მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
უფლებადამცველები აქცენტს განსასჯელის არჩევანის თავისუფლებაზე აკეთებენ
30 იანვარი, 2013
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეებს განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, ორი მოსმენის შემდეგ, 103 ხმით დაამტკიცა. როგორც ირკვევა, იგეგმება დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით ბრალდებულს არჩევანის თავისუფლება ეზღუდება და საბოლოო გადაწყვეტილებას, განიხილონ თუ არა ესა თუ ის კონრეტული საქმე ნაფიცმსაჯულებმა, პროკურორი იღებს.
ირაკლი ტრიპოლსკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილს უგზავნის
30 იანვარი, 2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის მაუწყებელთა ასოციაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკმაოდ კრიტიკული ღია წერილით მიმართავს.
შეხლა-შემოხლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
30 იანვარი, 2013
„გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
29 იანვარი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს სამართლებრივ დასკვნას ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ , საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 28 დეკემბერს მიიღო.
„როლანდ ახალაია შვილის გვერდით, ციხეში უნდა ვნახო“
29 იანვარი, 2013
76 წლის ზუგდიდელმა მურმან როგავამ თითქმის 6 წელი გაატარა ციხეში. იქიდან კი ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული გამოვიდა. ყოფილ პატიმარს მუხიანში, ნაქირავებ ბინაში შევხვდი.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა
29 იანვარი, 2013
ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ხმები იმის შესახებ,რომ ჩიტიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, დიდი ხანია ვრცელდება. თუმცა, თავად ჩიტიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. გავრცელებულ ხმებს მასზე გახორციელებული ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის ზეწოლის შესახებ, საკრებულოს უკვე ყოფილი თავჯდომარე კატეგორიულად უარყოფს.
ჩოჩელი 200 ათასი ლარის გირაოთი გათავისუფლდა
28 იანვარი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ჩოჩელი, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით 24 იანვარს დააკავეს, აღმკვეთის ღონისძიების სახით 200 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ასობით ათასი კვმ მიწის ნაკვეთი და შენობა – ნაგებობები საპატრიარქოს 1 ლარად
28 იანვარი, 2013
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებების საფუძველზე, 2008-2012 წლებში, საქართველოს საპარტიარქოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასობით ათასი კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და სხვა ქონება გადაეცა.
ბრძოლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სკამისთვის
28 იანვარი, 2013
ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე შესაძლოა, რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი გახდეს. თვითმმართველობას სხდომის დანიშვნის მოთხოვნით 12-მა დეპუტატმა უკვე მიმართა.
გაბერილი შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში
28 იანვარი, 2013
ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და საგანგაშოდ გაზრდილი შტატები ქუთაისის მერიაში - ეს ის საკითხებია, რომელსაც ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი ვითარებით
25 იანვარი, 2013
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 24 იანვარს, გვიან ღამით, ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის მე-7 და მე-15 პუნქტებში შეტანილ შესწორებებში, გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ნაფიც მსაჯულთა შესახებ საკანონმდებლო ცვლილება მიღებულია
25 იანვარი, 2013
პარლამენტმა 18 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით, ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის, არჩევნების შემდეგ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, საშუალება აძლევათ, რომ მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
ხმაური თელავის გამგეობაში - სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ
25 იანვარი, 2013
23 იანვარს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულებმა მორიგი აქცია თელავის მუნციპალიტეტის გამგებლის მისაღებთან გამართეს. აქციის მონაწილეები სტიქიით დაზარალებულთა სიაში შეყვანას და კომპენსაციას ითხოვენ. მათ თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ზურაბ ყურაშვილთან შეხვედრა სურდათ, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ისინი გამგებლის მისაღებშიც არ შეუშვეს. გამგეობაში კი განაცხადეს, რომ ყურაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების ანალიზი
24 იანვარი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისში, ქუთაისში სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა. ანალიზი ქვეყანაში ბოლო წლებში არსებულ ტენდენციებს მოიცავს.
გარდაბანის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
24 იანვარი, 2013
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავჯდომარე, ზაზა ონიანი ჰყავს. ონიანი, რომელმაც არჩევნების შემდეგ გარდაბნის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ შექმნა აცხადებს, რომ კოალციის მიმართ თავის სიმპათიებს არჩევნებამდეც გამოხატავდა.
გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა
23 იანვარი, 2013
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს საზოგადოება გისოსებს მიღმა იხილავდა. არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციის - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ გახმაურებული საქმეების გამოძიება და კორუფციასა თუ ადამიანების წამებაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა იყო.
გაიხსნება თუ არა ერგნეთის ბაზრობა?
23 იანვარი, 2013
ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში განახლდა დისკუსია შიდა ქართლში 2004 წელს დახურული ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ხელახლა გახსნის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ბაზრობის გახსნის იდეა საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე წამოაყენა. იდეას თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ ყველამ აღიარა, რომ ამ თემაზე ფიქრი და მსჯელობა ღირდა.
სახალხო დამცველი მედიას და სამოქალაქო სექტორს ღია კარის პრინციპით მუშაობას პირდება
23 იანვარი, 2013
„ჩვენ ჩამოვედით, რათა გაგაცნოთ ჩვენი ხედვა, შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ორიენტირი, რომ მომავალში წარმატებულად განვახორციელოთ ის სამუშაო, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაგროვდა“, - ამ განწყობით საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის რეგიონებში გასვლას იწყებს. უჩა ნანუაშვილის პირველი შეხვედრა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 22 იანვარს ქუთაისში შედგა.
სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებს შშმ პირთათვის სასამართლო დარბაზების ადაპტირების რეკომენდაციით მიმართავს
22 იანვარი, 2013
10 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელის საფუძველზე გამართულ სასამართლო სხდომას დაესწრნენ.
დეპუტატებმა პარლამენტის ქუთაისში დარჩენა-არდარჩენის საკითხსა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებაზე იმსჯელეს
22 იანვარი, 2013
17 იანვარს ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნეს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სასტუმრო „ბაგრატში," საკმაოდ ხმაურიან ვითარებაში შედგა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, საზოგადოებას განსახილველად ორი საკითხი: პარლამენტის ადგილსამყოფელის დადგენა და პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა შესთავაზა.