მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ცემა – ტყეპა საპყრობილეებში
23 სექტემბერი, 2009
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის მტკიცების მიუხედავად, რომ ციხეებში პატიმრებს არ სცემენ, არ აშიმშილებენ და არ აწამებენ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მდგომარეობა უარესდება. საპყრობილეებში პატიმრების ცემის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურა მაინც არავის სჯის. შედეგად, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომლები პატიმრებს კიდევ უფრო უმოწყალოდ ექცევიან.
თითქმის ჩადენილი დანაშაული, ანუ თითქმის სამართლიანი სასამართლო
22 სექტემბერი, 2009
ივანე თამაზაშვილის სასამართლო საქმე არ გახმაურებულა პრესითა და ტელევიზიით, მას არ გამოუწვევია თანამოქალაქეთა განსაკუთრებული ინტერესი. მის ისტორიას განსაკუთრებით არავინ აუღელვებია, რადგან პოლიციის სამმართველოს საკანში გატარებული რამდენიმე საათი, ხელკეტები, ცემა, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად სახელდახელოდ და კანონის დარღვევით გამოცხადება, შემდეგ კი ოთხასლარიანი ჯარიმა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელშიც პოლიტიკურ ვნებათა ქაოსს სამართლებრივი ქაოსი ენაცვლება და პირიქით.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ჟურნალისტის უფლებების დარღვევას აპროტესტებს
22 სექტემბერი, 2009
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტ ბესიკ ფიფიასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან თავის შეკავებას ითხოვს. ჟურნალისტი ბესიკ ფიფია საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ჟურნალისტი და თბილისის ოფისის ხელმძღვანელია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მას ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა. გთავაზობთ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადების ტექსტს.
გიორგი ტუღუში-,,ყოველთვის ვიქნები კანონის და კონსტიტუციის სადარაჯოზე”
22 სექტემბერი, 2009
დღეს ახალმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა პრესკონფერენცია გამართა სადაც გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. გიორგი ტუღუში პარლამენტმა ამ თანამდებობაზე 31 ივლისს აირჩია. მას მუშაობა 17 სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
ევროკავშირის დასკვნა: დამოუკიდებელი ექსპერტები სამხრეთ ოსეთის ომში საქართველოს ადანაშაულებენ
21 სექტემბერი, 2009
როგორც SPIEGEL-მა შეიტყო, ევროკავშირის ექსპერტების კომისიამ შარშანდელი ზაფხულის სამხრეთ ოსეთის ომში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა. მასალები, რომლებიც კვლავ ცხრაკლიტულშია გადამალული, როგორც ჩანს გამოქვეყნების შემდეგ, ომის მიზეზებზე დებატებს ხელმეორედ განაახლებს.
ვინ გადაიხდის გაზისა და ელექტროენერგიის საფასურს
18 სექტემბერი, 2009
კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს კომუნალური გადასახადების ქვითრები უკვე მიუვიდათ. „გორი-გაზის“ მიერ დარიგებულმა ქვითრებმა დევნილები საგონებელში ჩააგდო. მათი უმრავლესობა ჩივის, რომ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან დევნილების ჩასახლებაში მაცხოვრებლების 95 პროცენტი დაუსაქმებელია. დევნილები შიშობენ, რომ მალე ქვითრებს „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ მოიტანს.
ახალი ბულვარი ადგილობრივთა საკუთრების ხარჯზე
18 სექტემბერი, 2009
აჭარის მთავრობა ბოლო პერიოდში თავს იწონებს ადლიის სანაპირო ზოლში გაშენებული ახალი ბულვარით. ხელისუფალნი დარწმუნებით აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან გასახლებით მოსახლეობაც კმაყოფილია. არადა მოსახლეობა კომპესაციის ოდენობის შესახებაც კი არ ფლობს ინფორმაციას. კომპენსაციების საკითხი მცდელობის მიუხედავად ვერც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაარკვია, რადგან ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ ჩვენთვის ვერ მოიცალა.
„დიდი სანახაობა“ კრიტიკის ელემენტებით
17 სექტემბერი, 2009
საქართველოს მთავრობამ ქუთაისის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, პრობაციისა და სასჯელაღსრულების, გარემოს დაცვის, განათლებისა და სხვა სამინისტროების პავილიონებთან გუშინ არც ისეთი ხალხმრავლობა იყო, როგორც ამას თავად მთავრობა მოელოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, „სანახაობა“ შედგა - ხალხმა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს „გული გადაუშალეს“.
მინისტრებს წერილს ნუ მისწერთ, ქალაქი დაბინძურდება
17 სექტემბერი, 2009
საქართველოს მთავრობის ინიციატივა „დიალოგი ხალხთან“ რუსთავშიც ჩამოვიდა. იდეის ფარგლებში სამინისტროებმა თავიანთი მიღწევების დემონსტრირებისთვის სხვადასხვა მაკეტები, ფერად-ფერადი პოსტერები და სარეკლამო ბროშურები გამოფინეს. მოკლედ შარტავას გამზირზე შეგვეძლო გვენახა ყველაფერი რაც გვეუბნება, რომ ცხოვრება მშვენიერია, ან ახლა თუ არა მომავალში მაინც ნამდვილად იქნება მშვენიერი.
ქართული გამოწვევა ევროპისათვის
17 სექტემბერი, 2009
2008 წელს საქართველოს გადარჩენა ევროპის საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებას წარმოადგენდა, მაგრამ სამომავლოდ ქვეყანა ევროპას ისეთ გამოცდას ჩაუტარებს, რომელიც გამოავლენს, რეალურად რამდენად ძლიერია ევროპის კოლექტიური ძალა საერთაშორისო სარბიელზე
სკოლაში მხოლოდ პოლიტკორექტული მასწავლებლები
17 სექტემბერი, 2009
ხათუნა ენუქიძე თბილისის 76-ე საჯარო სკოლაში დაწყებითების პედაგოგად 7 წელი მუშაობდა. ამჟამად კი სკოლიდან გათავისუფლებულია. იგი ფიქრობს, რომ სკოლიდან პოლიტიკური შეხედულებებისა და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ნათესაობის გამო დაითხოვეს.
გზის რეაბილიტაციით ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება
16 სექტემბერი, 2009
საგარეჯოს და თელავის რაიონების სოფლებში მცხოვრებ ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება. ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი, გზის არსებული მარშრუტის აღდგენას ითვალისწინებს, რაც გზის გაგანიერებასაც მოიცავს. ადგილობრივი მოსახლეობა, ვისზედაც გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს, პროექტის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს.
პოლიტიკური რთველი - 2009
16 სექტემბერი, 2009
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონის ბევრ სოფელში ყურძნის შაქრიანობა დადგენილ 21 გრადუსს დიდი ხანია გასცდა, თუმცა მევენახეები მოსავალს ვერ აბინავებენ. სოფლის გამგებლები ცნობებს, რომლის საფუძველზეც ღვინის ქარხნები ყურძენს იბარებენ, შეზღუდვით გასცემენ. ცნობების მისაღებად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწვალებენ, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან ფერმერები. საწარმოები იმ მევენახეთა ყურძენს, რომელთაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვთ, საერთოდ არ იბარებენ. რთველთან დაკავშირებული პროცესების გასაკონტროლებლად, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის და თელავის რაიონებში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რთველის მიმდინარეობას აკონტროლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც. კუდ-ის წარმომადგენლებს უშუალოდ ფერმერების კონტროლი აქვთ დავალებული.
„მკაცრი ხელი“ ციხის და ბიზნესმენების შემდეგ ჯარში გადაინაცვლებს
14 სექტემბერი, 2009
„ნასვამ მდგომარეობაში იყო… დარტყმის შემდეგ მან ავალიანს პირში „სტეჩკინის“ მარკის იარაღი ჩაუდო და მოკვლით დაემუქრა, შემდეგ მიუთითა სპეცრაზმს მისთვის ჭკუა ესწავლებინათ, ავალიანს ოთახში მყოფი ნიღბიანები მივარდნენ და თავის არეში რეზინის ხელკეტებით ცემა დაუწყეს...“
ქუთაისის ციხეში პატიმრებმა პირი ამოიკერეს
11 სექტემბერი, 2009
ქუთაისის №2 საპყრობილეში პატიმრები უსამართლობას პროტესტის უმკაცრესი ფორმით ებრძოდნენ. გიორგი გორგოძემ და გიორგი ზირაქაძემ პირი 7 აგვისტოს ამოიკერეს და საპროტესტო აქცია გუშინ, 9 სექტემბერს, პროტესტის დაწყებიდან ოცდაცამეცამეტე დღეს შეწყვიტეს. ისინი 23 თებერვალს, ბაღდათის რაიონში, ქურდობის ბრალდებით აიყვანეს.
ხუთი წელი საგარეჯოში ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ (ვიდეო)
10 სექტემბერი, 2009
დღეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია 2004 წლის 10 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ნავთობკომპანია „კანარგო ჯორჯიას“ #100 ჭაბურღილზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინა, რაც ადასტურებს, რომ ნავთობის ამოფრქვევას მძიმე შედეგები მოჰყვა.
"ანგარიში ხალხს" ოპოზიციის დარბევაში
10 სექტემბერი, 2009
საქართველოს მთავრობამ გუშინ "ხალხს ანგარიში" თელავში წარუდგინა. მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ერეკლეს გამზირი. სამინისტროების მიერ გამოფენილ სტენდებს და სხვადასხვა საგნებს ძირითადად, კახეთის რაიონებიდან საგანგებოდ ჩაყვანილი საჯარო მოხელეები ათვალიერებდნენ. 15:00 საათზე თელავს პრეზიდენტიც ეწვია. იმ ფონზე, როცა მინისტრები კახელებს დემოკრატიულ რეფორმებზე ელაპარაკებოდნენ, ხოლო პრეზიდენტი სიტყვით ქვეყნის აღმშენებლობაზე გამოდიოდა, კონსერვატორული პარტიის თელავის ოფისში პოლიციის მაღალჩინოსნები და ნაცმოძრაობის შეიარაღებული აქტივისტები შევარდნენ.
დევნილები დევნილის სტატუსის გარეშე
9 სექტემბერი, 2009
გორის საბავშვო ბაღებს დღემდე 413 დევნილი ოჯახი აფარებს თავს. მათ შორის სოფელ ზარდიაანთკარიდან დევნილებიც არიან. ეს სოფელი გორის რაიონშია და ის პატარა ლიახვის ხეობის დაქვემდებარებაში არასოდეს ყოფილა. დევნილები ამბობენ, რომ ზარდიაანთკარში მათი სახლები უვნებლადაა გადარჩენილი, თუმცა, შინ დაბრუნებისა და ე. წ. საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მათ, როგორც თავად გვითხრეს, ქართული პოლიცია არ აძლევს.
ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამოძიების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა
9 სექტემბერი, 2009
სამ წელიწადზე მეტი გავიდა რაც ყაჩაღობის მომზადებაში ეჭვმიტანილი ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.
ვის ეკუთვნის სამართალი?
8 სექტემბერი, 2009
„სამართალი ხალხს ეკუთვნის!“ - ეს განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად იმ დროს გააკეთა, როცა მსჯავრდებული ლაშა იმედაძის ოჯახის წევრები ქუთაისის №2 საპყრობილის თანამშრომლებთან სამართალს უშედეგოდ არკვევდნენ. იმ დღეს პატიმრის ახლობლებმა ციხის უფროსის სახელზე დაწერილი განცხადების ადმინისტრაციაში დატოვება არაერთი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოახერხეს.