონის ბატალიონი რუსული ბომბდამშენების მიერ იბომბებოდა, ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრები გაიქცნენ. 153-დან 90-ის დაკავება მალევე მოხერხდა, დანარჩენები დღემდე იძებნებიან. ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებული გაქცეულების ნაწილი 4 დღის მანძილზე შიმშილობდა. პატიმრებმა შიმშილობა ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარის შესვლის შემდეგ შეწყვიტეს.
თელავის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვან გოგონას თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს
11 ნოემბერი, 2008
მოკლული ჯარისკაცის ოჯახს ემუქრებიან
11 ნოემბერი, 2008
წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან, რომ ოჯახის წევრებს ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებენ, ან კიდევ უბედური შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდებიან. გარდაცვლილის მეუღლე ციცინო შავაძემ და მისმა ძმამ, მუქარის შესახებ აჭარის პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეს. ოჯახი, გუშინ, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მოინახულა.
ოჯახური ძალადობა და ღია ცის ქვეშ დარჩენილი ცხრაშვილიანი ოჯახი
10 ნოემბერი, 2008
კასპის რაიონის სოფელ თეზში ცხრა შვილის დედას, ლელა ნიკოლიშვილს შვილებთან ერთად სახლიდან ასახლებენ. ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება იგოეთის შს განყოფილების ინსპექტორებმა უკვე მიიღეს. ლელა ნიკოლიშვილი დასახმარებლად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მისი დედამთილის, ჟუჟუნა ჯავახიშვილის საჩივრის საფუძველზე, იგოეთის პოლიცია იძულებულია სახლიდან გაასახლოს ლელა და მისი მეუღლე ნიკოლოზ ჯავახიშვილი შვილებით.
შს სამინისტრო შავაძის მკვლელობის საქმეზე განმარტებები გააკეთა
7 ნოემბერი, 2008
ქუთაისის ახლადაშენებული ციხე რემონტშია
6 ნოემბერი, 2008
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება ქუთაისში 2005 წლის 20 დეკემბერს, საკმაოდ პომპეზურ ვითარებაში გაიხსნა. ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება იმთავითვე ციხის მაღალ სტანდარტებსა და იქ არსებულ საუკეთესო პირობებზე ალაპარაკდა. მას შემდეგ მხოლოდ ორი წელი და რამდენიმე თვე გავიდა და ციხე უკვე რემონტშია.
სასამართლომ მოკლული სამხედროს, როინ შავაძის საქმე გამოძიებას დაუბრუნა
31 ოქტომბერი, 2008
გარდაცვლილის ოჯახის წევრები სიღნაღის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
29 ოქტომბერი, 2008
თელავში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან
29 ოქტომბერი, 2008
შიდა ქართლის პროკურატურა მფარველობს ყოფილ გამგებელს
29 ოქტომბერი, 2008
გორის რაიონის სოფელ ატენში მაცხოვრებელი გურამ მიხანაშვილი ძმის, რობიზონ მიხანაშვილის წყალობით იძულებული გახდა სოფელი ცოლ-შვილიანად დაეტოვებინა. ისინი 2 წელია ცდილობენ მამა-პაპური მიწა-წყალი რობიზონ მიხანაშვილისგან დაიბრუნონ, თუმცა ამაოდ. შიდა ქართლის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რობიზონ მიხანაშვილს, რომელიც ერთ დროს სოფელ ატენის გამგებელი იყო, საეჭვო არაფერი ჩაუდენია. გამოძიების მასალების მიხედვით კი, სოფლის ყოფილმა გამგებელმა აჩეხა ძმის ოჯახის ვაზი, დაანგრია ხეივნის რკინის კონტრუქციები, ასევე საწნახელი... საწნახელის სამშენებლო ქვა კი უკვალოდ გააქრო.
არადამიანურად მოპყრობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებენ
29 ოქტომბერი, 2008
სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილემ იოსებ გულოშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურორი დადგენილებაში მიუთითებს, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოთარ დიღმელაშვილს გელა კუტიბაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გულოშვილის მტკიცებით, კუტიბაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღო, რასაც დაზარალებული კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პოლიციის უფროსის მოადგილემ მას სახე მანქანის ძარაზე რამდენჯერმე დაარტყმევინა, რის შედეგადაც დაინვალიდდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავის სასამართლოს მოსამართლეს ადვოკატზე ზეწოლაში ადანაშაულებს
27 ოქტომბერი, 2008
სიღნაღის პროკურატურამ მოქალაქის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა
24 ოქტომბერი, 2008