მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველები ჟენევაში
15 მარტი, 2011
9-11 მარტს ჟენევაში, გაეროს ოფისში, სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველებმა კავკასიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრა „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელისა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საახალწლო კონცერტებისთვის, სულ მცირე, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა
15 მარტი, 2011
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საახალწლო კონცერტების ხარჯით დაინტერესდა და მართლია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო ინფორმაცია, რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს სამი „გრანდიოზული კონცერტი“ - ბათუმში, თბილისსა და მესტიაში.
ცვლილება კოდექსში - სასამართლო საქმეს იიოლებს
15 მარტი, 2011
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი კარის 78-ე მუხლში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
„შეზღუდული უფლებები“ - ადამიანის უფლებათა ცენტრი 2010 წლის ანგარიშს აქვეყნებს
14 მარტი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს 2010 წლის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ (ინგლისურ ენაზე), რომელიც ძირითადად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერილობას.
„სახელისა და გვარის მეტი აღარაფერი დამრჩა“ - ამბობს მრავალშვილიანი დევნილი
14 მარტი, 2011
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დევნილმა ოჯახმა მიმართა. მალხაზ შოშიტაშვილის ოჯახი სამი წელია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში, ძმის სახლში ცხოვრობს.
ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ჟენევაში აქცია გამართეს
14 მარტი, 2011
10 მარტს ჟენევაში, გაეროს ოფისის წინ, ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯნელმა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.აქცია უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა მოაწყო. მას ასევე შეუერთდა ნორვეგიული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლი“.
ტრამპმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობას მოაწერა ხელი
14 მარტი, 2011
საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს იყო შანსი, ეჩვენებინა, რომ მისი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეველოპერი მოიზიდოს. დეველოპერ დონალდ ტრამპისთვის კი ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი მსოფლიო სტანდარტების დონეზეა.
ნახევარი მილიონი ლარი - ქვემო ქართლის ბიზნესმენთა ხარკი „ნაციონალური მოძრაობისთვის“
10 მარტი, 2011
2010 წელს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვემო ქართლის ბიზნეს-საზოგადოებამ „ხარკის“ სახით 483 000 ლარი გაიღო. ეს თანხა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონის 14-მა შპს-მ შესწირა.
სტუდია „მონიტორის“ მეორე საჩივარი „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წინააღმდეგ
10 მარტი, 2011
სტუდია „მონიტორმა“ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მეორე საჩივარი წარადგინა. „მონიტორი“ ტელევიზიებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების განმეორებით დარღვევაში ადანაშაულებს და კომისიისგან მათ დაჯარიმებას ითხოვს.
სიფრაშვილების თავგადასავალი
9 მარტი, 2011
სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში სიფრაშვილების 7-შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვებს არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი, რის გამოც სკოლაში იშვიათად დადიან, ხშირად კი რამდენიმე დღით მშივრები არიან. სახლი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს ფონდმა „იავნანამ“ გადასცა, ავარიულია.
მეჩვიდმეტე ტყვე
9 მარტი, 2011
29 წლის გიორგი ჭკადუა რიგით მე-17 ქართველია, რომელიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდა. გიორგი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრია და მეზღვაურად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს.
ბაკურციხეში ჩასახლებული დევნილები მძიმე პირობებზე ჩივიან
9 მარტი, 2011
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში, სოფელ ბაკურციხეში ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებლად კარგი პირობები აქვთ. სინამდვილეში, ბაკურციხეში განსხვავებული მდგომარეობაა.
პატიმარი ქალები უმძიმესი პირობების გაპროტესტებას შიმშილობით აპირებენ
7 მარტი, 2011
რუსთავში, ახლადგახსნილ ქალთა საპატიმროში, უმძიმეს პირობებში ყოფნას შიმშილობით გააპროტესტებენ. ამის შესახებ „ობიექტივი.ნეტ“-თან საუბრისას აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ნანა კაკაბაძემ.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სადაზღვევო პოლისით კუთვნილ დაფინანსებას ექვსი თვე ელიან
4 მარტი, 2011
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები მთავრობის #218 დადგენილების შეცვლას ითხოვენ. ადამიანის უფლებათა ცენტრს აჭარაში რამდენიმე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიმართა. ისინი უკმაყოფილონი არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის მომსახურეობის მიღებისათვის დაწესებული ვადების ოდენობით.
სამარშრუტო ტენდერში გამარჯვებული მონოპოლისტის სქემა
4 მარტი, 2011
თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სამარშრუტო ტენდერის გამარჯვებული კომპანიები "ჯიემსი ჯგუფის" მეწილეები და აღნიშნულ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანები არიან. მათი ნაწილი თბილისის მერის დიდი ხნის ნაცნობიცაა, რაც კონკრეტული დოკუმენტაციითაც დასტურდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს რეპრესიებს სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წინააღმდეგ
2 მარტი, 2011
ძალოვანი სტრუქტურების მიერ თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა დევნისა და დაპატიმრებების ფაქტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი სამოქალაქო უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მძღოლების დაპატიმრება 25-28 თებერვლის დღეებში, როცა მათ გაფიცვა ჰქონდათ გამოცხადებული.
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის ფაქტების შემოწმება: იძულებით გადაადგილებული პირები
2 მარტი, 2011
იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხმა 2011 წლის 11 თებერვალს პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა.
სამხრეთ აფრიკელი ფერმერებთან ერთად საქართველოში
2 მარტი, 2011
BBC-ის კავკასიის კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი ქართული სტუმართმოყვარეობით მიღებულ საკუთარ გამოცდილებას იხსენებს, როდესაც მისი გუნდი მიწების გაყიდვის სადაო სქემაზე რეპორტაჟის მომზადების დროს ქარბუქში მოხვდა.
რეპრესიები გაფიცვის შემდეგ - პოლიციამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დააპატიმრა
1 მარტი, 2011
„კონსერვატიული პარტიის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინატორი, ლაშა ჩხარტიშვილი სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლების დაპატიმრებას ხელისუფლების მხრიდან დაშინების პოლიტიკას უკავშირებს. „ეს კეთდება იმისთვის, რომ მძღოლებმა და სხვა სოციალურმა ჯგუფებმა გაფიცვა და პროტესტი აღარ გაბედონ“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
თბილისში გამომწყვდეული
1 მარტი, 2011
ერთ–ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ამერიკულმა ჟურნალმა businessweek–მა 24 თებერვალს ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის დაკავების ფაქტს.