მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები და ყოფილი პოლიტმატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
19 აგვისტო, 2013
13 ივლისს ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა, რომელიც ახალაიას შს მინისტრობის პერიოდში სპეცრაზელების წამების ეპიზოდეს შეეხება, სასამართლოს ეზოში გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
პროკურატურამ შაშკინი და კალმახელიძე დაკითხვაზე დაიბარა
19 აგვისტო, 2013
16 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და ხათუნა კალმახელიძე, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი უთხრა უფლებადამცველ ორგანიზაციას სოციალური რგოლის განთავსებაზე
16 აგვისტო, 2013
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე ალეკო ცქიტიშვილი გაკვირვებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის წერილით, სადაც ნათქვამია უარი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მომზადებული სოციალური ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე.
არასამთავრობოები და ჟურნალისტები ცესკოს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მედიას საარჩევნო უბანზე მუშაობისას შეზღუდვებს უწესებს
16 აგვისტო, 2013
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: "ცესკო–ს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ჟურნალიტებს საარჩევნო უბანზე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ, საიას წარმომადგენლებმა გორში, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
„დენსუსის“ კვლევას „საია“ არ ეთანხმება
15 აგვისტო, 2013
2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია „დენსუსმა“ დასკვნა მოამზადა. მ კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიციის მხრიდან 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა პროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა, მომიტინგეები კი, ფარებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლემაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, „დენსუსის“ კვლევის რამდენიმე ასპექტს არ ეთანხმება.
ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული
15 აგვისტო, 2013
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბექა ბაიდაური, რომელიც ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, მუნიციპალიტეტმა გამგებლად არ დაამტკიცა.
ახალაიას განაჩენი მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება
15 აგვისტო, 2013
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე, რომელიც 7 სპეცრაზმელის წამების ეპიზოდს შეეხება, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
21 წელი აფხაზეთის ომის შემდეგ
14 აგვისტო, 2013
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. 21 წლის წინ დაწყებული საომარი მოქმდებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტმებერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ომის შედეგად აღნიშნული ტერიტორიის დატოვება 300 000-მდე ადამიანს მოუწია. საომარ მოქმედებებს ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოხალისეების სახით 10 00-მდე ადამიანი შეეწირა.
ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ წევრებმა კოალიცია დატოვეს
14 აგვისტო, 2013
ლანჩხუთში კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რამდენიმე წევრმა დატოვა და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაერთიანდა.როგორც კოალიციის ყოფილი წევრები ამბობენ, "ქართული ოცნება" 50-მდე ადამიანმა დატოვა.
არჩევნებთან დაკავშირებული თარიღები და ვადები
14 აგვისტო, 2013
ქვემოთ მოცემულია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი ძირითადი ვადა, თარიღი და პროცედურა.
პოლიტიკოსები ცესკოს თავმჯდომარეს ‘არასწორ დროს’ გადადგომის გამო აკრიტიკებენ
14 აგვისტო, 2013
ქართული ოცნების ლიდერებმა გააკრიტიკეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 კვირით ადრე მიღებული გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და მას „უდროო“ უწოდეს.
არასამთავრობოები პრემიერის მიერ „შუამთობაზე“ სიძე-პატარძლისთვის საჩუქრის გადაცემას კანონდარღვევად მიიჩნევენ
13 აგვისტო, 2013
ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატისა და პრემიერ-მინისტრის ქმედებებს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სამოქალაქო სექტორი უკანონოდ მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მარგველაშვილის „თუშეთობაში“ მონაწილეობას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ „შუამთობაზე“ ახლადდაქორწინებული წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის ჩუქებას ეხმიანებიან.
კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც უარს ვამბობთ - დაბა საყდრისის უძველესი საბადო
13 აგვისტო, 2013
ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისში მდებარე ძვ.წელთაღიცხვის 3030-2918 წლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წელს სტატუსი მოუხსნეს. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად აღნიშნული ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი დაუსაბუთებლად იქნა გაცემული.
,,არალეგალური მიგრაციიდან ლეგალურამდე“ - გორში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
13 აგვისტო, 2013
ღია კარის სავიზო პოლიტიკის საფრთხეები და მისი ეკონომიკური მნიშვნელობა, როგორ უნდა იყოს დაცული ქვეყნის უსაფრთხოება სავიზო რეჟიმიდან გამომდინარე, ისე რომ ინვესტორებს ქვეყანაში საქმიანობისთვის ზედმეტი ბარიერი არ შეექმნათ? ეს ერთ-ერთი მათავარი კითხვაა რომელზეც კანონმდებლებს უახლოეს მომავალში პარტნიორ არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოუწვთ მუშაობა და ამდროისთვის არსებული ლიბერალური სავიზო პოლიტიკის გადახედვა. ამ საკითხზე მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გორში გაიმართა.
გურიაში მედპერსონალმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო
12 აგვისტო, 2013
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებები ებრაულმა კომპანიამ "ადითიმ" ჯერ კიდევ ორიოდ წლის წინ შეიძინა და ვალდებულება აიღო, რომ ორივე მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტიპის კლინიკებს მოაწყობდა.თუმცა უკვე კარგა ხანია მედპერსონალს ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულების პატიმრებმა შესაძლოა შიმშილობა განაახლონ
9 აგვისტო, 2013
სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 საპყრობილის პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტს კვლავ მიმართავენ. მსჯავრდებულების მოთხოვნა 3 დღის წინ მოხსნილი ციხის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე აღდგენაა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია მუშაობას შეუდგა
9 აგვისტო, 2013
ხუთი მუდმივმოქმედი წევრი, ერთი წარმომადგენელი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, - შვიდი პოლიტიკური პარტიებიდან - ამ შემადგენლობით ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა.
„ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი 8 აგვისტო, რომელიც ძალიან გვტკივა“ - 5 წელი კოდორის დაკარგვიდან
9 აგვისტო, 2013
ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში, ავტოქარხნის ტერიტორიაზე, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში სადაც კოდორის ხეობიდან დევნილი 48 ოჯახი ცხოვრობს, აგვისტოს ომის ხუთი წლის თავი და საკუთარი ტრაგედია იქ მცხოვრებმა დევნილებმა მხოლოდ ერთმანეთში გაიხსენეს. humanrights.ge კოდორიდან დევნილი ფატიმა ოთხვანის ოჯახს ესტუმრა.
აგვისტოს ომი - შეფასებები ხუთი წლის შემდეგ
8 აგვისტო, 2013
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა. ორ ქვეყანას შორის განვითარებულ მოვლენებსა და ურთიერთობის პერსპექტივებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
გიორგი ღვინიაშვილი: „ბარბარე რაფალიანცის საქმეს ხელისუფლება შეგნებულად არ ხსნის“
8 აგვისტო, 2013
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების წინა დღეს, სოფელ კოლაგში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეს ხელისუფლება შეგნებულად არ ხსნის. ამის შესახებ მან კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.