მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის მობინადრეები „თელასის“ წინააღმდეგ
29 აპრილი, 2015
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან შენობაში, საკავშირო მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ნევროლოგიის ინსტიტუტი იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც ნევროლოგიის ინსტიტუტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შესახლდნენ, შენობას პროფილი შეეცვალა და სახელმწიფომ ის ახალ მობინადრეებს გადაულოცა.
სასამართლო დავა ონკოლოგიური პაციენტის მცირეწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხზე
29 აპრილი, 2015
22 წლის ონკოლოგიური პაციენტის, მერი ნადირაშვილის ყოფილი მეუღლე, ლევან რაზმიაშვილი მათ საერთო შვილზე მეურვეობას ითხოვს. მერი ნადირაშვილს სიმსივნის დიაგნოზი 2 წლის წინ დაუსვეს. ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტი დიაგნოზის დასმისას 3 თვის ორსული იყო. მძიმე დიაგნოზის გამო მერი მეუღლემ მიატოვა. პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.
ბრალდებები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მედპერსონალის წინააღმდეგ
29 აპრილი, 2015
2014 წლის 26 მარტს, 3 თვის შვილი გელა დიდებაშვილმა და ნინო თარიმანაშვილმა თემქის კლინიკიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში იმ მიზეზით გადაიყვანეს, რომ საჭირო გახდა, ბავშვის სუნთქვის მართვად აპარატზე მიერთება. ბავშვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.
არასრულწლოვან პატიმართა განათლების პრობლემები
29 აპრილი, 2015
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება. ამ უფლებით უკვე რამდენიმე წელია, არასრულწლოვანი მსაჯვრდებულები და ბრალდებულები სარგებლობენ.
ილახება თუ არა მოქალაქის კერძო საკუთრების უფლება
28 აპრილი, 2015
რამდენიმე წელია, მაგდალინა არჩვაძე, როგორც თავად ამბობს, მის საკუთრებაში არსებულ 100 კვ/მ ფართის მიწისა და მასზე განთავსებულ ე.წ. „ფინური ვაგონის“ დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. აღნიშნული ფართი და ვაგონი ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. მაგდალინა არჩვაძის თქმით, მიწის ფართი მას მუზეუმმა გამოუყო, ხოლო ვაგონი საზკვების ტრესტისგან შეისყიდა.
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი სამკურნალო პროგრამა ამოქმედდა
28 აპრილი, 2015
გასულ კვირას საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნულ ფაქტს წინ მთავრობის ინიციატივა უძღოდა - 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. პროგრამა კი, რომელსაც 200 ათასი ინფიცირებული (საქართველოს მოსახლეობის 6,7%) მოუთმენლად ელის, პაციენტთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით უზრუნველყოფის გარდა, დიაგნოსტიკასა და საჭირო სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯანდაცვის მინისტრს მცირეწლოვან ნიკოლოზ დიდებაშვილის საქმეზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
23 აპრილი, 2015
24 აპრილს 11:30 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მცირეწლოვანი ნ. დ.-ს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
თავდასხმა დეპუტატებზე გურჯაანში – ვინ ისროდა წიწილებიან კვერცხებს
23 აპრილი, 2015
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრებს გიორგი ღვინიაშვილს, ირმა ნადირაშვილს და მათ თანაპარტიელებს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გამგეობაში საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი საჯარო მოსამსახურეები სოფლებიდანაც.
ეგვიპტის მოქალაქეს სასამართლომ მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა
22 აპრილი, 2015
„კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“ - ამგვარი დასკვნა ეგვიპტის მოქალაქე ემად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმმა რამდენჯერმე მიიღო. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას საქართველოში ბინადრობის უფლებაზე უარი უთხრა ისე, რომ კონტრდაზვერვის დასკვნის მართებულებას ყურადღება არ მიაქცია.
რეპატრიანტი მესხები და შეფერხებული რეინტეგრაცია
17 აპრილი, 2015
სარვარ საფაროვის ისტორიული გვარი ლაზიშვილია. ის საქართველოდან გადასახლებული მუსლიმი მესხების შთამომავალია და აზერბაიჯანიდან ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის კანონის მიღების შემდეგ, 2008 წლის მაისში დაბრუნდა. სარვარ საფაროვი ახალციხეში დასახლდა. სახლი საკუთარი ფულით იყიდა და ოჯახიც საცხოვრებლად აქ გადმოიყვანა.
ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა
16 აპრილი, 2015
ინტერპოლმა საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა; ის თბილისის მიერ მთელი რიგი ბრალდებების გამო იძებნება, რომელთაც მისი თანაგუნდელები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
ეს შენ გეხება“ შსს-ს მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
14 აპრილი, 2015
კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს.
სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი საზღვრისპირა სოფლები
14 აპრილი, 2015
კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“ სამუშაო ჯგუფმა შიდა ქართლის სამი სოფელი მოინახულა. კოალიციის წევრები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ არბოში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივები სოფელში სამედიცინო პუნქტების არარსებობაზე საუბრობენ. მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად ქალაქ გორში ჩასვლა უწევს.
უპატრონოდ დარჩენილი საფლავები
14 აპრილი, 2015
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საფლავებზე გასვლა ვერ შეძლეს. ქართულმა მხარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უარი მიიღო. გარდა ერგნეთის შეხვედრისა, აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევის ფორმატშიც დააყენეს, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
სახალხო დამცველის ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების შესახებ
14 აპრილი, 2015
2015 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ინიციატივა წარმოადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით.
პატიმრის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ
7 აპრილი, 2015
ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. 2013 წლის 12 მაისს გეგუთის მე-14 დაწესებულებაში სასტიკად ნაცემი 24 წლის პატიმრის ახლობლები საქმის ობიექტურ მოკვლევას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
უარი შუამდგომლობებზე
3 აპრილი, 2015
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესი ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა სასამართლოში, რომლის შენობაც, ადგილობრივების თქმით, მეფის რუსეთის დროს ცხენების თავლას ეკუთვნოდა, 31 მარტის 11 საათზე განახლდა. სხდომას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე, ადგილობრვი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროკურატურის გაჭიანურებული საქმეები
2 აპრილი, 2015
2 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს გაჭიანურებული საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
ყოფილი პოლიტპატიმარი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს
2 აპრილი, 2015
ყოფილი პოლიტპატიმარი პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვს. humanright.ge-თან საუბრისას, ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ დეტალებს იხსენებს, რომლებიც სასჯელის მოხდის პერიოდში, მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა.
ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე
1 აპრილი, 2015
ჭიათურის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში მარგანეცის მოპოვებითა და დამუშავებითაა დაკავებული. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთელის თქმით, 2014 წელს საქართველოში გარემოს 327, 5 მლნ ლარის ზიანი მიადგა, აქედან 324 მლნ, ანუ ზიანის 98% მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის.